მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს შალვა პაპუაშვილი მარიამ ლაშხის ინტერვიუზე, რომელშიც "გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა - ის ლაშხის მისამართით კრიტიკას "ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს
რას ამბობს შალვა პაპუაშვილი მარიამ ლაშხის ინტერვიუზე, რომელშიც "გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა - ის ლაშხის მისამართით კრიტიკას "ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ მა­რი­ამ ლაშ­ხის მიერ "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­სა“ და მა­სო­ნებ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "პი­რო­ბით შე­და­რე­ბას“ უწო­დებს და მისი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კას "ფა­შის­ტურ კამ­პა­ნი­ად“ აფა­სებს.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ენ­ჯეო“-"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიმ­ბი­ო­ზი, ფა­შის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის სიმ­ბი­ო­ზად იქცა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ ისე, ფა­შის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის წა­ლეკ­ვას, ჩა­რე­ცხვას, გა­რიყ­ვას ცდი­ლობს“.

"ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის "ტრო­ი­კა“ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­კითხს კარ­გად ვიც­ნობთ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ზი­ზღის კამ­პა­ნი­ის მო­ქოქ­ვა რო­გორ იცი­ან, ვი­ცით. ეს სიმ­ბი­ო­ზია "ენ­ჯეო“-"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“, რო­მე­ლიც უცხო­ე­თი­დან არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და ფა­შის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის სიმ­ბი­ო­ზად იქცა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ ისე, ცდი­ლობს, ფა­შის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის წა­ლეკ­ვას, ჩა­რე­ცხვას - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ რომ უყ­ვარ­და, გა­რიყ­ვას. ეს მო­წო­დე­ბე­ბი გვეს­მის რა ხა­ნია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­შის­ტუ­რი კამ­პა­ნი­აა, რაც უცხო­ე­თი­დან ფი­ნანსდე­ბა. ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან "ენ­ჯე­ო­ე­ბი“ და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის სა­ხე­ლით ფა­შის­ტურ კამ­პა­ნი­ებს აწარ­მო­ე­ბენ. ამ დო­ნემ­დე მი­ვი­და ევ­რო­პის წარ­მო­ჩე­ნა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან. "ვუ­ლო­ცავ“ "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ დამ­ფი­ნან­სებ­ლებს, რომ ისი­ნი ფა­შის­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან, ეს ძირს უთხრის თა­ვად ევ­რო­კავ­ში­რის პრეს­ტიჟს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებს, მი­თი­თე­ბებს, მგო­ნი, თუ ამ ფა­შის­ტურ კამ­პა­ნი­ას არ ავ­ყვე­ბით და შევ­ხე­დავთ, რაზე იყო სა­უ­ბა­რი - ეს იყო პი­რო­ბი­თი შე­და­რე­ბა. კი­თხვა შე­ე­ხე­ბო­და "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ას“ და ვი­ნა­ი­დან ჟურ­ნა­ლის­ტი ეკი­თხე­ბო­და, რას გუ­ლის­ხმობ­თო, გა­ა­კე­თა შე­და­რე­ბა, რა აღ­ქმე­ბიც არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის მი­მართ. პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლია და რო­დე­საც "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­ზე“ ვსა­უბ­რობთ, ამა­ში შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­აზ­როთ ყვე­ლა ის ჯგუ­ფი და კავ­ში­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უბიძ­გებ­დნენ იმის­კენ, რომ აქ არე­უ­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა მა­რი­ამ ლაშ­ხმა ბრი­ტა­ნულ პოდ­კასტ The News Agents-ზე სა­უბ­რი­სას "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ მა­სო­ნებს შე­ა­და­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი მარიამ ლაშხის ინტერვიუზე, რომელშიც "გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა - ის ლაშხის მისამართით კრიტიკას "ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი მარიამ ლაშხის ინტერვიუზე, რომელშიც "გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა - ის ლაშხის მისამართით კრიტიკას "ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ "გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას "პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას "ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ენჯეო“-"ნაციონალური მოძრაობის“ სიმბიოზი, ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა და სოციალურ ქსელში თუ ისე, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას, გარიყვას ცდილობს“.

"ჩვენი სოციალური ქსელის "ტროიკა“ მოსამართლეების საკითხს კარგად ვიცნობთ. რამდენიმე საათი ზიზღის კამპანიის მოქოქვა როგორ იციან, ვიცით. ეს სიმბიოზია "ენჯეო“-"ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც უცხოეთიდან არის დაფინანსებული და ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა, რომელიც სოციალურ ქსელში თუ ისე, ცდილობს, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას - "ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უყვარდა, გარიყვას. ეს მოწოდებები გვესმის რა ხანია. ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, რაც უცხოეთიდან ფინანსდება. ჩართულები არიან "ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროპის სახელით ფაშისტურ კამპანიებს აწარმოებენ. ამ დონემდე მივიდა ევროპის წარმოჩენა გარკვეული ჯგუფების მხრიდან. "ვულოცავ“ "ენჯეოების“ დამფინანსებლებს, რომ ისინი ფაშისტური კამპანიის პირდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეები ხდებიან, ეს ძირს უთხრის თავად ევროკავშირის პრესტიჟს საქართველოში.

რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებს, მითითებებს, მგონი, თუ ამ ფაშისტურ კამპანიას არ ავყვებით და შევხედავთ, რაზე იყო საუბარი - ეს იყო პირობითი შედარება. კითხვა შეეხებოდა "გლობალური ომის პარტიას“ და ვინაიდან ჟურნალისტი ეკითხებოდა, რას გულისხმობთო, გააკეთა შედარება, რა აღქმებიც არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. პირობითი სახელია და როდესაც "გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი და კავშირები, რომელიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ არეულობა ყოფილიყო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე საუბრისას "გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა.