მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარდალაშვილის ოქროს შემდეგ, მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - დღეს კი მსოფლიო ჩემპიონატის ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი გავა
სარდალაშვილის ოქროს შემდეგ, მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - დღეს კი მსოფლიო ჩემპიონატის ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი გავა

აბუ-და­ბი­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე სა­შე­ჯიბ­რო დღეს, 20 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ტა­ტამ­ზე ოთხი ძი­უ­დო­ის­ტი წარ­დგა. მათ­გან ერ­თა­დერ­თი მე­და­ლი ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა (66 კგ) მო­ი­პო­ვა. გა­მოც­დილ­მა ძი­უ­დო­ის­ტმა ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში იტა­ლი­ელ მა­ტეო პი­რასს სძლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ტურ­ნირ­ზე გა­მომ­სვლელ სამ ქარ­თველს - ვაჟა ტე­რაშ­ვი­ლი, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (ორი­ვე - 73 კგ) და ნინო ლო­ლა­ძე (57 კგ) შე­ჯიბ­რე­ბას ნა­ად­რე­ვად გა­მო­ე­თიშ­ნენ.

21 მა­ისს ტა­ტამ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კი­დევ სამი სპორ­ტსმე­ნი წარ­დგე­ბა. ქალ­თა შო­რის - 63 წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში იას­პა­რე­ზებს ეთერ ას­კი­ლაშ­ვი­ლი, ხოლო ვაჟ­თა - 81 წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი გო­ჩი­ლა­ი­ძე და­ი­ცა­ვენ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­სა ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი ოქ­როს და ერთი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი აქვს. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და 20 წლის ძი­უ­დო­ის­ტი გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც - 60 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სარდალაშვილის ოქროს შემდეგ, მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - დღეს კი მსოფლიო ჩემპიონატის ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი გავა

სარდალაშვილის ოქროს შემდეგ, მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - დღეს კი მსოფლიო ჩემპიონატის ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი გავა

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, 20 მაისს, საქართველოს სახელით ტატამზე ოთხი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ერთადერთი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. გამოცდილმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ მატეო პირასს სძლია.

რაც შეეხება ტურნირზე გამომსვლელ სამ ქართველს - ვაჟა ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშნენ.

21 მაისს ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ სამი სპორტსმენი წარდგება. ქალთა შორის - 63 წონით კატეგორიაში იასპარეზებს ეთერ ასკილაშვილი, ხოლო ვაჟთა - 81 წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე დაიცავენ ქვეყნის ღირსებას.

შეგახსენებთ, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებსა ჯერჯერობით ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს. მსოფლიო ჩემპიონი გახდა 20 წლის ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, რომელიც - 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.