მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამალ კლუნიმ "სილა გააწნა" ნეთანიაჰუსა და "ჰამასის" ლიდერს - რა როლი ითამაშა ჯორჯ კლუნის მეუღლემ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?
ამალ კლუნიმ "სილა გააწნა" ნეთანიაჰუსა და "ჰამასის" ლიდერს - რა როლი ითამაშა ჯორჯ კლუნის მეუღლემ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

ლი­ბა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტმა, ჯორჯ კლუკ­ნის მე­უღ­ლემ ამალ კლუ­ნიმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ­სა და "ჰა­მა­სის" ლი­დე­რის ია­ჰია სინ­ვა­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მას ეხე­ბო­და. კლუ­ნი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტი, და­სა­ხელ­და იმ იუ­რი­დი­ულ ექ­სპერტს შო­რის, რომ­ლე­ბიც პრო­კუ­რორ კა­რიმ ხანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ.

  • "რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ად­ვო­კა­ტი, არა­სო­დეს მი­ვე­სალ­მე­ბი იმ ფაქტს, რომ ერთი ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს სხვა­ზე ნაკ­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს. არც ერთი დამ­ნა­შა­ვე არ უნდა იდ­გეს კა­ნონ­ზე მაღ­ლა" - და­წე­რა კლუ­ნიმ თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის დღი­დან, კლუ­ნი არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კეს იმის გამო, რომ ღა­ზა­ში მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი პო­ზი­ცია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია. ის­რა­ელ­მა და მის­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა უკვე გა­მოთ­ქვეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ICC-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო.

"ამ სას­ტიკ ტე­რო­რის­ტებ­სა და ის­რა­ე­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას შო­რის პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა ამას ვინ­მემ მხა­რი და­უ­ჭი­როს" - თქვა ბე­ზა­ლელ სმოტ­რიჩ­მა, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კოს­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ჰა­მა­სიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ჰა­მა­სი" კა­ტე­გო­რი­უ­ლად გმობს სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის მცდე­ლო­ბებს, გა­ა­ი­გი­ვოს მსხვერ­პლი და ჯა­ლა­თი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა კა­რიმ ხან­მა ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის და „ჰა­მა­სის“ სამი ლი­დე­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი მო­ი­თხო­ვა. მისი გან­მარ­ტე­ბით, აქვს გო­ნივ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი იმის და­სა­ჯე­რებ­ლად, რომ აღ­ნიშ­ნულ პი­რებს სა­ვა­რა­უ­დო ომის და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ.

წყა­რო: dailymail

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ამალ კლუნიმ "სილა გააწნა" ნეთანიაჰუსა და "ჰამასის" ლიდერს - რა როლი ითამაშა ჯორჯ კლუნის მეუღლემ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

ამალ კლუნიმ "სილა გააწნა" ნეთანიაჰუსა და "ჰამასის" ლიდერს - რა როლი ითამაშა ჯორჯ კლუნის მეუღლემ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

ლიბანური წარმოშობის ცნობილი იურისტმა, ჯორჯ კლუკნის მეუღლემ ამალ კლუნიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და "ჰამასის" ლიდერის იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერის გაცემას ეხებოდა. კლუნი, ადამიანის უფლებათა ცნობილი ადვოკატი, დასახელდა იმ იურიდიულ ექსპერტს შორის, რომლებიც პროკურორ კარიმ ხანს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარნენ.

  • "როგორც ადამიანის უფლებათა ადვოკატი, არასოდეს მივესალმები იმ ფაქტს, რომ ერთი ბავშვის სიცოცხლეს სხვაზე ნაკლები ღირებულება აქვს. არც ერთი დამნაშავე არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა" - დაწერა კლუნიმ თავის სოციალურ ქსელში.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყების დღიდან, კლუნი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ღაზაში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა უკვე გამოთქვეს უკმაყოფილება ICC-ის გადაწყვეტილების გამო.

"ამ სასტიკ ტერორისტებსა და ისრაელის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას შორის პარალელების გავლების მცდელობა, აღმაშფოთებელია. არ შეიძლება ამას ვინმემ მხარი დაუჭიროს" - თქვა ბეზალელ სმოტრიჩმა, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა.

ინფორმაციას ჰამასიც გამოეხმაურა:

"ჰამასი" კატეგორიულად გმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მცდელობებს, გააიგივოს მსხვერპლი და ჯალათი“, - აღნიშნულია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

წყარო: dailymail

წაიკითხეთ ასევე: