მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟურნალისტს აქვს პასუხისმგებლობა, აკონტროლოს საკუთარი ემოციები"  - "პალიტრანიუსის" რეპორტიორი სალომე ჯაფარიძე თავის პროფესიასა და მუშაობის სპეციფიკაზე
"ჟურნალისტს აქვს პასუხისმგებლობა, აკონტროლოს საკუთარი ემოციები"  - "პალიტრანიუსის" რეპორტიორი სალომე ჯაფარიძე თავის პროფესიასა და მუშაობის სპეციფიკაზე

„თუ ეს პრო­ფე­სია არ გიყ­ვარს, მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით ვერ იმუ­შა­ვებ, შე­უძ­ლე­ბე­ლია“ - აღ­ნიშ­ნავს „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ რე­პორ­ტი­ო­რი, სა­ლო­მე ჯა­ფა­რი­ძე თა­ვის პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე სა­უბ­რი­სას.

სა­ლო­მე ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს, თით­ქმის მთელს დროს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ატა­რებს. ყო­ფი­ლა დღე­ე­ბიც, როცა მასა და მის კო­ლე­გებს 18 სა­ა­თი გა­დაბ­მუ­ლად უმუ­შა­ვი­ათ, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა კი მხო­ლოდ სახ­ლში უგ­რძნი­ათ.

ვინ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენს ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ, რო­გო­რია მათი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე და რა გზის გავ­ლა უწევთ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ? სა­კუ­თარ ამ­ბავს „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ რე­პორ­ტი­ო­რი სა­ლო­მე ჯა­ფა­რი­ძე გვი­ამ­ბობს:

სა­ლო­მე, თავ­და­პირ­ვე­ლად, გვი­ამ­ბეთ, რო­გორ მოხ­ვდით ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, შემ­დეგ კი რო­გორ შე­უ­ერ­თდით „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გუნდს?

და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის ვი­ყა­ვი, როცა მივ­ხვდი, რომ ხალ­ხთან ლა­პა­რა­კი მომ­წონ­და და ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა ოჯახ­ში, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან, ბაღ­ში და შემ­დეგ უკვე სკო­ლა­შიც. 11 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სას­წავ­ლო სტუ­დი­ა­ში დავ­დი­ო­დი, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვწერ­დი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან და კი­დევ უფრო შე­მიყ­ვარ­და ეს პრო­ფე­სია.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უკვე გა­აზ­რე­ბუ­ლად და­ვი­წყე სწავ­ლა აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და მა­ლე­ვე „რუს­თა­ვი 2-შიც“ მი­ვი­ღე გა­მოც­დი­ლე­ბა. „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გუნდს 4 წლის წინ შე­ვუ­ერ­თდი და აქე­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია რეს­პონ­დენ­ტებ­თან, აქ მქონ­და პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი ჩარ­თვაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის მთა­ვა­რი წყა­როა და ეს ად­გი­ლი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სახ­ლი­ვით იქ­ნე­ბა.

დღეს რომ გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს, ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სია ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით აღარ სარ­გებ­ლობს, რო­გორც ჩემი აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში. ვფიქ­რობ, ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ის უკვე გარ­კვე­ულ საფრ­თხეს­თან და ზე­წო­ლას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რაც სამ­წუ­ხა­როა. მე რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­დეს, ისევ იმა­ვეს ავირ­ჩევ­დი.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, „პა­ლიტ­რა­ნი­უს­ში“ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა შე­ძე­ლით. ამას­თან, ის სარ­გებ­ლობს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მე­დი­ის რე­პუ­ტა­ცი­ი­თაც, რა­მაც ალ­ბათ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. რამ­დე­ნად დი­დია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, იყო იმ მე­დი­ის ნა­წი­ლი, რომ­ლის­გა­ნაც მხო­ლოდ ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ელი­ან?

რამ­დე­ნა­დაც კარ­გია, რომ იმ მე­დი­ის ნა­წი­ლი ხარ, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად აშუ­ქებს მოვ­ლე­ნებს, იმ­დე­ნად დი­დია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მა­ყუ­რე­ბელს ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­გვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის გა­რე­შე მი­ა­წო­დო. რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის­გან“ ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ელო­დე­ბა, კი­დევ უფრო მეტი ფიქ­რი გი­წევს იმა­ზე, რა­ი­მე გა­დაც­დო­მა ხომ არ გაქვს, ხომ ზუს­ტად ისე აშუ­ქებ მოვ­ლე­ნას რო­გორც ხდე­ბა ის და ეს არ გაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ეს გა­ყა­ლი­ბებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად.

უკვე ინ­სტინ­ქტის დო­ნე­ზე გა­მო­მი­მუ­შავ­და და გო­ნე­ბაც მე­უბ­ნე­ბა, რომ როცა ამ­ბავს ვყვე­ბი, უნდა გად­მოვ­ცე ფაქ­ტე­ბი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­რე­შე, არ უნდა გა­მოვ­ხა­ტო სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია. ინ­ტო­ნა­ცი­ა­საც კი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რად­გა­ნაც „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ნიშა სწო­რედ ობი­ექ­ტუ­რო­ბაა, აქ ჩემს ყვე­ლა კო­ლე­გას გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს ამ­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის გა­რე­შე მო­ყო­ლის უნა­რი.

მა­გა­ლი­თად, სა­და­ვო კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე, როცა მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში ვარ, ჩემ­კენ მო­მა­ვალ სა­ვა­რა­უ­დო საფრ­თხე­ზე იშ­ვი­ა­თად ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბი, რო­დე­საც ვხე­დავ რომ ადა­მი­ა­ნებს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან. ბუ­ნებ­რი­ვია, ვნერ­ვი­უ­ლობ, გან­ვიც­დი, მაგ­რამ მა­ინც ვცდი­ლობ, მა­ყუ­რე­ბელს ზუს­ტად ისე მი­ვა­წო­დო ამ­ბა­ვი, რო­გორც ხდე­ბა, ყო­ველ­გვა­რი გა­დაც­დო­მე­ბის გა­რე­შე, რად­გან ჟურ­ნა­ლისტს აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, აკონ­ტრო­ლოს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი. მა­შინ, რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რა­ნე­ბი­დან ადევ­ნებს თვალ­ყურს პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, შე­იძ­ლე­ბა მისი ოჯა­ხის წევ­რიც იქ დგას და როცა ჟურ­ნა­ლის­ტი პა­ნი­კა­შია, ამან შე­იძ­ლე­ბა, ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ძა­ბოს.

ალ­ბათ ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამო­ცა­ნა და ამავდრო­უ­ლად, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­ცაა...

ნამ­დვი­ლად ასეა გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­შუ­ქე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ. ამას სა­კუ­თარ თავ­ზეც ვი­ტყვი, დღეს აქ­ცი­ის გა­სა­შუ­ქებ­ლად კი­დევ უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი მივ­დი­ვარ, ვიდ­რე აქამ­დე, რად­გან ვიცი, რა მოვ­ლე­ნის შემ­დეგ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, სად უნდა დავ­დგე, რო­გორ უნდა მეც­ვას, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცე, თუ სპეც­რაზმმა შეკ­რე­ბი­ლე­ბის დაშ­ლა და­ი­წყო და ა.შ.

მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სპეც­რაზმმა მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა ცრემლსა­დე­ნი გაზი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, თუმ­ცა შემ­დეგ ჯერ­ზე უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მი­ვე­დი, თან მქონ­და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც და მუ­შა­ო­ბა აღარ მი­ჭირ­და. იმე­დია, ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აღარ გან­მე­ორ­დე­ბა, თუმ­ცა თუ კი­დევ მო­მი­წევს ასე­თი და­ძა­ბუ­ლი მო­მენ­ტე­ბის გა­შუ­ქე­ბა, უკვე მენ­ტა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც მზად ვიქ­ნე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რან­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გხე­დავთ. რამ­დე­ნად რთუ­ლია რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ემო­ცი­უ­რად ასეთ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა? ფაქ­ტობ­რი­ვად მთელს სა­ღა­მო­ებს და ხან­და­ხან ღა­მე­ებ­საც პარ­ლა­მენ­ტთან ატა­რებთ.

მე და „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ რე­პორ­ტი­ორ­მა მა­რი­ამ ჩი­ქო­ვან­მა ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად 18 სა­ა­თი უწყვე­ტად ვი­მუ­შა­ვეთ. სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ არ გა­მო­დი­ო­და. როცა და­ძა­ბუ­ლო­ბაა და მუ­შა­ობ, დაღ­ლი­ლო­ბას ვერ გრძნობ, პი­რი­ქით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ცდა კონ­ცენ­ტრი­რე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბა. ამ ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე კი­დევ უფრო გამ­ძლე და აქ­ტი­უ­რი ხდე­ბი. ვი­ა­რეთ კი­ლო­მეტ­რე­ბი, შე­ვი­სუნ­თქეთ ცრემლსა­დე­ნი გაზი, წი­წა­კის სპრეი, მაგ­რამ ემო­ცი­უ­რად მდგრა­დად ვი­ყა­ვით. რო­დე­საც სახ­ლში მი­დი­ხარ, მა­შინ დგე­ბა ის სევ­დის­მომ­გვრე­ლი მო­მენ­ტი, როცა ხვდე­ბი, რომ თურ­მე მში­ე­რი ხარ, წყა­ლი არ და­გი­ლე­ვია, სი­ცხეც გაქვს, ერ­თბა­შად იღ­ლე­ბი, თუმ­ცა აქ­ცი­ა­ზე რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გრძნობ თავს. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა უნდა გიყ­ვარ­დეს, რომ შეძ­ლო, რად­გან უბ­რა­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვერ იმუ­შა­ვებ, თუ ასე­თი გა­რე­მო და რე­ჟი­მი დის­კომ­ფორ­ტს გიქ­მნის, ასეთ დროს უნდა გინ­დო­დეს შენი საქ­მის კე­თე­ბა.

გა­და­ღე­ბა, რო­მე­ლიც თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო.

შო­ვის ტრა­გე­დი­ის გა­შუ­ქე­ბა. რო­დე­საც სტი­ქი­ის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია და გზა­ში ვი­ყა­ვით, ჯერ კი­დევ არ ვი­ცო­დით, რამ­ხე­ლა მსხვერ­პლი მოჰ­ყვა ამ მოვ­ლე­ნას, გზა­ში იც­ვლე­ბო­და მო­ნა­ცე­მე­ბი და რო­დე­საც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, სად მივ­დი­ო­დი, ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის.

რო­დე­საც ჩა­ვე­დით და ვნა­ხე იქ მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის წევ­რებს ელო­დე­ბოდ­ნენ, ყვე­ლას ეკი­თხე­ბოდ­ნენ, „ჩემი შვი­ლი ხომ არ გი­ნა­ხავს“, იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო ეს ჩემ­თვის, რომ დიდ­ხანს ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი სტრე­სის ქვეშ. ამ სუ­რათს ხან­და­ხან სიზ­მარ­შიც ვხე­დავ და იმე­დია, არას­დროს არ მო­მი­წევს მსგავ­სი შემ­თხვე­ვის გა­შუ­ქე­ბა.

მსმე­ნია და თა­ვა­დაც შე­მიმ­ჩნე­ვია რე­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის, რომ შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ან დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­შიც კი უჭირთ მო­წყდნენ ახალ ამ­ბებს, ცდი­ლო­ბენ, მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ, რის გა­მოც ემო­ცი­უ­რად სრუ­ლად გან­ტვირ­თვას ვერ ახერ­ხე­ბენ. რამ­დე­ნად ხდე­ბა ეს თქვენს შემ­თხვე­ვა­ში? არის თუ არა მენ­ტა­ლუ­რად რთუ­ლი მუდ­მი­ვად ამ­გვარ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა?

ეს ნამ­დვი­ლად ასეა, ვერც მე ვერ ვა­ხერ­ხებ, ბო­ლომ­დე მოვ­წყდე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. პრო­ფე­სია ჟურ­ნა­ლის­ტი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ იყო ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ არ გა­ვეც­ნო ახალ ამ­ბებს, შე­იძ­ლე­ბა, სამ­სა­ხურ­ში მი­სულს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი დამ­ხვდეს. ჟურ­ნა­ლისტს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რე­პორ­ტი­ორს, მუდ­მი­ვად უნდა ედოს ახა­ლი ამ­ბე­ბის პულსზე ხელი. თუ ასე არ არის, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, დღის წეს­რიგს აცდე.

რაც შე­ე­ხე­ბა დას­ვე­ნე­ბას, თუ სი­ახ­ლე­ებს არ ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, მგო­ნია ხოლ­მე, რომ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ვე­თი­შე. ცოტა ხნის წინ სა­მოგ­ზა­უ­როდ ვი­ყა­ვი, სა­ერ­თოდ გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მაგ­რამ მა­ინც სულ ვა­მოწ­მებ­დი, რა შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მა­ინც საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. ძი­ლის წინ იყო რა­ღაც წუ­თე­ბი, როცა ჩემს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი. ასეა, სულ ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, როცა ამ პრო­ფე­სი­ა­ში ხარ.

სა­მო­მავ­ლოდ ხე­დავთ თუ არა სა­კუ­თარ თავს რე­პორ­ტი­ო­რად?

რე­პორ­ტი­ო­რად ვხე­დავ სა­კუ­თარ თავს, მაგ­რამ მაქვს ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბიც. ჩემი ოც­ნე­ბაა, რომ ვას­წავ­ლო სტუ­დენ­ტებს ან სტუ­დენ­ტო­ბამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდებს, რო­გორც მე დავ­დი­ო­დი სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის წრე­ზე. მინ­და, რომ მათ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო პრაქ­ტი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის შე­სა­ხებ, რაც რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა ამ პრო­ფე­სი­ა­ში ხარ. იმე­დი მაქვს, რომ ამას შევ­ძლებ, როცა შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და რე­სურ­სი მექ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ჟურნალისტს აქვს პასუხისმგებლობა, აკონტროლოს საკუთარი ემოციები"  - "პალიტრანიუსის" რეპორტიორი სალომე ჯაფარიძე თავის პროფესიასა და მუშაობის სპეციფიკაზე

"ჟურნალისტს აქვს პასუხისმგებლობა, აკონტროლოს საკუთარი ემოციები"  - "პალიტრანიუსის" რეპორტიორი სალომე ჯაფარიძე თავის პროფესიასა და მუშაობის სპეციფიკაზე

„თუ ეს პროფესია არ გიყვარს, მოვალეობის მოხდის მიზნით ვერ იმუშავებ, შეუძლებელია“ - აღნიშნავს „პალიტრანიუსის“ რეპორტიორი, სალომე ჯაფარიძე თავის პროფესიულ არჩევანზე საუბრისას.

სალომე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებს, თითქმის მთელს დროს საპროტესტო აქციაზე, მოვლენების ეპიცენტრში ატარებს. ყოფილა დღეებიც, როცა მასა და მის კოლეგებს 18 საათი გადაბმულად უმუშავიათ, დაღლილობის შეგრძნება კი მხოლოდ სახლში უგრძნიათ.

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ინფორმირებაზე ზრუნავენ, როგორია მათი ჩვეულებრივი სამუშაო დღე და რა გზის გავლა უწევთ, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ? საკუთარ ამბავს „პალიტრანიუსის“ რეპორტიორი სალომე ჯაფარიძე გვიამბობს:

სალომე, თავდაპირველად, გვიამბეთ, როგორ მოხვდით ჟურნალისტიკაში, შემდეგ კი როგორ შეუერთდით „პალიტრანიუსის“ გუნდს?

დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ხალხთან ლაპარაკი მომწონდა და ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო ინფორმაციის გაცვლა ოჯახში, თანაკლასელებთან, ბაღში და შემდეგ უკვე სკოლაშიც. 11 წლის ვიყავი, როცა ჟურნალისტიკის სასწავლო სტუდიაში დავდიოდი, ინტერვიუებს ვწერდი ცნობილ ადამიანებთან და კიდევ უფრო შემიყვარდა ეს პროფესია.

უნივერსიტეტში უკვე გააზრებულად დავიწყე სწავლა აღნიშნულ მიმართულებაზე და მალევე „რუსთავი 2-შიც“ მივიღე გამოცდილება. „პალიტრანიუსის“ გუნდს 4 წლის წინ შევუერთდი და აქედან დაიწყო ყველაზე აქტიური კომუნიკაცია რესპონდენტებთან, აქ მქონდა პირველი პირდაპირი ჩართვაც. აქედან გამომდინარე, „პალიტრანიუსი“ ჩემი გამოცდილების მთავარი წყაროა და ეს ადგილი ჩემთვის ყოველთვის სახლივით იქნება.

დღეს რომ გადავავლოთ თვალი სტატისტიკურ მონაცემებს, ჟურნალისტის პროფესია ისეთი პოპულარობით აღარ სარგებლობს, როგორც ჩემი აბიტურიენტობის პერიოდში. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ ის უკვე გარკვეულ საფრთხესთან და ზეწოლასთან ასოცირდება, რაც სამწუხაროა. მე რომ შესაძლებლობა მქონდეს, ისევ იმავეს ავირჩევდი.

როგორც აღნიშნეთ, „პალიტრანიუსში“ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება შეძელით. ამასთან, ის სარგებლობს დაბალანსებული მედიის რეპუტაციითაც, რამაც ალბათ თქვენი პროფესიული უნარების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, იყო იმ მედიის ნაწილი, რომლისგანაც მხოლოდ ობიექტურ ინფორმაციას ელიან?

რამდენადაც კარგია, რომ იმ მედიის ნაწილი ხარ, რომელიც ყოველთვის დაბალანსებულად აშუქებს მოვლენებს, იმდენად დიდია პასუხისმგებლობა, მაყურებელს ინფორმაცია ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიაწოდო. როდესაც მაყურებელი „პალიტრანიუსისგან“ ობიექტურ ინფორმაციას ელოდება, კიდევ უფრო მეტი ფიქრი გიწევს იმაზე, რაიმე გადაცდომა ხომ არ გაქვს, ხომ ზუსტად ისე აშუქებ მოვლენას როგორც ხდება ის და ეს არ გაძლევს მოდუნების შესაძლებლობას, ეს გაყალიბებს პროფესიონალად.

უკვე ინსტინქტის დონეზე გამომიმუშავდა და გონებაც მეუბნება, რომ როცა ამბავს ვყვები, უნდა გადმოვცე ფაქტები შეფასებების გარეშე, არ უნდა გამოვხატო საკუთარი პოზიცია. ინტონაციასაც კი მნიშვნელობა აქვს. რადგანაც „პალიტრანიუსის“ ნიშა სწორედ ობიექტურობაა, აქ ჩემს ყველა კოლეგას გამომუშავებული აქვს ამბის შეფასებების გარეშე მოყოლის უნარი.

მაგალითად, სადავო კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, როცა მოვლენათა ეპიცენტრში ვარ, ჩემკენ მომავალ სავარაუდო საფრთხეზე იშვიათად ვკონცენტრირდები, როდესაც ვხედავ რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. ბუნებრივია, ვნერვიულობ, განვიცდი, მაგრამ მაინც ვცდილობ, მაყურებელს ზუსტად ისე მივაწოდო ამბავი, როგორც ხდება, ყოველგვარი გადაცდომების გარეშე, რადგან ჟურნალისტს აქვს პასუხისმგებლობა, აკონტროლოს საკუთარი ემოციები. მაშინ, როდესაც მაყურებელი ეკრანებიდან ადევნებს თვალყურს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს, შეიძლება მისი ოჯახის წევრიც იქ დგას და როცა ჟურნალისტი პანიკაშია, ამან შეიძლება, ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს.

ალბათ ასეთი მოვლენების გაშუქება ჟურნალისტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა და ამავდროულად, დიდი გამოცდილებაცაა...

ნამდვილად ასეა განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებისთვის, რომელთაც საპროტესტო აქციების გაშუქების დიდი გამოცდილება არ აქვთ. ამას საკუთარ თავზეც ვიტყვი, დღეს აქციის გასაშუქებლად კიდევ უფრო მომზადებული მივდივარ, ვიდრე აქამდე, რადგან ვიცი, რა მოვლენის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, სად უნდა დავდგე, როგორ უნდა მეცვას, როგორ უნდა მოვიქცე, თუ სპეცრაზმმა შეკრებილების დაშლა დაიწყო და ა.შ.

მაგალითად, როდესაც სპეცრაზმმა მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პირველად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, მომზადებული არ ვიყავი, თუმცა შემდეგ ჯერზე უკვე მობილიზებული მივედი, თან მქონდა აღჭურვილობაც და მუშაობა აღარ მიჭირდა. იმედია, ასეთი მოვლენები ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდება, თუმცა თუ კიდევ მომიწევს ასეთი დაძაბული მომენტების გაშუქება, უკვე მენტალურადაც და ფიზიკურადაც მზად ვიქნები.

მიმდინარე აქციების დროს მაყურებელი ეკრანზე ფაქტობრივად მთელი დღეების განმავლობაში გხედავთ. რამდენად რთულია როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად ასეთ რეჟიმში მუშაობა? ფაქტობრივად მთელს საღამოებს და ხანდახან ღამეებსაც პარლამენტთან ატარებთ.

მე და „პალიტრანიუსის“ რეპორტიორმა მარიამ ჩიქოვანმა ერთ-ერთ აქციაზე ფაქტობრივად 18 საათი უწყვეტად ვიმუშავეთ. სხვანაირად უბრალოდ არ გამოდიოდა. როცა დაძაბულობაა და მუშაობ, დაღლილობას ვერ გრძნობ, პირიქით, პასუხისმგებლობის განცდა კონცენტრირებაში გეხმარება. ამ ემოციების ფონზე კიდევ უფრო გამძლე და აქტიური ხდები. ვიარეთ კილომეტრები, შევისუნთქეთ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, მაგრამ ემოციურად მდგრადად ვიყავით. როდესაც სახლში მიდიხარ, მაშინ დგება ის სევდისმომგვრელი მომენტი, როცა ხვდები, რომ თურმე მშიერი ხარ, წყალი არ დაგილევია, სიცხეც გაქვს, ერთბაშად იღლები, თუმცა აქციაზე რადიკალურად განსხვავებულად გრძნობ თავს. ამიტომ ვამბობ, რომ ჟურნალისტობა უნდა გიყვარდეს, რომ შეძლო, რადგან უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მუშაობა შეუძლებელია. ვერ იმუშავებ, თუ ასეთი გარემო და რეჟიმი დისკომფორტს გიქმნის, ასეთ დროს უნდა გინდოდეს შენი საქმის კეთება.

გადაღება, რომელიც თქვენთვის ყველაზე რთული იყო.

შოვის ტრაგედიის გაშუქება. როდესაც სტიქიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და გზაში ვიყავით, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რამხელა მსხვერპლი მოჰყვა ამ მოვლენას, გზაში იცვლებოდა მონაცემები და როდესაც გავაცნობიერე, სად მივდიოდი, ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის.

როდესაც ჩავედით და ვნახე იქ მდგომი ადამიანები, რომლებიც ოჯახის წევრებს ელოდებოდნენ, ყველას ეკითხებოდნენ, „ჩემი შვილი ხომ არ გინახავს“, იმდენად ემოციური იყო ეს ჩემთვის, რომ დიდხანს ვიყავი ძლიერი სტრესის ქვეშ. ამ სურათს ხანდახან სიზმარშიც ვხედავ და იმედია, არასდროს არ მომიწევს მსგავსი შემთხვევის გაშუქება.

მსმენია და თავადაც შემიმჩნევია რეპორტიორებისთვის, რომ შვებულების პერიოდში ან დასვენების დღეებშიც კი უჭირთ მოწყდნენ ახალ ამბებს, ცდილობენ, მუდმივად საქმის კურსში იყვნენ, რის გამოც ემოციურად სრულად განტვირთვას ვერ ახერხებენ. რამდენად ხდება ეს თქვენს შემთხვევაში? არის თუ არა მენტალურად რთული მუდმივად ამგვარ რეჟიმში ცხოვრება?

ეს ნამდვილად ასეა, ვერც მე ვერ ვახერხებ, ბოლომდე მოვწყდე მიმდინარე მოვლენებს. პროფესია ჟურნალისტი გულისხმობს იმას, რომ იყო ყველაფრის საქმის კურსში. სამი დღის განმავლობაში რომ არ გავეცნო ახალ ამბებს, შეიძლება, სამსახურში მისულს სრულიად განსხვავებული სურათი დამხვდეს. ჟურნალისტს, განსაკუთრებით კი რეპორტიორს, მუდმივად უნდა ედოს ახალი ამბების პულსზე ხელი. თუ ასე არ არის, ძალიან მარტივია, დღის წესრიგს აცდე.

რაც შეეხება დასვენებას, თუ სიახლეებს არ ვადევნებ თვალყურს, მგონია ხოლმე, რომ მოვლენებს გამოვეთიშე. ცოტა ხნის წინ სამოგზაუროდ ვიყავი, საერთოდ განსხვავებულ გარემოში, მეგობრებთან ერთად, მაგრამ მაინც სულ ვამოწმებდი, რა შეიცვალა ქვეყანაში, მაინც საქმის კურსში ვიყავი. ძილის წინ იყო რაღაც წუთები, როცა ჩემს ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებდი. ასეა, სულ ჟურნალისტი ხარ, როცა ამ პროფესიაში ხარ.

სამომავლოდ ხედავთ თუ არა საკუთარ თავს რეპორტიორად?

რეპორტიორად ვხედავ საკუთარ თავს, მაგრამ მაქვს ამბიციური მიზნებიც. ჩემი ოცნებაა, რომ ვასწავლო სტუდენტებს ან სტუდენტობამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც მე დავდიოდი სკოლის პერიოდში ჟურნალისტიკის წრეზე. მინდა, რომ მათ ინფორმაცია მივაწოდო პრაქტიკული ჟურნალისტიკის შესახებ, რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ამ პროფესიაში ხარ. იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ, როცა შესაბამისი გამოცდილება და რესურსი მექნება.