კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციფრულ სამყაროში ნაბეჭდი წიგნის მიმართ ინტერესი მაღალია, რასაც საერთაშორისო ფესტივალებიც მოწმობს
ციფრულ სამყაროში ნაბეჭდი წიგნის მიმართ ინტერესი მაღალია, რასაც საერთაშორისო ფესტივალებიც მოწმობს

ციფ­რულ ეპო­ქა­ში, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ააჩ­ქა­რა და ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­დატ­ვირ­თა, წიგ­ნის წა­კი­თხვა გან­ტვირ­თვა­სა და დას­ვე­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამას კი ხან­და­ხან მხო­ლოდ შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ვა­ხერ­ხებთ ხოლ­მე. უკვე ათწლე­ულ­ზე მე­ტია, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია იმ­დე­ნად დიდი დო­ზით არის ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში შე­მოჭ­რი­ლი, რომ სა­ღა­მოს გა­დაღ­ლი­ლე­ბი წიგნს „სქ­როლ­ვას“ ვამ­ჯო­ბი­ნებთ-ხოლ­მე. ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა, გა­ერ­თო, თუმ­ცა რა ვუ­ყოთ იმ ნე­გა­ტი­უ­რი და არა­სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კადს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან მო­ე­დი­ნე­ბა?

ისი­ნი, ვინც წიგ­ნის კი­თხვას სა­სურ­ველ დროს ვერ უთ­მო­ბენ, ცდი­ლო­ბენ, ტრან­სპორ­ტში თუ ქუ­ჩა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნონ და აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნონ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნის მოს­მე­ნა დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, ეს მე­თო­დი კი­თხვის პრო­ცე­სის­გან მი­ღე­ბულ გან­ცდებს ვერ ანაც­ვლებს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას „ქინდლზეც“, რო­მე­ლიც კომ­ფორ­ტუ­ლია სა­ტა­რებ­ლად და დიდ ად­გილს არ იკა­ვებს, თუმ­ცა რა ვუ­ყოთ შეგ­რძნე­ბას, რო­მელ­საც ნა­ბეჭ­დი წიგ­ნის ფურ­ცლის გა­დაშ­ლი­სას გან­ვიც­დით?

ტაქ­ტი­ლუ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი (ხე­ლით შე­ხე­ბა, სურ­ნე­ლი, ფურ­ცლე­ბის ცვლა), რო­მელ­საც ნა­ბეჭ­დი წიგ­ნის კი­თხვი­სას გან­ვიც­დით, შე­უც­ვლე­ლია და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს. ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ 2027 წლის­თვის ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბის ბა­ზა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 1,87 მი­ლი­არდ მკი­თხველს მო­ი­ცავს, მა­შინ, როცა ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის მკი­თხველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1,2 მი­ლი­არდს მი­აღ­წევს.

2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, აშშ-ში 18-დან 29 წლის მკი­თხვე­ლე­ბის 86% ნა­ბეჭდ წიგ­ნებს ირ­ჩევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­და­რე­ბით ძვე­ლია, ტრენ­დს მა­ინც ასა­ხავს და გვიჩ­ვე­ნებს, რომ ციფ­რულ ეპო­ქა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა სუ­ლაც არ მცირ­დე­ბა, პი­რი­ქით. პა­რა­ლე­ლუ­რად კი მზარ­დია ელექტრო­ნულ და ხმო­ვან წიგ­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აღ­ნიშ­ნულ ტრენ­დს მიჰ­ყვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოც, თუმ­ცა აქ ნა­ბეჭ­დი წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა კი­დევ უფრო მა­ღა­ლია. მკი­თხვე­ლი ელო­დე­ბა ახა­ლი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ან უკვე არ­სე­ბუ­ლის თარ­გმნას, „შავი პა­რას­კე­ვი­სა“ და სხვა გრან­დი­ო­ზუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი თუ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია ვი­ზი­ტო­რე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე კი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გვერ­დის აქ­ცე­ვა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მკი­თხვე­ლი წელ­საც დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა ფეს­ტი­ვალს, სა­დაც ერთი მხრივ, სხვა­დას­ხვა შე­თა­ვა­ზე­ბით სარ­გებ­ლო­ბას შეძ­ლებს და მე­ო­რე მხრივ, ახალ ავ­ტო­რებს აღ­მო­ა­ჩენს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ რო­გორც წესი, მკი­თხვე­ლი ფეს­ტი­ვალს ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად სტუმ­რობს და ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მათ­თვის აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და დრო­ის სა­უ­კე­თე­სოდ გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა. წიგ­ნი ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს და კი­დევ უფრო აახ­ლო­ებს ადა­მი­ა­ნებს, რად­გან შე­ნა­ძე­ნის გა­კე­თე­ბი­სას ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებ­სა და რჩე­ვებს უზი­ა­რე­ბენ, შემ­დეგ კი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სხვა სივ­რცე­ებ­ში აგ­რძე­ლე­ბენ.

წელს თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 30 მა­ი­სი­დან 2 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-11 და მე-6 პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში. ტრა­დი­ცი­უ­ლად, მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი სტენ­დე­ბი. ხოლო მე-6 პა­ვი­ლი­ონ­ში თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბა სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

„პა­ლიტ­რა L-ი“ ნა­ბეჭ­დი მკი­თხვე­ლებს წელ­საც დიდ ფას­დაკ­ლე­ბა­სა და სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მას შეს­თა­ვა­ზებს, მათ შო­რის შეხ­ვედ­რებს ავ­ტო­რებ­თან, დის­კუ­სი­ებ­სა და სხვა. ფას­დაკ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რას, იქ­ნე­ბა ეს მხატ­ვრუ­ლი, სა­ბავ­შვო, სა­მეც­ნი­ე­რო თუ პრო­ფე­სი­უ­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის წელ­საც სა­უ­კე­თე­სო თავ­შეყ­რის ად­გი­ლი გახ­დე­ბა, სა­დაც 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაც­ვლი­ან აზ­რებს და უამ­რავ აღ­მო­ჩე­ნას გა­ა­კე­თე­ბენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ციფრულ სამყაროში ნაბეჭდი წიგნის მიმართ ინტერესი მაღალია, რასაც საერთაშორისო ფესტივალებიც მოწმობს

ციფრულ სამყაროში ნაბეჭდი წიგნის მიმართ ინტერესი მაღალია, რასაც საერთაშორისო ფესტივალებიც მოწმობს

ციფრულ ეპოქაში, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ააჩქარა და ინფორმაციით გადატვირთა, წიგნის წაკითხვა განტვირთვასა და დასვენებასთან ასოცირდება. ამას კი ხანდახან მხოლოდ შვებულების პერიოდში ვახერხებთ ხოლმე. უკვე ათწლეულზე მეტია, სოციალური მედია იმდენად დიდი დოზით არის ჩვენს ყოველდღიურობაში შემოჭრილი, რომ საღამოს გადაღლილები წიგნს „სქროლვას“ ვამჯობინებთ-ხოლმე. ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა, რითაც შეიძლება, გაერთო, თუმცა რა ვუყოთ იმ ნეგატიური და არასაჭირო ინფორმაციის ნაკადს, რომელიც სოციალური ქსელებიდან მოედინება?

ისინი, ვინც წიგნის კითხვას სასურველ დროს ვერ უთმობენ, ცდილობენ, ტრანსპორტში თუ ქუჩაში გატარებული დრო ნაყოფიერად გამოიყენონ და აუდიოწიგნებს მოუსმინონ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად გახმოვანებული წიგნის მოსმენა დროის სასიამოვნოდ გამოყენების საშუალებაა, ეს მეთოდი კითხვის პროცესისგან მიღებულ განცდებს ვერ ანაცვლებს. იგივე შეიძლება ითქვას „ქინდლზეც“, რომელიც კომფორტულია სატარებლად და დიდ ადგილს არ იკავებს, თუმცა რა ვუყოთ შეგრძნებას, რომელსაც ნაბეჭდი წიგნის ფურცლის გადაშლისას განვიცდით?

ტაქტილური შეგრძნებები (ხელით შეხება, სურნელი, ფურცლების ცვლა), რომელსაც ნაბეჭდი წიგნის კითხვისას განვიცდით, შეუცვლელია და სტატისტიკური მონაცემებიც ამაზე მეტყველებს. ნავარაუდევია, რომ 2027 წლისთვის ნაბეჭდი წიგნების ბაზარი დაახლოებით 1,87 მილიარდ მკითხველს მოიცავს, მაშინ, როცა ელექტრონული წიგნების მკითხველთა რაოდენობა 1,2 მილიარდს მიაღწევს.

2021 წლის მონაცემების თანახმად, აშშ-ში 18-დან 29 წლის მკითხველების 86% ნაბეჭდ წიგნებს ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მონაცემები შედარებით ძველია, ტრენდს მაინც ასახავს და გვიჩვენებს, რომ ციფრულ ეპოქაში ტრადიციული წიგნის პოპულარობა სულაც არ მცირდება, პირიქით. პარალელურად კი მზარდია ელექტრონულ და ხმოვან წიგნებზე მოთხოვნა.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ ტრენდს მიჰყვება საქართველოც, თუმცა აქ ნაბეჭდი წიგნის პოპულარობა კიდევ უფრო მაღალია. მკითხველი ელოდება ახალი ავტორების ნამუშევრებს ან უკვე არსებულის თარგმნას, „შავი პარასკევისა“ და სხვა გრანდიოზული ფასდაკლებების პერიოდებში ტრადიციული თუ ონლაინ მაღაზიები გადატვირთულია ვიზიტორებით, ფესტივალებზე კი მომხმარებლებისთვის გვერდის აქცევა გაგიჭირდებათ.

საქართველოში მკითხველი წელსაც დიდი ინტერესით ელოდება ფესტივალს, სადაც ერთი მხრივ, სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს და მეორე მხრივ, ახალ ავტორებს აღმოაჩენს.

გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, რომ როგორც წესი, მკითხველი ფესტივალს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად სტუმრობს და ეს ღონისძიება მათთვის აზრების გაზიარებისა და დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებაა. წიგნი ერთმანეთთან აკავშირებს და კიდევ უფრო აახლოებს ადამიანებს, რადგან შენაძენის გაკეთებისას ისინი ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და რჩევებს უზიარებენ, შემდეგ კი კომუნიკაციას სხვა სივრცეებში აგრძელებენ.

წელს თბილისის წიგნის ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 და მე-6 პავილიონებში. ტრადიციულად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები. ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული აქსესუარები.

„პალიტრა L-ი“ ნაბეჭდი მკითხველებს წელსაც დიდ ფასდაკლებასა და საინტერესო პროგრამას შესთავაზებს, მათ შორის შეხვედრებს ავტორებთან, დისკუსიებსა და სხვა. ფასდაკლება შეეხება ყველა ჟანრის ლიტერატურას, იქნება ეს მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერო თუ პროფესიული.

ფესტივალი წიგნის მოყვარულებისთვის წელსაც საუკეთესო თავშეყრის ადგილი გახდება, სადაც 4 დღის განმავლობაში გაცვლიან აზრებს და უამრავ აღმოჩენას გააკეთებენ.

R