საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია ვენეციის კომისიის "გადაუდებელ მოსაზრებაში" ე.წ. "აგენტების კანონპროექტის შესახებ - მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
რა წერია ვენეციის კომისიის "გადაუდებელ მოსაზრებაში" ე.წ. "აგენტების კანონპროექტის შესახებ - მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე გა­და­უ­დე­ბელ მო­საზ­რე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

  • ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­მო­დის, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტი გაწ­ვე­ულ იქ­ნას მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფორ­მით.

კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ღია, ინ­ფორ­მი­რე­ბულ სა­ჯა­რო დე­ბა­ტებ­ზე, პლუ­რა­ლიზმსა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე.

"ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ამ კა­ნო­ნის მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფორ­მით გაწ­ვე­ვის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­მო­დის, ვი­ნა­ი­დან, მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებს მო­ი­ტანს შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის­თვის, პრი­ვა­ტუ­ლო­ბის უფ­ლე­ბის­თვის, სა­ჯა­რო საქ­მე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­კვე­თის­თვის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ღია, ინ­ფორ­მი­რე­ბულ სა­ჯა­რო დე­ბა­ტებ­ზე, პლუ­რა­ლიზმსა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე”, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ხაზს უს­ვამს კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რას და წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ პრო­ცე­დუ­რამ გულ­წრფე­ლი დის­კუ­სი­ის­თვი­სა და აზ­რი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის ად­გი­ლი არ და­ტო­ვა.

კო­მი­სია აღ­ნიშ­ნავს, რომ პრო­ცე­დუ­რე­ბის „ეს მა­ნე­რა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ევ­რო­პულ მო­თხოვ­ნებს“ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

“უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია წუხს, რომ ეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სენ­სი­ტი­უ­რია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით, ასე­ვე, ძალ­ზედ კონ­ტორ­ვერ­სი­უ­ლია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რა­საც ქვე­ყა­ნა­ში მა­სი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი აჩ­ვე­ნებს, მი­ღე­ბულ იქნა ისეთ პრო­ცე­დუ­რა­ში, რო­მელ­მაც გულ­წრფე­ლი დის­კუ­სი­ის­თვი­სა და აზ­რი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის ად­გი­ლი არ და­ტო­ვა - ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლის შეშ­ფო­თე­ბე­ბის ღია უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით. ეს კი­დევ უფრო სამ­წუ­ხა­როა, ვი­ნა­ი­დან, 2023 წელს მსგავს კა­ნონპ­რო­ექ­ტზე რე­აქ­ცი­ებ­მა აჩ­ვე­ნა პო­ლა­რი­ზა­ცია მის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, იყო ში­ნა­არ­სი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო და დე­მონ­სტრი­რე­ბა­დი სა­ჭი­რო­ე­ბა იმ პი­რებ­თან, რომ­ლებ­საც კა­ნო­ნი შე­ე­ხე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ონ­ლა­ინ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და მა­უ­წყებ­ლებ­თან. პრო­ცე­დუ­რე­ბის ეს მა­ნე­რა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ევ­რო­პულ მო­თხოვ­ნებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ გა­ა­ა­ნა­ლი­ზა კა­ნო­ნის თავ­სე­ბა­დო­ბა შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან, იმ პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ­ლე­ბიც გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ იქნა ბევრ წინა მო­საზ­რე­ბებ­ში მსგავს სა­კი­თხებ­ზე. შე­დე­გად, ამ კა­ნო­ნის მიერ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და პრი­ვა­ტუ­ლო­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მკაცრ მო­თხოვ­ნებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლია “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის” (ECHR) მუხ­ლებ­ში 8(2), 10(2) და 11(2), ასე­ვე “სა­მო­ქა­ლა­ქო და პო­ლი­ტი­კურ უფ­ლე­ბა­თა პაქ­ტის” (ICCPR) მუხ­ლებ­ში 17(2), 19(2) და 22(2), ვი­ნა­ი­დან, ისი­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ლე­გა­ლუ­რო­ბის, ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს, ისე­ვე რო­გორც ECHR-ის მე-14 მუხ­ლში აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­ის პრინ­ციპს,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და პი­რო­ბე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის, სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს არ­სე­ბულ კა­ნო­ნებ­ში ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნა უნდა გა­ნე­ხი­ლათ. კერ­ძოდ, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის თა­ნახ­მად, უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით ლო­ბის­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­საძ­ლოა რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი იყოს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან.

“ამ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გან­სა­ზღვრას სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი აქვს, ვი­ნა­ი­დან, ის ძირს უთხრის სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და სან­დო­ო­ბას, ასე­ვე , მათ ოპე­რა­ცი­ებს. მძი­მე რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და ან­გა­რი­შე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის (მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ხე­ლა), რო­მე­ლიც სტიგ­მა­ტი­ზე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე წვდო­მას ზღუ­დავს, იმ მძი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ჯა­რი­მებ­თან, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას, მუდ­მივ თვალ­თვალ­თან ერ­თად კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ეფექ­ტი, უდა­ვოდ, გა­არ­თუ­ლებს და საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ეფექ­ტი­ან ოპე­რა­ცი­ებ­სა და არ­სე­ბო­ბას. სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი მუდ­მი­ვი და სტიგ­მა­ტი­ზე­ბა­დი შე­ფერ­ხე­ბე­ბი შე­მა­კა­ვე­ბელ ეფექტს ქმნის.

ამ კა­ნონს, გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მიზ­ნის ქვეშ, სტიგ­მა­ტი­ზე­ბის, გა­ჩუ­მე­ბი­სა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი ეფექ­ტი აქვს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი და­ფი­ნან­სე­ბის თუნ­დაც მცი­რე ნა­წილს სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იღე­ბენ. ძლი­ე­რი რის­კია შექ­მნი­ლი, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მე­დია, რომ­ლებ­საც [ეს კა­ნო­ნი] შე­ე­ხე­ბა, იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი, ვინც მთავ­რო­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ, ხოლო მათი აღ­მო­ფხვრა ცუდ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ღია, ინ­ფორ­მი­რე­ბულ სა­ჯა­რო დე­ბა­ტებ­ზე, პლუ­რა­ლიზმსა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­მო­დის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ თავი და­ა­ნე­ბოს რე­გის­ტრა­ცი­ის, ან­გა­რი­შე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, ონ­ლა­ინ მე­დი­ის­თვი­სა და მა­უ­წყებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უცხო­ურ დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ, მათ შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ჯა­რი­მებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­ი­ცავს პი­რო­ბებს, რომ­ლე­ბიც ამ კა­ნო­ნის მიერ სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და ან­გა­რი­შე­ბის ჩა­ბა­რე­ბის, მათ შო­რის მათი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აკის­რებს, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ახ­სნა არ ყო­ფი­ლა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა­ტომ არ იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სი არ არის, სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებს ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სად არ­სე­ბულ კა­ნო­ნებ­ში შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნა უნდა გა­ნე­ხი­ლათ.

კერ­ძოდ, უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით ლო­ბის­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­საძ­ლოა დარ­ე­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ევ­რო­პულ სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თუ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

რა წერია ვენეციის კომისიის "გადაუდებელ მოსაზრებაში" ე.წ. "აგენტების კანონპროექტის შესახებ - მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

რა წერია ვენეციის კომისიის "გადაუდებელ მოსაზრებაში" ე.წ. "აგენტების კანონპროექტის შესახებ - მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

  • ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

"ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლოვანებები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს კანონპროექტის მიღების პროცედურას და წუხილს გამოთქვამს, რომ პროცედურამ გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.

კომისია აღნიშნავს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს“ არ აკმაყოფილებს.

“უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ძალზედ კონტორვერსიულია ქართულ საზოგადოებაში, რასაც ქვეყანაში მასიური რეაქციები აჩვენებს, მიღებულ იქნა ისეთ პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა - ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთებების ღია უგულებელყოფით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, ვინაიდან, 2023 წელს მსგავს კანონპროექტზე რეაქციებმა აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იყო შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება იმ პირებთან, რომლებსაც კანონი შეეხებოდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებთან და მაუწყებლებთან. პროცედურების ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის თავსებადობა შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც გამომუშავებულ იქნა ბევრ წინა მოსაზრებებში მსგავს საკითხებზე. შედეგად, ამ კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც აღნიშნულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” (ECHR) მუხლებში 8(2), 10(2) და 11(2), ასევე “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” (ICCPR) მუხლებში 17(2), 19(2) და 22(2), ვინაიდან, ისინი არ აკმაყოფილებენ ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც ECHR-ის მე-14 მუხლში აღნიშნული არადისკრიმინაციის პრინციპს,” - ნათქვამია განცხადებაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებული კანონმდებლობა და პირობები საკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურ პირებს არსებულ კანონებში ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შესწორებების შეტანა უნდა განეხილათ. კერძოდ, ვენეციის კომისიის თანახმად, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლოა რეგულირებული იყოს ევროპულ სტანდარტებთან.

“ამ კანონის ფარგლებში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად განსაზღვრას სერიოზული შედეგები აქვს, ვინაიდან, ის ძირს უთხრის სამიზნეში ამოღებული ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე , მათ ოპერაციებს. მძიმე რეგისტრაციისა და ანგარიშების მოთხოვნების (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამხელა), რომელიც სტიგმატიზებული ორგანიზაციებისთვის ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომას ზღუდავს, იმ მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, მუდმივ თვალთვალთან ერთად კომბინირებული ეფექტი, უდავოდ, გაართულებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული ორგანიზაციების ეფექტიან ოპერაციებსა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზებადი შეფერხებები შემაკავებელ ეფექტს ქმნის.

ამ კანონს, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის დასახელებული მიზნის ქვეშ, სტიგმატიზების, გაჩუმებისა და, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურების ობიექტური ეფექტი აქვს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების თუნდაც მცირე ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. ძლიერი რისკია შექმნილი, რომ ორგანიზაციები და მედია, რომლებსაც [ეს კანონი] შეეხება, იქნებიან ისინი, ვინც მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, საქართველოს მთავრობამ თავი დაანებოს რეგისტრაციის, ანგარიშების ჩაბარებისა და გასაჯაროების მოთხოვნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვისა და მაუწყებლებისთვის, რომლებიც უცხოურ დახმარებას იღებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა შეიცავს პირობებს, რომლებიც ამ კანონის მიერ სამიზნეში ამოღებულ ორგანიზაციებს რეგისტრაციისა და ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, ვალდებულებებს აკისრებს, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში თუ არსებული პირობები არასაკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არსებულ კანონებში შესწორებების შეტანა უნდა განეხილათ.

კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლოა დარერეგულირებული ყოფილიყო ევროპულ სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: