პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი... ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას ....!" - დავით ქაცარავა ჰყვება, როგორ სცემეს სპეცრაზმელებმა
"უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი... ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას ....!" - დავით ქაცარავა ჰყვება, როგორ სცემეს სპეცრაზმელებმა

"ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, და­ვით ქა­ცა­რა­ვა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვე­ბის შემ­დეგ სპეც­რაზ­მის მხრი­დან მისი ცე­მის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "პოსტს" აქ­ვეყ­ნებს და აღ­წერს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს.

"რას და­ეთ­რე­ვი ამ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე, შენი ..., შე­მა­გი­ნა ე.წ. სპეც­რაზ­მელ­მა. დარ­ტყმა, გი­ნე­ბა, მუშ­ტე­ბის და წიხ­ლე­ბის წვი­მა მოყ­ვა ამ სი­ტყვებს. სვა­ვე­ბი­ვით მო­მე­სივ­ნენ შავ სპე­ც­ფორ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ჯა­ლა­თე­ბი.

მო­ე­წო­ნათ ჩემი სამ­ხედ­რო ჩან­თა და ამაგ­ლი­ჯეს ეგ­რე­ვე.

ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სა­ფუ­ლე გა­შა­ლეს, და­ი­ნა­ხეს ფული და ეგ­რე­ვე ჯი­ბე­ში იტა­კა ერთ-ერ­თმა შავ­რაზ­მელ­მა.

ტე­ლე­ფო­ნი კი­დევ ვი­ღა­ცის ჯი­ბე­ში აღ­მოჩ­ნდა წა­მებ­ში.

კა­რა­ბინ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ხელ­თათ­მანს და მან­ქა­ნის გა­სა­ღებს ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხეს, ტან­ზე და­მაგ­რე­ბულ ტაქ­ტი­კურ ჩან­თა­საც ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს და რამ­დე­ნი­მე წუ­თით თავი და­მა­ნე­ბეს.

მთა­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა კი მე­ო­რე, დიდი ცე­მის შემ­დეგ და­ი­წყო, რო­დე­საც უკვე 10-12 სპე­ცჯა­ლა­თის მიერ ნა­ცე­მი, ფურ­გონ­ში შე­მაგ­დეს.

ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზურგს უკან შეკ­რულ ხე­ლე­ბი­ანს, 3-4 ჯა­ლა­თი უმო­წყა­ლოდ მცემ­და.

სას­ტი­კად, გა­მიზ­ნუ­ლად. და­მიზ­ნე­ბით თავ­ში, სა­ხე­ში.

ხე­ლებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი, კას­ტე­ტი­ა­ნი ხელ­თათ­მა­ნით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბით მი­ლე­წავ­დნენ სა­ხის ძვლებს.

მე­სა­მე ცემა მან­ქა­ნა­ში, ჯამ­ში მე­ხუ­თე, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­მოდ­გა.

შეგ­რძნე­ბით, უსას­რუ­ლოდ გაგ­რძელ­და ლეწ­ვის ეს პრო­ცე­სი.

ბო­ლოს ყურ­ში ჩა­მეს­მა ერთ-ერთი ჯა­ლა­თის შე­ძა­ხი­ლი - მო­კა­ლი ამის დე­დას ....! ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი ჩემს კი­სერ­ზე შე­მო­ჭე­რი­ლი ყელ­სა­ბა­მის ძალა - მგუ­დავ­დნენ.

არ ვიცი, რამ­დე­ნი ხანი გავ­ძე­ლი, რამ­დენ ხანს მგუ­დავ­დნენ.

უკვე ვფიქ­რობ­დი, რომ ცე­მა­ში სულს ამომ­ხდიდ­ნენ.

მე­ხუ­თე ცემა დას­რულ­და, რო­დე­საც ჩემი გა­სის­ხლუ­ლი და და­ლე­წი­ლი სახე გა­და­უგ­ზავ­ნეს თა­ვის დამ­კვე­თებს.

ჯა­ლა­თე­ბო და ამ ეკ­ზე­კუ­ცი­ის დამ­კვე­თე­ბო!

მად­ლო­ბას გიხ­დით იცით რის­თვის?

კი­დევ ერთხელ და­მარ­წმუ­ნეთ იმა­ში, რომ ამ ქვე­ყა­ნას დღეს რუ­სე­ბი მარ­თა­ვენ და ჩვენ, ამ ქვეყ­ნის თა­ვი­სუ­ფალ შვი­ლებს უკან და­სა­ხე­ვი გზა არ გვაქვს, ჩა­ხერ­გი­ლია გზე­ბი და ჩვენ მხო­ლოდ რუ­სულ რე­ჟიმ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს!

ჩვენ ამ ტე­რო­რით ვერ დაგ­ვა­ში­ნებთ, ჩვენ გორ­გას­ლის, აღ­მა­შე­ნებ­ლის, 300 არაგ­ვე­ლის, იუნ­კე­რე­ბის და აფხა­ზე­თის გმი­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ, ჩვენ­ში ან­წუ­ხე­ლი­ძის და ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სის­ხლი ჩქეფს, ჩვე­ნი ცო­ცხა­ლი გმი­რე­ბი დღეს რუ­სეთს ამარ­ცხე­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში!

ჩვენ ეს სის­ხლი გვაქვს, თქვენ კი ილი­ას მკვლე­ლის სის­ხლი გილ­პე­ბათ ძარ­ღვებ­ში!

ჩვენ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ და თქვენ, ჯა­ლა­თებს, ვის­თვი­საც ღირ­სე­ბა ბან­კო­მა­ტებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბით და აღ­მოჩ­ნდე­ბით ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე­ზე!

ჩვე­ნია გა­მარ­ჯვე­ბა!

ძალა ერ­თო­ბა­შია!

ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი!",- წერს ქა­ცა­რა­ვა, რო­მელ­მაც კლი­ნი­კა დღეს და­ტო­ვა.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი... ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას ....!" - დავით ქაცარავა ჰყვება, როგორ სცემეს სპეცრაზმელებმა

"უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი... ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას ....!" - დავით ქაცარავა ჰყვება, როგორ სცემეს სპეცრაზმელებმა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავების შემდეგ სპეცრაზმის მხრიდან მისი ცემის დეტალებს იხსენებს.

ის სოციალურ ქსელში "პოსტს" აქვეყნებს და აღწერს სამართალდამცველების მიერ მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს.

"რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი ..., შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა. დარტყმა, გინება, მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს. სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები.

მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.

ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთ-ერთმა შავრაზმელმა.

ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში.

კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს.

მთავარი მოქმედება კი მეორე, დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცჯალათის მიერ ნაცემი, ფურგონში შემაგდეს.

ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგს უკან შეკრულ ხელებიანს, 3-4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა.

სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში, სახეში.

ხელებზე სპეციალური, კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.

მესამე ცემა მანქანაში, ჯამში მეხუთე, ყველაზე საშინელი გამოდგა.

შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი.

ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას ....! ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა - მგუდავდნენ.

არ ვიცი, რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ.

უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ.

მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს.

ჯალათებო და ამ ეკზეკუციის დამკვეთებო!

მადლობას გიხდით იცით რისთვის?

კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ ქვეყანას დღეს რუსები მართავენ და ჩვენ, ამ ქვეყნის თავისუფალ შვილებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩახერგილია გზები და ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს!

ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის, აღმაშენებლის, 300 არაგველის, იუნკერების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ, ჩვენში ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სისხლი ჩქეფს, ჩვენი ცოცხალი გმირები დღეს რუსეთს ამარცხებენ უკრაინაში!

ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში!

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენ, ჯალათებს, ვისთვისაც ღირსება ბანკომატებთან ასოცირდება, აუცილებლად დამარცხდებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე!

ჩვენია გამარჯვება!

ძალა ერთობაშია!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!",- წერს ქაცარავა, რომელმაც კლინიკა დღეს დატოვა.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.