მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმატებული ესპანური გასტროლის შემდეგ ახმეტელის თეატრი თბილისურ პრემიერას წარმოადგენს
წარმატებული ესპანური გასტროლის შემდეგ ახმეტელის თეატრი თბილისურ პრემიერას წარმოადგენს

„ვი­ღაც სხვა“ - მო­ნოს­პექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში 23, 25 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. სპექ­ტაკ­ლი 26 აპ­რილს ეს­პა­ნელ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ქა­ლაქ სან­ტან­დერ­ში, მო­ნოს­პექ­ტაკ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ნახა, 2 მა­ისს კი მად­რიდ­ში, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცე­ში წარ­მო­ად­გი­ნეს.

პი­ე­სის ავ­ტო­რი ან­ჟე­ლი­ნა როშ­კაა, რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ყა­უ­ლაშ­ვი­ლი, დად­გმის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი - ირაკ­ლი გო­გია, მო­ნოს­პექ­ტაკლში ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი - ჯორ­ჯი დვა­ლიშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს.

სპექ­ტა­ლის შე­სა­ხებ: და­ფუძ­ნე­ბუ­ლია რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზე

ეს არის ამ­ბა­ვი ოჯა­ხურ სით­ბოს მოკ­ლე­ბუ­ლი ფრე­დე­რიკ პიერ ბურ­დი­ნის შე­სა­ხებ, სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბად გარ­დაქ­მნის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უნა­რის გამო, ფრე­დე­რიკ პიერ ბურ­დინს მეტ­სა­ხე­ლად "ნან­ტის ქა­მე­ლე­ო­ნი" შე­არ­ქვეს. ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას მრა­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნი­ღა­ბი ჰქონ­და მორ­გე­ბუ­ლი, ცხოვ­რობ­და თხუთ­მეტ­ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და სა­უბ­რობ­და ხუთ ენა­ზე.

1994 წლის 13 ივ­ნისს სან ან­ტო­ნი­ო­ში 13 წლის ნი­კო­ლას ბარ­კლი გა­უ­ჩი­ნარ­და, 23 წლის პიერ ბურ­დენს არ გა­ჭირ­ვე­ბია პო­ლი­ცი­ის და რაც მთა­ვა­რია და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხის დარ­წმუ­ნე­ბა, მან ნი­კო­ლა­სის როლი მო­ირ­გო. თუმ­ცა, მთა­ვარ მი­ზანს ვერ მი­აღ­წია. ნი­კო­ლა­სის დედა ერი­დე­ბო­და და უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და. ფრე­დე­რიკ პიერ ბურ­დე­ნი ოჯა­ხურ გამ­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს - ვინ არის იგი? ვი­ღაც სხვა..ნი­ღაბს მიღ­მა

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

წარმატებული ესპანური გასტროლის შემდეგ ახმეტელის თეატრი თბილისურ პრემიერას წარმოადგენს

წარმატებული ესპანური გასტროლის შემდეგ ახმეტელის თეატრი თბილისურ პრემიერას წარმოადგენს

„ვიღაც სხვა“ - მონოსპექტაკლის პრემიერა ახმეტელის თეატრში 23, 25 მაისს გაიმართება. სპექტაკლი 26 აპრილს ესპანელმა მაყურებელმა ქალაქ სანტანდერში, მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალზე ნახა, 2 მაისს კი მადრიდში, დამოუკიდებელ სახელოვნებო სივრცეში წარმოადგინეს.

პიესის ავტორი ანჟელინა როშკაა, რეჟისორი გიორგი ყაულაშვილი, დადგმის ხელმძღვანელი კი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ირაკლი გოგია, მონოსპექტაკლში ახმეტელის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი - ჯორჯი დვალიშვილი მონაწილეობს.

სპექტალის შესახებ: დაფუძნებულია რეალურ ამბავზე

ეს არის ამბავი ოჯახურ სითბოს მოკლებული ფრედერიკ პიერ ბურდინის შესახებ, სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანებად გარდაქმნის წარმოუდგენელი უნარის გამო, ფრედერიკ პიერ ბურდინს მეტსახელად "ნანტის ქამელეონი" შეარქვეს. ათი წლის განმავლობაში მას მრავალი განსხვავებული ნიღაბი ჰქონდა მორგებული, ცხოვრობდა თხუთმეტზე მეტ ქვეყანაში და საუბრობდა ხუთ ენაზე.

1994 წლის 13 ივნისს სან ანტონიოში 13 წლის ნიკოლას ბარკლი გაუჩინარდა, 23 წლის პიერ ბურდენს არ გაჭირვებია პოლიციის და რაც მთავარია დაკარგული მოზარდის ოჯახის დარწმუნება, მან ნიკოლასის როლი მოირგო. თუმცა, მთავარ მიზანს ვერ მიაღწია. ნიკოლასის დედა ერიდებოდა და უცნაურად იქცეოდა. ფრედერიკ პიერ ბურდენი ოჯახურ გამძიებას აწარმოებს - ვინ არის იგი? ვიღაც სხვა..ნიღაბს მიღმა

R