საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ
პარლამენტში ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტი, 20 მა­ი­სის სხდო­მა­ზე, ე.წ. ოფ­შო­რე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს გა­ნი­ხი­ლავს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენტს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით "სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი და­უბ­რუ­ნა. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის ფარ­გლებ­ში პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენტს ოფ­შო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის ამო­ღე­ბას სთა­ვა­ზობს.

ამას­თან, სრუ­ლად იზი­ა­რებს "სა­გა­და­სა­ხო კო­დექსში" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის­გან და მას­ზე და­რი­ცხუ­ლი სა­უ­რა­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, ოფ­შო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლია. პრე­ზი­დენ­ტი "მი­უ­ღე­ბელს" და "და­უშ­ვე­ბელს" უწო­დებს კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბის ფაქტს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით არა­თა­ნა­ბა­რი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გა­რე­მო იქ­მნე­ბა რო­გორც უცხო­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­თან მი­მარ­თე­ბით, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან მათ მი­მართ ახა­ლი სა­შე­ღა­ვა­თო რე­ჟი­მი არ გავ­რცელ­დე­ბა.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში აღ­ნიშ­ნავს, მნიშ­ვნე­ლი­ვა­ნია არ შე­ი­ლა­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­პუ­ტა­ცია და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნო­ნის­თვის გვერ­დის ავ­ლის რის­კი არ შე­იქ­მნას.

პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს იმა­საც, რომ გან­ხილ­ვი­სას წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ იყო შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა - თუნ­დაც ის, თუ რა ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს მო­ი­ტანს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რა რის­კებს შე­ი­ცავს და რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა მას.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი წეს­დე­ბა ე.წ. ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი სა­წარ­მოს ყვე­ლა აქ­ტივ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­წარ­მოს­თვის გა­და­ცე­მის ოპე­რა­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც 2028 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ე.წ. ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ აქ­ტი­ვე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი­სა და ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან. ასე­ვე, ამ ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­ვის/სა­ქონ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა/იმ­პორ­ტი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა იმ­პორ­ტის გა­და­სახ­დე­ლე­ბის­გან. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­ბეგ­ვრის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი სა­წარ­მო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­წარ­მო­ში წი­ლის/აქ­ცი­ე­ბის 100 პრო­ცენტს ერთი და იგი­ვე ფი­ზი­კუ­რი პირი (პირ­თა ჯგუ­ფი) ფლობ­დეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პარლამენტში ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტში ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.

ამასთან, სრულად იზიარებს "საგადასახო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი "მიუღებელს" და "დაუშვებელს" უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე, ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.

როგორც ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, მნიშვნელივანია არ შეილახოს საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო რეპუტაცია და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი არ შეიქმნას.

პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ განხილვისას წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ფინანსური დასაბუთება - თუნდაც ის, თუ რა ფინანსურ სარგებელს მოიტანს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რა რისკებს შეიცავს და რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მას.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.