პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Gen Z-ის არჩევანი: როგორ არჩევენ ლიბერთინსელები წიგნებს თანატოლებისთვის
Gen Z-ის არჩევანი: როგორ არჩევენ ლიბერთინსელები წიგნებს თანატოლებისთვის

Liberteens (ლი­ბერ­თინ­სი) გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად თი­ნე­ი­ჯე­რი მკი­თხვე­ლის­თვის 2015 წელს შე­იქ­მნა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ „ლი­ბერ­თინ­სის“ სე­რი­ა­ში წიგ­ნებს თა­ვად თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არ­ჩე­ვენ, და არა გა­მომ­ცემ­ლო­ბა.

„ლი­ბერ­თინ­სის“ გუნდში მო­სახ­ვედ­რად, მო­ზარ­დე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად ავ­სე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ფორ­მას და აგ­ზავ­ნი­ან სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლებს, თუ რა­ტომ სურთ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა კი არ­ჩევს იმ მო­ზარ­დებს, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ კლუ­ბის წევ­რე­ბი ხდე­ბი­ან. ისი­ნი კი­თხუ­ლო­ბენ წიგ­ნებს უცხო ენა­ზე, შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლა­ვენ მათ და გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან ერ­თად ირ­ჩე­ვენ, თუ რო­მე­ლი წიგ­ნი ითარ­გმნოს და გა­მო­ი­ცეს სე­რი­ის ფარ­გლებ­ში ქარ­თულ ენა­ზე.

რო­გორ არ­ჩე­ვენ წიგ­ნებს „ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბი“ და რას ურ­ჩე­ვენ თა­ნა­ტო­ლებს - ამა­ზე თა­ვად გუნ­დის წევ­რე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან:

ანას­ტა­სია კვა­რა­ცხე­ლია - მე ანას­ტა­სია ვარ, 13 წლის. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­გორც წერა, ასე­ვე კი­თხვაც. ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ხე­ლოვ­ნე­ბა. ვუს­მენ მუ­სი­კას, ვთა­მა­შობ და თე­ატ­რი მე­ო­რე სახ­ლად მაქვს ქცე­უ­ლი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვსწავ­ლობ უცხო ენებს. ვარ ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და მიყ­ვარს ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან მიყ­ვარს. უფ­რო­სებს ვა­კი­თხი­ნებ­დი ზღაპ­რებს, მო­თხრო­ბებს, მინ­დო­და გა­უ­ჩე­რებ­ლად ეკი­თხათ და სა­ა­თო­ბით მეს­მი­ნა. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რაც წა­ვი­კი­თხე იყო „დედა, მამა, რვა ბავ­შვი და სა­ბარ­გო მან­ქა­ნა“. წიგ­ნი ერთ დღე­ში და­ვას­რუ­ლე და 6 წლის ანას­ტა­სი­ას ამა­ზე მე­ტად არა­ფე­რი ეა­მა­ყე­ბო­და, ყვე­ლას ამ წიგნ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. მერე იყო, „პი­ტერ პენი“, წიგ­ნი, რო­მელ­მაც ასე­ვე უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და დღემ­დე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის. იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყველ­გან წიგ­ნით ხელ­ში დავ­დი­ვარ და თა­ვი­სუ­ფალ წა­მებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ებს ვჩუქ­ნი. წიგ­ნე­ბის გა­რე­შე, სულ სხვა ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი, ვფიქ­რობ სა­კუ­თა­რი თა­ვის და ზო­გა­დად, სამ­ყა­როს ის ვერ­სია ნაკ­ლე­ბად მო­მე­წო­ნე­ბო­და.

რო­გორ გავ­ხდი ლი­ბერ­თინ­სე­ლი

პირ­ვე­ლი ლი­ბერ­თინ­სის წიგ­ნი, „გიკი გოგო“ 10 წლის ასაკ­ში წა­ვი­კი­თხე, მა­შინ ვნა­ხე მო­ზარ­დე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი წიგ­ნის პირ­ველ გვერ­დზე და მეც, რო­გორც ყვე­ლას (ამას ხში­რად ვამ­ბობთ ხოლ­მე „თინ­სე­ლე­ბი“, სა­ზი­ა­რო გა­მოც­დი­ლე­ბაა) მო­მინ­და ჩემი ანო­ტა­ცი­ი­თაც გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო წიგ­ნი. ლი­ბერ­თინ­სი მოვ­ძებ­ნე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და და­ვი­წყე სხვა წიგ­ნე­ბის შეც­ნო­ბაც, ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ხში­რად ვკი­თხუ­ლობ­დი წიგ­ნებს და რჩე­ვებს ჩემს მე­გობ­რებ­საც ვაძ­ლევ­დი. ჩემს მკი­თხველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად (სხვა­თა­შო­რის, ახლა ისი­ნიც ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბი არი­ან) დავ­დი­ო­დი წიგ­ნე­ბის წარ­დგე­ნებ­ზე და პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე. შარ­შან, მარ­ტში კი, შე­ვავ­სე აპ­ლი­კა­ცია, გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა და შე­ვუ­ერ­თდი თინ­სის გუნდს. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ლი­ბერ­თინსმა მა­ჩუ­ქა უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა, კარ­გი მე­გობ­რე­ბი და ბევ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩემ­თვის, ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა მკი­თხველ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი, წიგ­ნის დღე­ებ­ზე - გან­სა­კუთ­რე­ბით, წიგ­ნის პირ­ველ გვერ­დზე სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის ნახ­ვა ხომ მი­თუ­მე­ტეს - სა­უ­კე­თე­სოა!

რო­გორ ვარ­ჩევ წიგ­ნებს

წიგ­ნის არ­ჩე­ვის გრძნო­ბა ერ­თდრო­უ­ლად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. უაღ­რე­სად კარ­გი გრძნო­ბაა, როცა იცი, რომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას, თუნ­დაც ერთ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდეს ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი, შე­უყ­ვარ­დეს ლი­ტე­რა­ტუ­რა და შენ ამა­ში წვლი­ლი მი­გი­ძღვო­დეს. წიგ­ნის არ­ჩე­ვი­სას ვფიქ­რობ იმა­ზე, თუ რამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ჩემს თა­ნა­ტო­ლებ­ზე, რამ შე­იძ­ლე­ბა გა­არ­თოს, და­ა­სევ­დი­ა­ნოს, ახა­ლი უნა­რე­ბი ან მო­საზ­რე­ბე­ბი გა­უ­ჩი­ნოს მათ. გან­სხვა­ვე­ბულ წიგ­ნებს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბე­ბი აქვთ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნით მიგ­ვაქვს ისი­ნი მკი­თხველ­თან. ლი­ბერ­თინ­სის ახ­ლა­ხანს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი „უნდა გი­ღა­ლა­ტო“, მა­გა­ლი­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვან ის­ტო­რი­ულ დატ­ვირ­თვას ატა­რებს. გვიყ­ვე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სის­ხლი­ან რე­ჟიმ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და კი­დევ ერთხელ გვიმ­ტკი­ცებს, რომ მას­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რია. მინ­და, ამ წიგ­ნი­დან, ერთი ცი­ტა­ტაც მო­ვიხ­მო - „ჩვენ ერ­თად შეგ­ვიძ­ლია წარ­სუ­ლის ბნე­ლი კუ­თხე­ე­ბი გა­ვა­ნა­თოთ, ერ­თად შეგ­ვიძ­ლია ის­ტო­რი­ას ხმა წა­მო­ვა­ღე­ბი­ოთ“.

5 წიგ­ნი, რო­მელ­საც ჩემი თა­ო­ბის მკი­თხველს ვურ­ჩევ­დი

  1. „პა­ტა­რა პრინ­ცი“ - თუ ცხოვ­რე­ბა­ში, მხო­ლოდ ერთ წიგნს წა­ი­კი­თხავთ, ეს წიგ­ნი „პა­ტა­რა პრინ­ცი“ უნდა იყოს.
  2. „ჩემი არ გეს­მით“ - წიგ­ნი, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დის სირ­თუ­ლე­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში.
  3. „უნდა გი­ღა­ლა­ტო“ - წიგ­ნი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბნელ რე­ჟიმ­ზე.
  4. „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლი“ (დი­ლო­გია) - ფენ­ტე­ზის სამ­ყა­რო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და სი­უ­ჟე­ტი.
  5. „მკვე­ლო­ბე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო კარ­გი გო­გო­ნას­თვის“ - თა­ნა­მედ­რო­ვე, დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის წიგ­ნი, ჩამ­თრე­ვი სი­უ­ჟე­ტით.

ვაჟა ხებ­რე­ლაშ­ვი­ლი - მე ვარ ვაჟა ხებ­რე­ლაშ­ვი­ლი 17 წლის სა­გა­რე­ჯოს ნო­მერ მე­სა­მე სა­ჯა­რო სკო­ლი­დან. აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის მომ­წონ­და და როცა და­ვი­წყე სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვა ჩემი ცხოვ­რე­ბა უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. ვარ წი­თე­ლი ჯვრის მო­ხა­ლი­სე, კლი­მა­ტის ელჩი, ლი­დე­რი მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლში, ახალ­გაზ­რდუ­ლი საბ­ჭოს წევ­რი და რაღა თქმა უნდა, ლი­ბერ­თინ­სე­ლი. ყო­ვე­ლი­ვე ეს მმა­ტებს მო­ტი­ვა­ცი­ას, მხდის უფრო მე­ტად მი­ზან­და­სა­ხულს და მიღ­რმა­ვებს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას.

რო­გორ გავ­ხდი ლი­ბერ­თინ­სე­ლი

ლი­ბერ­თინ­სის მყუდ­რო ოჯახს 2023 წელს შე­ვუ­ერ­თდი და მას შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი არ გა­მო­ლე­უ­ლა. უამ­რა­ვი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ახა­ლი წიგ­ნე­ბი, ფეს­ტივ­ლე­ბი, უმაგ­რეს გუნდთან და მე­ნე­ჯერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბე­ბის რი­ცხვს შე­ე­მა­ტა. ალ­ბათ ყვე­ლა მკი­თხვე­ლის ოც­ნე­ბაც ავის­რუ­ლე და ჩემი აღ­წე­რა წიგ­ნებ­შიც და­ბეჭ­დეს. თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ლი­ბერ­თინსში სა­კუ­თარ თავს აღ­მო­ა­ჩენთ, შე­ი­ძენთ სა­ო­ცარ მე­გობ­რებს და თა­ნა­მო­აზ­რე­ებს.

რო­გორ ვარ­ჩევ წიგ­ნებს

წიგ­ნე­ბის კი­თხვა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე და­ვი­წყე, მახ­სოვს პირ­ველ კლას­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა რო­გორ შე­მაყ­ვა­რა კი­თხვა და მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა სრუ­ლი­ად ახალ სამ­ყა­რო­ში და­მედ­გა ფეხი. ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი ვაჯა ფშა­ვე­ლას "სა­თა­გუ­რია" და ამ წიგნს ახ­ლაც ხში­რად გა­და­ვი­კი­თხავ ხოლ­მე, ვბრუნ­დე­ბი ბავ­შვო­ბა­ში და ვხვდე­ბი რა ბედ­ნი­ე­რი ვარ რომ მყავ­და ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ჩემი პი­როვ­ნუ­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. ვფიქ­რობ წიგ­ნე­ბის გა­რე­შე ვერც ერთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­ყა­რო­ში ვი­არ­სე­ბებ­დი, ისი­ნი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ამ დროს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ხალ­ხის აზრი და მათი მო­ლო­დი­ნე­ბი­ბის გა­მარ­თლე­ბა, მაგ­რამ ამ ყო­ვე­ლი­ვეს გვი­მარ­ტი­ვებს ის ფაქ­ტო­რი, რომ ჩვენც ახალ­გაზ­რდე­ბი ვართ, ვი­ცით ჩვე­ნი თა­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი და იმე­დებ­საც არას­დროს გა­ვუც­რუ­ებთ ჩვენს აუ­დი­ტო­რი­ას.

5 წიგ­ნი, რო­მელ­საც ჩემი თა­ო­ბის მკი­თხველს ვურ­ჩევ­დი

  1. "მთე­ლი ჩემი რის­ხვა"
  2. "წი­თე­ლი დე­დო­ფა­ლი"
  3. "და­ნა­სა­უ­ლი და სას­ჯე­ლი"
  4. "უნდა გი­ღა­ლა­ტო"
  5. "მკვლე­ლო­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო კარ­გი გო­გო­ნას­თვის"

სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბია და­უ­ვი­წყა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სათ­ვის, მძი­მე მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის უტყუ­არ თავ­გა­და­სა­ვალს გვპირ­დე­ბი­ან.

ნინი ადე­იშ­ვი­ლი - მე ნინი ადე­იშ­ვი­ლი ვარ, 15 წლის. ვსწავ­ლობ ქ.თბი­ლი­სის N186–ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში. ვარ მო­ცეკ­ვა­ვე, 11 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, ვცეკ­ვავ ქარ­თულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცეკ­ვებს; მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხე­ლოვ­ნე­ბას ეხე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ხატ­ვა, თე­ატ­რი, მუ­სი­კა თუ სხვა. ზო­გა­დად, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ვარ, ამი­ტომ ბევ­რი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა არც ერთი ჰობი შე­ედ­რე­ბა ჩემს მთა­ვარ საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას - მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვას. კი­თხვა უკვე დიდი ხა­ნია, ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. პირ­ველ კლას­შიც არ ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლი წიგ­ნი რომ წა­ვი­კი­თხე, თუმ­ცა, არ დავ­მა­ლავ, არ აღვფრ­თო­ვა­ნე­ბულ­ვარ („ბრე­მე­ნე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის“ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ­სია წა­ვი­კი­თხე და აბა რა იქ­ნე­ბო­და:) ). იყო დღე­ე­ბი, რო­დე­საც სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და ერთი ფურ­ცლის წა­კი­თხვაც კი. თუმ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რომ წა­ვი­კი­თხე ჯე­იმზ დაშ­ნე­რის „ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი“. ნათ­ლად მახ­სოვს ის დღე­ე­ბი, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წიგნ­ში ჩაფ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი, თით­ქოს მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ მე და ლა­ბი­რინ­თის სამ­ყა­რო ვარ­სე­ბობ­დით. ვი­ცი­ნო­დი, ვტი­რო­დი, მე­ში­ნო­და, გან­ვიც­დი­დი ზუს­ტად იმას, რა­საც თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ამ წიგნ­ში. არ და­მა­ვი­წყდე­ბა დღე, რო­დე­საც წიგ­ნის ბოლო ფურ­ცე­ლი წა­ვი­კი­თხე, დავ­ხუ­რე და კე­დელს მი­ვაშ­ტერ­დი. იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რომ წიგ­ნის კი­თხვის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია ცხოვ­რე­ბა, რომ სა­დაც მე ვი­ყა­ვი, იქ წიგ­ნიც იყო და - პი­რი­ქით. სწო­რედ ლი­ბერ­თინ­სის ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა წიგნ­მა შეც­ვა­ლა ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნე­ბი­სად­მი და მი­მახ­ვედ­რა, რომ სამ­ყა­რო­ში წიგნ­ზე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მა­ზი ნივ­თი არ არ­სე­ბობს, რომ წიგ­ნი მეხ­მა­რე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში და რო­დე­საც სამ­ყა­როს მინ­და მოვ­წყდე სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია.

რო­გორ გავ­ხდი ლი­ბერ­თინ­სე­ლი

ლი­ბერ­თინ­სე­ლის სტა­ტუ­სი, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი წლის წინ მი­ვი­ღე. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით წა­ვა­წყდი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მას და, რა თქმა უნდა, ელ­ვის სის­წრა­ფით შე­ვავ­სე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი და­დე­ბით პა­სუხს, იმე­დი უკვე გა­და­წუ­რუ­ლი მქონ­და, რო­დე­საც შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვე­დი და ჩემ­ზე მე­ტის მოს­მე­ნა სურ­დათ. ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. არ შე­მიძ­ლია, სი­ტყვე­ბით გა­მოვ­ხა­ტო ის ემო­ცია, რო­მე­ლიც და­მე­უფ­ლა მა­შინ, რო­დე­საც ლი­ბერ­თინ­სე­ლად „მა­კურ­თხეს“. ასე მე­გო­ნა, დე­და­მი­წამ ბრუნ­ვა შე­წყვი­ტა. ჩემ­თვის ეს სტა­ტუ­სი სა­ა­მა­ყოა. წე­ლი­წად­ზე მე­ტია, ვიღ­ვი­ძებ იმ ფიქ­რით, რომ ლი­ბერ­თინ­სე­ლი ვარ, რომ შე­მიძ­ლია, ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად მივ­წვდე თა­ნა­ტო­ლებს და დიდი სი­ხა­რუ­ლით, თა­ვი­სუფ­ლად გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი ფიქ­რე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი, რად­გან ვიცი, რომ გა­მი­გე­ბენ. ლი­ბერ­თინ­სი ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხია. მიყ­ვარს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც მას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორ ვარ­ჩევ წიგ­ნებს

წიგ­ნის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო და შრო­მა­ტე­ვა­დია. მის შერ­ჩე­ვა­ში არა მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის აზრი, არა­მედ ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის სურ­ვი­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პირ­ველ რიგ­ში ამას ვაკ­ვირ­დე­ბით. ვეც­ნო­ბით ავ­ტო­რებს, მათი წე­რის სტილს, წიგ­ნის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს, ვი­წყებთ უცხო ენა­ზე კი­თხვას და ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩეს მკი­თხვე­ლის გო­ნე­ბა­ში და ყვე­ლა ზუს­ტად ისე მო­ი­ხიბ­ლოს, რო­გორც მოგ­ვხიბ­ლა ჩვენ. დიდ ყუ­რად­რე­ბას ვაქ­ცევთ პერ­სო­ნა­ჟებს, მათი გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას, წიგ­ნის მთა­ვარ მე­სიჯს, ავ­ტო­რის სათ­ქმელს, რად­გან წიგ­ნი მხო­ლოდ დრო­ის გაყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ხომ არაა, მას­ში ყო­ველ­თვის დევს აზრი, რო­მე­ლიც მკი­თხველ­მა უნდა გა­ი­თა­ვი­სოს და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. სა­ბო­ლო­ოდ, ხან­გრძლი­ვი კვლე­ვე­ბის, დის­კუ­სი­ე­ბი­სა და კრი­ტი­კის შემ­დეგ მივ­დი­ვართ რჩე­ულ წიგ­ნამ­დე და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით, რო­დის და­ამ­შვე­ნებს იგი ლი­ბერ­თინ­სის ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლის თა­რო­ებს.

5 წიგ­ნი, რო­მელ­საც ჩემი თა­ო­ბის მკი­თხველს ვურ­ჩევ­დი­ეს ხუთი წიგ­ნე­ბიც შეძ­ლებს დიდი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მოხ­დე­ნას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში:

  1. მარ­კუს ზუ­ზა­კი - „წიგ­ნის ქურ­დი“;
  2. ოს­კარ უა­ილ­დი - „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტი“;
  3. უი­ლი­ამ გოლ­დინ­გი - „ბუზ­თა ბა­ტო­ნი“;
  4. შარ­ლო­ტა ბრონ­ტე - „ჯეინ ეარი“;
  5. ნო­დარ დუმ­ბა­ძე - მო­თხრო­ბე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

Gen Z-ის არჩევანი: როგორ არჩევენ ლიბერთინსელები წიგნებს თანატოლებისთვის

Gen Z-ის არჩევანი: როგორ არჩევენ ლიბერთინსელები წიგნებს თანატოლებისთვის

Liberteens (ლიბერთინსი) გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტია, რომელიც სპეციალურად თინეიჯერი მკითხველისთვის 2015 წელს შეიქმნა. საინტერესო ისაა, რომ „ლიბერთინსის“ სერიაში წიგნებს თავად თინეიჯერები არჩევენ, და არა გამომცემლობა.

„ლიბერთინსის“ გუნდში მოსახვედრად, მოზარდები ყოველწლიურად ავსებენ სპეციალურ ფორმას და აგზავნიან სამოტივაციო წერილებს, თუ რატომ სურთ ამ პროექტში მონაწილეობა. გამომცემლობა კი არჩევს იმ მოზარდებს, რომლებიც შემდგომ კლუბის წევრები ხდებიან. ისინი კითხულობენ წიგნებს უცხო ენაზე, შემდეგ განიხილავენ მათ და გამომცემლობასთან ერთად ირჩევენ, თუ რომელი წიგნი ითარგმნოს და გამოიცეს სერიის ფარგლებში ქართულ ენაზე.

როგორ არჩევენ წიგნებს „ლიბერთინსელები“ და რას ურჩევენ თანატოლებს - ამაზე თავად გუნდის წევრები გვესაუბრებიან:

ანასტასია კვარაცხელია - მე ანასტასია ვარ, 13 წლის. ძალიან მიყვარს ლიტერატურა, როგორც წერა, ასევე კითხვაც. ზოგადად, ნებისმიერი სახის ხელოვნება. ვუსმენ მუსიკას, ვთამაშობ და თეატრი მეორე სახლად მაქვს ქცეული. სიამოვნებით ვსწავლობ უცხო ენებს. ვარ ძალიან კომუნიკაბელური და მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა. ლიტერატურა ძალიან პატარა ასაკიდან მიყვარს. უფროსებს ვაკითხინებდი ზღაპრებს, მოთხრობებს, მინდოდა გაუჩერებლად ეკითხათ და საათობით მესმინა. მახსოვს, პირველი წიგნი, რაც წავიკითხე იყო „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. წიგნი ერთ დღეში დავასრულე და 6 წლის ანასტასიას ამაზე მეტად არაფერი ეამაყებოდა, ყველას ამ წიგნზე ველაპარაკებოდი. მერე იყო, „პიტერ პენი“, წიგნი, რომელმაც ასევე უდიდესი გავლენა მოახდინა და დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმ დროიდან მოყოლებული, ყველგან წიგნით ხელში დავდივარ და თავისუფალ წამებს ლიტერატურულ სამყაროებს ვჩუქნი. წიგნების გარეშე, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი, ვფიქრობ საკუთარი თავის და ზოგადად, სამყაროს ის ვერსია ნაკლებად მომეწონებოდა.

როგორ გავხდი ლიბერთინსელი

პირველი ლიბერთინსის წიგნი, „გიკი გოგო“ 10 წლის ასაკში წავიკითხე, მაშინ ვნახე მოზარდების მოსაზრებები წიგნის პირველ გვერდზე და მეც, როგორც ყველას (ამას ხშირად ვამბობთ ხოლმე „თინსელები“, საზიარო გამოცდილებაა) მომინდა ჩემი ანოტაციითაც გამოცემულიყო წიგნი. ლიბერთინსი მოვძებნე სოციალურ ქსელში და დავიწყე სხვა წიგნების შეცნობაც, ლიბერთინსელების რეკომენდაციებით ხშირად ვკითხულობდი წიგნებს და რჩევებს ჩემს მეგობრებსაც ვაძლევდი. ჩემს მკითხველ მეგობრებთან ერთად (სხვათაშორის, ახლა ისინიც ლიბერთინსელები არიან) დავდიოდი წიგნების წარდგენებზე და პრეზენტაციებზე. შარშან, მარტში კი, შევავსე აპლიკაცია, გავიარე გასაუბრება და შევუერთდი თინსის გუნდს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ლიბერთინსმა მაჩუქა უამრავი მოგონება, კარგი მეგობრები და ბევრი გამოცდილება. ჩემთვის, ყველაზე სასიამოვნოა მკითხველთან კომუნიკაციის პროცესი, წიგნის დღეებზე - განსაკუთრებით, წიგნის პირველ გვერდზე საკუთარი სახელის ნახვა ხომ მითუმეტეს - საუკეთესოა!

როგორ ვარჩევ წიგნებს

წიგნის არჩევის გრძნობა ერთდროულად ამაღელვებელი და სასიამოვნოა. უაღრესად კარგი გრძნობაა, როცა იცი, რომ შეიძლება ვიღაცას, თუნდაც ერთ ადამიანს გაუჩნდეს ახალი საყვარელი წიგნი, შეუყვარდეს ლიტერატურა და შენ ამაში წვლილი მიგიძღვოდეს. წიგნის არჩევისას ვფიქრობ იმაზე, თუ რამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩემს თანატოლებზე, რამ შეიძლება გაართოს, დაასევდიანოს, ახალი უნარები ან მოსაზრებები გაუჩინოს მათ. განსხვავებულ წიგნებს, განსხვავებული დანიშნულებები აქვთ და განსხვავებული მიზნით მიგვაქვს ისინი მკითხველთან. ლიბერთინსის ახლახანს გამოცემული წიგნი „უნდა გიღალატო“, მაგალითად, მნიშვნელოვან ისტორიულ დატვირთვას ატარებს. გვიყვება საბჭოთა კავშირის სისხლიან რეჟიმზე, თავისუფლების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ მასზე ძვირფასი არაფერია. მინდა, ამ წიგნიდან, ერთი ციტატაც მოვიხმო - „ჩვენ ერთად შეგვიძლია წარსულის ბნელი კუთხეები გავანათოთ, ერთად შეგვიძლია ისტორიას ხმა წამოვაღებიოთ“.

5 წიგნი, რომელსაც ჩემი თაობის მკითხველს ვურჩევდი

  1. „პატარა პრინცი“ - თუ ცხოვრებაში, მხოლოდ ერთ წიგნს წაიკითხავთ, ეს წიგნი „პატარა პრინცი“ უნდა იყოს.
  2. „ჩემი არ გესმით“ - წიგნი, მოზარდობის პერიოდის სირთულეებზე, განსაკუთრებით გოგონების ცხოვრებაში.
  3. „უნდა გიღალატო“ - წიგნი, საბჭოთა კავშირის ბნელ რეჟიმზე.
  4. „ყვავების ექვსეული“ (დილოგია) - ფენტეზის სამყარო, მრავალფეროვანი პერსონაჟები და სიუჟეტი.
  5. „მკველობების სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის“ - თანამედროვე, დეტექტიური ჟანრის წიგნი, ჩამთრევი სიუჟეტით.

ვაჟა ხებრელაშვილი - მე ვარ ვაჟა ხებრელაშვილი 17 წლის საგარეჯოს ნომერ მესამე საჯარო სკოლიდან. აქტიური ცხოვრება ყოველთვის მომწონდა და როცა დავიწყე სხვადასხვა პროექტებში ჩართვა ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდა. ვარ წითელი ჯვრის მოხალისე, კლიმატის ელჩი, ლიდერი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, ახალგაზრდული საბჭოს წევრი და რაღა თქმა უნდა, ლიბერთინსელი. ყოველივე ეს მმატებს მოტივაციას, მხდის უფრო მეტად მიზანდასახულს და მიღრმავებს მსოფლმხედველობას.

როგორ გავხდი ლიბერთინსელი

ლიბერთინსის მყუდრო ოჯახს 2023 წელს შევუერთდი და მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სიახლეები არ გამოლეულა. უამრავი პრეზენტაციები, ახალი წიგნები, ფესტივლები, უმაგრეს გუნდთან და მენეჯერთან ურთიერთობა დაუვიწყარ მოგონებების რიცხვს შეემატა. ალბათ ყველა მკითხველის ოცნებაც ავისრულე და ჩემი აღწერა წიგნებშიც დაბეჭდეს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ლიბერთინსში საკუთარ თავს აღმოაჩენთ, შეიძენთ საოცარ მეგობრებს და თანამოაზრეებს.

როგორ ვარჩევ წიგნებს

წიგნების კითხვა ადრეული ასაკიდანვე დავიწყე, მახსოვს პირველ კლასში მასწავლებელმა როგორ შემაყვარა კითხვა და მომცა საშუალება სრულიად ახალ სამყაროში დამედგა ფეხი. ჩემი პირველი წიგნი ვაჯა ფშაველას ''სათაგურია'' და ამ წიგნს ახლაც ხშირად გადავიკითხავ ხოლმე, ვბრუნდები ბავშვობაში და ვხვდები რა ბედნიერი ვარ რომ მყავდა ისეთი მასწავლებელი, რომელმაც ჩემი პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ წიგნების გარეშე ვერც ერთ ალტერნატიულ სამყაროში ვიარსებებდი, ისინი ყველაზე ერთგული მეგობრები არიან. ლიტერატურის შერჩევის პროცესი უმნიშვნელოვანესია, ამ დროს გასათვალისწინებელია ხალხის აზრი და მათი მოლოდინებიბის გამართლება, მაგრამ ამ ყოველივეს გვიმარტივებს ის ფაქტორი, რომ ჩვენც ახალგაზრდები ვართ, ვიცით ჩვენი თაობის არჩევანი და იმედებსაც არასდროს გავუცრუებთ ჩვენს აუდიტორიას.

5 წიგნი, რომელსაც ჩემი თაობის მკითხველს ვურჩევდი

  1. ''მთელი ჩემი რისხვა''
  2. ''წითელი დედოფალი''
  3. ''დანასაული და სასჯელი''
  4. ''უნდა გიღალატო''
  5. ''მკვლელობის სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის''

საუკეთესო წიგნებია დაუვიწყარი გამოცდილებისათვის, მძიმე მაგრამ საინტერესო წიგნები ყოველთვის უტყუარ თავგადასავალს გვპირდებიან.

ნინი ადეიშვილი - მე ნინი ადეიშვილი ვარ, 15 წლის. ვსწავლობ ქ.თბილისის N186–ე საჯარო სკოლაში და აქტიურად ვარ ჩართული ჩემი თანატოლებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზების პროცესში. ვარ მოცეკვავე, 11 წელიწადზე მეტია, ვცეკვავ ქართულ ნაციონალურ ცეკვებს; მიყვარს ყველაფერი, რაც ხელოვნებას ეხება, იქნება ეს ხატვა, თეატრი, მუსიკა თუ სხვა. ზოგადად, ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, ამიტომ ბევრი რამ მაინტერესებს, თუმცა არც ერთი ჰობი შეედრება ჩემს მთავარ საყვარელ საქმიანობას - მხატვრული ლიტერატურის კითხვას. კითხვა უკვე დიდი ხანია, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პირველ კლასშიც არ ვიყავი, პირველი წიგნი რომ წავიკითხე, თუმცა, არ დავმალავ, არ აღვფრთოვანებულვარ („ბრემენელი მუსიკოსების“ ადაპტირებული ვერსია წავიკითხე და აბა რა იქნებოდა:) ). იყო დღეები, როდესაც საერთოდ არ მინდოდა ერთი ფურცლის წაკითხვაც კი. თუმცა, დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი, რომ წავიკითხე ჯეიმზ დაშნერის „ლაბირინთში მორბენალი“. ნათლად მახსოვს ის დღეები, თავიდან ბოლომდე წიგნში ჩაფლული ვიყავი, თითქოს მსოფლიოში მხოლოდ მე და ლაბირინთის სამყარო ვარსებობდით. ვიცინოდი, ვტიროდი, მეშინოდა, განვიცდიდი ზუსტად იმას, რასაც თითოეული პერსონაჟი ამ წიგნში. არ დამავიწყდება დღე, როდესაც წიგნის ბოლო ფურცელი წავიკითხე, დავხურე და კედელს მივაშტერდი. იმ მომენტში გავიაზრე, რომ წიგნის კითხვის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება, რომ სადაც მე ვიყავი, იქ წიგნიც იყო და - პირიქით. სწორედ ლიბერთინსის ერთ-ერთმა პირველმა წიგნმა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება წიგნებისადმი და მიმახვედრა, რომ სამყაროში წიგნზე მეტად საინტერესო და ლამაზი ნივთი არ არსებობს, რომ წიგნი მეხმარება ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავის დაღწევაში და როდესაც სამყაროს მინდა მოვწყდე სულ რამდენიმე საათით, წიგნი საუკეთესო გამოსავალია.

როგორ გავხდი ლიბერთინსელი

ლიბერთინსელის სტატუსი, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღე. სრულიად შემთხვევით წავაწყდი სარეგისტრაციო ფორმას და, რა თქმა უნდა, ელვის სისწრაფით შევავსე. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი დადებით პასუხს, იმედი უკვე გადაწურული მქონდა, როდესაც შემატყობინეს, რომ მეორე ტურში გადავედი და ჩემზე მეტის მოსმენა სურდათ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ შემიძლია, სიტყვებით გამოვხატო ის ემოცია, რომელიც დამეუფლა მაშინ, როდესაც ლიბერთინსელად „მაკურთხეს“. ასე მეგონა, დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა. ჩემთვის ეს სტატუსი საამაყოა. წელიწადზე მეტია, ვიღვიძებ იმ ფიქრით, რომ ლიბერთინსელი ვარ, რომ შემიძლია, ჩემი საყვარელი საქმიანობით მაქსიმალურად მივწვდე თანატოლებს და დიდი სიხარულით, თავისუფლად გავუზიარო ჩემი ფიქრები და მოსაზრებები, რადგან ვიცი, რომ გამიგებენ. ლიბერთინსი ჩემი მეორე ოჯახია. მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

როგორ ვარჩევ წიგნებს

წიგნის შერჩევის პროცესი საინტერესო და შრომატევადია. მის შერჩევაში არა მხოლოდ ერთმანეთის აზრი, არამედ ჩვენი მკითხველის სურვილებიც მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ამას ვაკვირდებით. ვეცნობით ავტორებს, მათი წერის სტილს, წიგნის რამდენიმე ვარიანტს, ვიწყებთ უცხო ენაზე კითხვას და ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს. ჩვენთვის მთავარია, შერჩეული წიგნი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს მკითხველის გონებაში და ყველა ზუსტად ისე მოიხიბლოს, როგორც მოგვხიბლა ჩვენ. დიდ ყურადრებას ვაქცევთ პერსონაჟებს, მათი განვითარების ისტორიას, წიგნის მთავარ მესიჯს, ავტორის სათქმელს, რადგან წიგნი მხოლოდ დროის გაყვანის საშუალება ხომ არაა, მასში ყოველთვის დევს აზრი, რომელიც მკითხველმა უნდა გაითავისოს და ცხოვრებისეულად გამოიყენოს. საბოლოოდ, ხანგრძლივი კვლევების, დისკუსიებისა და კრიტიკის შემდეგ მივდივართ რჩეულ წიგნამდე და მოუთმენლად ველოდებით, როდის დაამშვენებს იგი ლიბერთინსის ერთგული მკითხველის თაროებს.

5 წიგნი, რომელსაც ჩემი თაობის მკითხველს ვურჩევდიეს ხუთი წიგნებიც შეძლებს დიდი გადატრიალების მოხდენას უამრავი ადამიანის ცხოვრებაში:

  1. მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“;
  2. ოსკარ უაილდი - „დორიან გრეის პორტრეტი“;
  3. უილიამ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“;
  4. შარლოტა ბრონტე - „ჯეინ ეარი“;
  5. ნოდარ დუმბაძე - მოთხრობები.

R