არ აქვს მნიშვნელობა როგორ კრემს აკეთებთ, ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჰაეროვანი და ნაზი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თქვენი დესერტი იდეალური. თუმცა კრემის სრულყოფილი ტექსტურისა და გემოს მიღწევა გარკვეულ საიდუმლოსავითაა, რომელიც თავად უნდა ამოხსნათ და შეისწავლოთ. ამ შემთხვევაში დესერტების კეთება ნამდვილად სასიამოვნო პროცესად იქცევა.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხრიკები კი დაგეხმარებათ, რომ იდეალური კრემის საიდუმლო მარტივად ამოხსნათ:
- როგორც წესი, გრანულირებული შაქარი სტანდარტული არჩევანია, თუმცა თუ თქვენ გამოიყენებთ შაქრის ფხვნილს, საკონდიტრო კრემი უფრო რბილი და სასიამოვნო სტრუქტურის გამოვა.
- ცხიმი კარგი კრემის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა სპრედი „ოდა“, რომელიც ქართული ნაწარმია და მას ხშირად უწოდებენ გემრიელ არჩევანს საუკეთესო კრემისთვის. ამ მაღალი ხარისხის სპრედით ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება უკვე მოხდა. „ოდა“ არ შეიცავს ქოლესტერინს, ტრანსცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს. სწორედ ამიტომ შეფებისა და მზარეულების რჩეული ინგრედიენტია. თუ კრემისთვის უხარისხო ცხიმს გამოიყენებთ, მას სპეციფიკური, არასასიამოვნო გემო ექნება. მეორე მხრივ კი, ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია.
- კრემის გაკეთების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ინგრედიენტების ტემპერატურას. მაგალითად, თუ ცხელ და ცივ ინგრედიენტებს ურევთ ერთმანეთში, შერევის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი უნდა იყოს. შესაბამისად, მიქსერი მაქსიმალურ სიჩქარეზე დააყენეთ.
- თუ მოხარშულ კრემს აკეთებთ, ნარევის შესქელებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან. ცეცხლზე ზედმეტი დროით გაჩერება კრემის სტრუქტურას აფუჭებს.
- კრემისთვის კვერცხის თქვეფა საშუალო სიჩქარით დაიწყეთ, გასქელებასთან ერთად კი მოუმატეთ სიჩქარეს.
- ვანილის ფხვნილის ნაცვლად გამოიყენეთ ვანილის ექსტრაქტი. ეს მას მეტ დახვეწილობას შემატებს. ასევე სცადეთ სხვადასხვა ექსტრაქტი, მაგალითად, ნუშის, რომის...
- შოკოლადის კრემს კარგი სტრუქტურა რომ ჰქონდეს, გაადნეთ მაღალი ხარისხის შავი საკონდიტრო შოკოლადი და ისე შეურიეთ კრემის ნარევს. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ სცადოთ რძიანი ან თეთრი შოკოლადიც.
ამ რჩევებისა და ხრიკების გამოყენებით, თქვენი საკონდიტრო კრემი ყოველთვის ჰაეროვანი და ნაზი, დესერტი კი იდეალური იქნება. გაითვალისწინეთ ძირითადი წესები, თუმცა არ შეიზღუდოთ თავი, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, მოსინჯეთ ახალი ტექნიკები და ისიამოვნეთ როგორც მზადების პროცესით, ისე შედეგით.
R