ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
ლიზა ბონეტისთან განშორებისა და ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ, ჯეისონ მომოამ ახალი სიყვარული იპოვა - ვინ არის მსახიობის რჩეული
15:49 / 21-05-2024
ჯეისონ მომოამ ახალი გულისსწორი იპოვა. მსახიობი უკვე ხუთი თვეა, რაც ყოფილ მეუღლეს, ლიზა ბონეს ოფიციალურად დაშორდა და ამჟამად თავის კოლეგა ადრია არიონას ხვდება.
მომოამ ახალ შეყვარებულთან ერთად, იაპონიაში იმოგზაურა და ფოტოები სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ატვირთა.
ერთ-ერთ ფოტოში წყვილი იაპონურ რესტორანში მეგობრებთან ერთადაა, გვერდით კი საყვარელი ქალი ჰყავს.
"აკვამენის" 44 წლის მსახიობი მეორე ფოტოში 32 წლის არიონასთან ერთად ოკეანის სანაპიროზე მხიარულად პოზირებს.
"იაპონია, შენ ნამდვილი საოცრება ხარ. ყველა იმ ადამიანის მადლიერები ვართ, ვინც სახლის კარი გაგვიღო. ახალ და ძველ მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გავატარეთ და ჩემს სიყვარულთან ერთად კიდევ ერთი საოცარი თავგადასავალი გადამხდა",- წერს ვარსკვლავი თავის "ინსტაგრამ" გვერდზე.
ჯეისონ მომოა აზიას თავისი გადაცემის "On The Roam"-ის გამო ეწვია.