მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გატაცებების სერია ჩეჩნეთში - არსებული ინფორმაციით, გატაცებულია ათობით ადამიანი: რას უკავშირდება ყოველივე და რას წერს მედია?
გატაცებების სერია  ჩეჩნეთში - არსებული ინფორმაციით, გატაცებულია ათობით ადამიანი: რას უკავშირდება ყოველივე და რას წერს მედია?

ჩეჩ­ნეთ­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტა­ცეს. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი, "მე­მო­რი­ა­ლი" ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ 80-დან 90-მდე ადა­მი­ა­ნია გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

მა­ნამ­დე კი ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოპო­ზი­ცი­ურ "ტე­ლეგ­რამ" არ­ხებ­ში ვრცელ­დე­ბო­და.

  • "მე­მო­რი­ა­ლის “ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბე­ბის ტალ­ღა უკავ­შირ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში 6 მა­ისს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც ჩანს, რომ უც­ნო­ბი პირი ცე­ცხლს უკი­დებს მან­ქა­ნას, სა­ნომ­რე ნი­შან­ზე წარ­წე­რით - "დოს­ტუ­მი“. "დოს­ტუმს“ წარ­სულ­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი იყე­ნებ­და, ახლა ის ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ვა­ჟის, ადა­მის მეტ­სა­ხე­ლია.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე გა­ტა­ცე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა და ასე­ვე მათი გა­ტა­ცე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­ად­გი­ნეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბულ­ნი არი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლის დაწ­ვის საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის, საიფ-ის­ლამ ელ­მურ­ზა­ე­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 ადა­მი­ა­ნი. მათ შო­რის, მო­ხუ­ცე­ბი და ქა­ლე­ბი. გა­ტა­ცე­ბულ ქა­ლებს შო­რის ერთ-ერთი ორ­სუ­ლა­დაა. მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია.

ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტა­ცეს სო­ფელ გი­ოს­კო­ე­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 30 ადა­მი­ა­ნი ქა­ლაქ შა­ლი­დან. "მე­მო­რი­ა­ლის" მი­ხედ­ვით, ისი­ნი გროზ­ნო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მათი ნა­წი­ლი შა­ლი­ში, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხოლო ნა­წი­ლი გროზ­ნო­ში და­ტო­ვეს.

ასე­ვე, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ხი­დის ქვეშ ჩა­მომ­ხრჩვა­ლი მა­მა­კა­ცი იპო­ვეს, თუმ­ცა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის და ასე­ვე უც­ნო­ბია, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ეს შემ­თხვე­ვა გა­ტა­ცე­ბე­ბის ტალ­ღას.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

გატაცებების სერია ჩეჩნეთში - არსებული ინფორმაციით, გატაცებულია ათობით ადამიანი: რას უკავშირდება ყოველივე და რას წერს მედია?

გატაცებების სერია  ჩეჩნეთში - არსებული ინფორმაციით, გატაცებულია ათობით ადამიანი: რას უკავშირდება ყოველივე და რას წერს მედია?

ჩეჩნეთში ათობით ადამიანი გაიტაცეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი, "მემორიალი" ადასტურებს ინფორმაციას, რომ 80-დან 90-მდე ადამიანია გატაცებული.

მანამდე კი ამ ამბის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურ "ტელეგრამ" არხებში ვრცელდებოდა.

  • "მემორიალის “ ინფორმაციით, გატაცებების ტალღა უკავშირდება სოციალურ ქსელებში 6 მაისს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ უცნობი პირი ცეცხლს უკიდებს მანქანას, სანომრე ნიშანზე წარწერით - "დოსტუმი“. "დოსტუმს“ წარსულში რამზან კადიროვი იყენებდა, ახლა ის ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟის, ადამის მეტსახელია.

უფლებადამცველებმა რამდენიმე გატაცებულის ვინაობა და ასევე მათი გატაცების გარემოებები დაადგინეს.

მათი ინფორმაციით, გატაცებულნი არიან ავტომობილის დაწვის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, საიფ-ისლამ ელმურზაევის ოჯახის წევრები და სხვა ნათესავები, დაახლოებით, 50 ადამიანი. მათ შორის, მოხუცები და ქალები. გატაცებულ ქალებს შორის ერთ-ერთი ორსულადაა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

ექვსი ადამიანი გაიტაცეს სოფელ გიოსკოედან, დაახლოებით 30 ადამიანი ქალაქ შალიდან. "მემორიალის" მიხედვით, ისინი გროზნოში იმყოფებიან, მათი ნაწილი შალიში, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო ნაწილი გროზნოში დატოვეს.

ასევე, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვეს, თუმცა, მისი გარდაცვალების მიზეზები ცნობილი არ არის და ასევე უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა გატაცებების ტალღას.

წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა