პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა: ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფა უამინდობის გამო მოხდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი?
ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა: ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფა უამინდობის გამო მოხდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და შვე­ულმფრე­ნის ყვე­ლა მგზავ­რი ემსხვერ­პლა. რა­ი­სი 63 წლის იყო.

ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და კი­დევ 7 პირი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, 19 მა­ისს ჩა­მო­ვარ­და ირა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში, მთი­ან რა­ი­ონ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად. დე­ლე­გა­ცია ბრუნ­დე­ბო­და აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ი­დან - ირა­ნის რე­გი­ო­ნი­დან, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯანს ესა­ზღვრე­ბა. ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი რა­ი­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ახა­ლი კაშხლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში.

ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი ყვე­ლა პირი და­ი­ღუ­პა. სა­ა­გენ­ტო Tasnim-ის ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტთან და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ერ­თად იყ­ვნენ პრო­ვინ­ცია აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ქა­ლაქ თავ­რი­ზის იმა­მი, პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის უფ­რო­სი და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ორი პი­ლო­ტი და ტექ­ნი­კო­სი.

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ­ტმფრე­ნის კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზად უა­მინ­დო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

ძლი­ე­რი ნის­ლის გამო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­აც. მაშ­ვე­ლებ­მა ვერ­ტმფრე­ნის კა­ტას­ტრო­ფის რა­ი­ო­ნამ­დე დღეს, 20 მა­ისს მი­აღ­წი­ეს.

"ში­ი­ტი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ოპო­ნენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ დარ­ბე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, იყო ირა­ნის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის პრო­ტეჟე და ქვე­ყა­ნა­ში რე­ლი­გი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი", - წერს New York Times-ი.

Reuters-ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ თვითმფრი­ნა­ვი მთის მწვერ­ვალს შე­ე­ჯა­ხა, თუმ­ცა ავა­რი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ამას­თან, Reuters-ი იუ­წყე­ბა, რომ ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნა­სა და პრე­ზი­დენ­ტის და­ღუპ­ვა­ში მათი ხელი არ ურე­ვია.

რა­ი­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას თე­ი­რან­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

ლავ­როვ­მა სამ­ძი­მა­რი გა­მოთ­ქვა და დას­ძი­ნა:

"რუ­სეთ­ში ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი და ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰო­სე­ინ ამირ-აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნი ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი, სან­დო მე­გობ­რე­ბი... ამ მწუ­ხა­რე­ბის ჟამს, გუ­ლით თქვენ­თან ვართ", - მი­მარ­თა მან ირა­ნელ ხალ­ხს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტი რა­ი­სი უკ­რა­ი­ნას­თან ომის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთს ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და.

მო­ჰა­მედ მოხ­ბე­რი

  • მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ქვეყ­ნის დრო­ე­ბი­თი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას ირა­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მო­ჰა­მედ მოხ­ბე­რი და­ი­კა­ვებს. ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ტარ­დეს.

ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და X-ზე ატ­ვირ­თულ პოს­ტში და­წე­რა:

"ევ­რო­კავ­ში­რი გულ­წრფელ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს პრე­ზი­დენტ რა­ი­სის და სა­გა­რეო მი­ნის­ტრ ჰო­სე­ინ ამირ-აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნის, ისე­ვე რო­გორც მათი დე­ლე­გა­ცი­ის სხვა წევ­რე­ბის და ეკი­პა­ჟის ავა­რი­ა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო".

ირა­ნე­ლებს ყა­ტა­რის შე­იხ­მა თა­მიმ ბინ ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-თა­ნი­მაც მი­უ­სამ­ძიმ­რა. მან X-ზე მოკ­ლე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას და ხალ­ხს პრე­ზი­დენტ ებ­რა­ჰიმ რა­ი­სის, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ჰო­სე­ინ ამირ აბ­დუ­ლა­ჰი­ა­ნის და მათი თან­მხლე­ბი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო",- წერს ის სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე.

შემ­თხვე­ვას ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ნა­რენ­დრა მო­დიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ რა­ი­სის ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვით ღრმად არის დამ­წუხ­რე­ბუ­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი: " ამ მწუ­ხა­რე­ბის დროს ინ­დო­ე­თი ირა­ნის გვერ­დით დგას",- წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ერა­ყის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­ჰა­მედ შია ალ სუ­და­ნიმ და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქვე­ყა­ნა ირა­ნელ ხალ­ხსა და ლი­დე­რებს მხარს უჭერს ამ ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის ფონ­ზე.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­ლა­ხან "ჰა­მა­სმაც" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც დაჯ­გუ­ფე­ბა ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ომში მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის:

"ამ ლი­დე­რებ­მა სი­ო­ნის­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნი ხალ­ხის ლე­გი­ტი­მურ ბრძო­ლას და­უ­ჭი­რეს მხა­რი. მათ ღი­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­უ­წი­ეს პა­ლეს­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას და ღა­ზას სექ­ტორ­ში მყო­ფი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვა გა­ი­ღეს. მათ ასე­ვე პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ სი­ო­ნის­ტუ­რი აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბიც ჩა­ა­ტა­რეს", - წერს ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა.

  • ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი იყო 2021 წლის აგ­ვის­ტო­დან. ის მა­ნამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ირა­ნის სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას. ირან­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო სან­ქცი­რე­ბუ­ლი იყო აშშ-ის და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა: ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფა უამინდობის გამო მოხდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა: ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფა უამინდობის გამო მოხდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

ოფიციალური ინფორმაციით, წუხელ მომხდარ ავიაკატასტროფას ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი ემსხვერპლა. რაისი 63 წლის იყო.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.

ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი.

ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.

ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს.

"შიიტი სასულიერო პირი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ოპონენტების ყველაზე სასტიკ დარბევაში მონაწილეობდა, იყო ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟე და ქვეყანაში რელიგიური მმართველობის ერთგული მხარდამჭერი", - წერს New York Times-ი.

Reuters-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ თვითმფრინავი მთის მწვერვალს შეეჯახა, თუმცა ავარიის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, Reuters-ი იუწყება, რომ ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნასა და პრეზიდენტის დაღუპვაში მათი ხელი არ ურევია.

რაისის გარდაცვალებას თეირანში რუსეთის საელჩო და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურნენ.

ლავროვმა სამძიმარი გამოთქვა და დასძინა:

"რუსეთში ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ცნობილი იყვნენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი, სანდო მეგობრები... ამ მწუხარების ჟამს, გულით თქვენთან ვართ", - მიმართა მან ირანელ ხალხს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი რაისი უკრაინასთან ომის განმავლობაში რუსეთს იარაღით ამარაგებდა.

მოჰამედ მოხბერი

  • მოსალოდნელია, რომ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობას ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი დაიკავებს. ის საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებას ჩაუდგება სათავეში, რომელიც პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 50 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

ტრაგიკულ შემთხვევას ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა და X-ზე ატვირთულ პოსტში დაწერა:

"ევროკავშირი გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს პრეზიდენტ რაისის და საგარეო მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის, ისევე როგორც მათი დელეგაციის სხვა წევრების და ეკიპაჟის ავარიაში გარდაცვალების გამო".

ირანელებს ყატარის შეიხმა თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმაც მიუსამძიმრა. მან X-ზე მოკლე განცხადება გამოაქვეყნა:

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდულაჰიანის და მათი თანმხლები ჩინოვნიკების გარდაცვალების გამო",- წერს ის სოციალურ პლატფორმაზე.

შემთხვევას ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაისის ტრაგიკული დაღუპვით ღრმად არის დამწუხრებული და შოკირებული: " ამ მწუხარების დროს ინდოეთი ირანის გვერდით დგას",- წერს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შია ალ სუდანიმ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანელ ხალხსა და ლიდერებს მხარს უჭერს ამ ტრაგიკული ინციდენტის ფონზე.

ბოლო ინფორმაციით, ახლახან "ჰამასმაც" გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაჯგუფება ირანის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

"ამ ლიდერებმა სიონისტური ერთეულის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ბრძოლას დაუჭირეს მხარი. მათ ღირებული მხარდაჭერა გაუწიეს პალესტინის წინააღმდეგობას და ღაზას სექტორში მყოფი ჩვენი ხალხისთვის დაუღალავი ძალისხმევა გაიღეს. მათ ასევე პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ სიონისტური აგრესიის შესაჩერებლად პოლიტიკური და დიპლომატიური მოქმედებებიც ჩაატარეს", - წერს ტერორისტული დაჯგუფება.

  • ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. ის მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ.

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა