სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე "კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში საქართველოს გავლით გადაჰქონდათ" - შსს
"ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე "კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში საქართველოს გავლით გადაჰქონდათ" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი გა­მოვ­ლინ­და.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძემ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ბა­ნა­ნით დატ­ვირ­თულ სა­ზღვაო კონ­ტე­ი­ნერ­ში ფა­რუ­ლად მო­თავ­სე­ბუ­ლი 52 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „კო­კა­ი­ნი“, რო­მე­ლიც ეკ­ვა­დო­რი­დან ევ­რო­პა­ში ტრან­ზი­ტუ­ლი გზით, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით გა­დაჰ­ქონ­დათ.

მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი იქნა ერთ-ერთი მსხვი­ლი ინ­ტერ­ნეტ ნარ­კო­სა­რე­ა­ლი­ზა­ციო მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. შავი ბაზ­რის 50 პრო­ცენტზე მეტს ამა­რა­გებ­და.

„ხსე­ნე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ნარ­კოტ­რან­ზი­ტში ჩარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მათი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

ასე­ვე ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი იქნა ერთ-ერთი მსხვი­ლი ინ­ტერ­ნეტ ნარ­კო­სა­რე­ა­ლი­ზა­ციო მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც ე.წ. შავი ბაზ­რის 50 პრო­ცენტზე მეტს ამა­რა­გებ­და.

აღ­ნიშ­ნულ მა­ღა­ზი­ას მარ­თავ­და, ასე­ვე, და­დე­ბის მე­თო­დით გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და ჩვენ მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი, 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, მის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა 4 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „კო­კა­ი­ნი“, 27 ათა­სი ცალი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ექ­სტა­ზის“ აბე­ბი და 10 კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მდმა“.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 77 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის 23 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, ირა­ნის, თურ­ქე­თის, რუ­სე­თის, ინ­დო­ე­თის და ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან, ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და მათი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი:

„ჰე­რო­ი­ნი“, „კო­კა­ი­ნი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი“, „მე­ტა­დო­ნი“, „ჰა­ში­ში“ და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან პო­ლი­ცი­ამ, ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ფული.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 262-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,-გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე "კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში საქართველოს გავლით გადაჰქონდათ" - შსს

"ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე "კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში საქართველოს გავლით გადაჰქონდათ" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განმარტა, ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.

მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა.

„ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით.

ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა.

აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები:

„ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.