პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ცნობილი ირანის პრეზიდენტის ადგილსამყოფლის თაობაზე - რას წერს CNN-ი
რა ხდება ცნობილი ირანის პრეზიდენტის ადგილსამყოფლის  თაობაზე - რას წერს CNN-ი

ზუს­ტი ად­გი­ლი, სა­დაც ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ებ­რა­ჰიმ რა­ი­სის ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და, ჯერ კი­დევ არ არის დად­გე­ნი­ლი, - CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თულ­მა სამ­ხედ­რო ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

"თავ­რი­ზის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე-6 საბ­რძო­ლო ბა­ზის ვერ­ტმფრე­ნე­ბი ვარ­ზე­ყა­ნის რა­ი­ონ­ში ჩა­ვიდ­ნენ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს ვერ­ტმფრე­ნე­ბი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­თან ერ­თად, ვერ­ტმფრე­ნის ავა­რი­ის ზო­ნა­ში გა­იგ­ზავ­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, ოპე­რა­ცია ჩა­ი­შა­ლა არა­ხელ­საყ­რე­ლი ამინ­დის გამო“, - გა­ნა­ცხა­და ირა­ნის მე-6 სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ბა­ზის მე­თა­ურ­მა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, მაშ­ვე­ლებს სქელ ნისლსა და უკი­დუ­რეს სი­ცი­ვეს­თან გამ­კლა­ვე­ბა უწევთ.

ევ­რო­კო­მი­სარ­მა კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის სა­კი­თხებ­ში ია­ნეს ლე­ნარ­ჩიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რი, ირა­ნის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ, ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, Copernicus EMS-ის სა­ტე­ლი­ტუ­რი რუ­კე­ბის სერ­ვისს ააქ­ტი­უ­რებს.

  • ირა­ნის წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­მა მოძ­რა­ო­ბამ უარ­ყო სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­ფორ­მა­ცია ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ვერ­ტმფრე­ნის პოვ­ნის შე­სა­ხებ.

მა­ნამ­დე, "გარ­დი­ან­მა" ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და­წე­რა, რომ ვერ­ტმფრე­ნი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვარ­და, სამ­ძებ­რო ჯგუ­ფებ­მა იპო­ვეს.

მე­დია აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ჯერ არ არის ბორტზე მყოფ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი.

პა­რა­ლე­ლუ­რად თურ­ქე­თი აგ­ზავ­ნის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას ირა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად. ქვეყ­ნის კა­ტას­ტრო­ფე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ღა­მის ხედ­ვის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნი, 32 პერ­სო­ნა­ლი და ექ­ვსი მან­ქა­ნაა გაგ­ზავ­ნი­ლი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ 15 ჯგუ­ფი მზად­ყოფ­ნა­შია მოყ­ვა­ნი­ლი.

ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი და ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰო­სე­ინ ამირ-აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ­ტმფრენ­მა მას შემ­დეგ, რაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით ძლი­ერ ნისლში "უხე­ში დაშ­ვე­ბა" გა­ნა­ხორ­ხი­ე­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, რა­ი­სი ირა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ თავ­რი­ზის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და, ირან-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­ზღვრო ზო­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

რა ხდება ცნობილი ირანის პრეზიდენტის ადგილსამყოფლის თაობაზე - რას წერს CNN-ი

რა ხდება ცნობილი ირანის პრეზიდენტის ადგილსამყოფლის  თაობაზე - რას წერს CNN-ი

ზუსტი ადგილი, სადაც ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

"თავრიზის საჰაერო ძალების მე-6 საბრძოლო ბაზის ვერტმფრენები ვარზეყანის რაიონში ჩავიდნენ სამაშველო ოპერაციების განხორციელების შესახებ ბრძანების შესაბამისად. ეს ვერტმფრენები სამაშველო ჯგუფთან ერთად, ვერტმფრენის ავარიის ზონაში გაიგზავნა, სამწუხაროდ, ოპერაცია ჩაიშალა არახელსაყრელი ამინდის გამო“, - განაცხადა ირანის მე-6 საჰაერო ძალების ბაზის მეთაურმა.

ოფიციალური პირების თქმით, მაშველებს სქელ ნისლსა და უკიდურეს სიცივესთან გამკლავება უწევთ.

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, ირანის მხრიდან დახმარების თხოვნის საპასუხოდ, ინციდენტთან დაკავშირებით, Copernicus EMS-ის სატელიტური რუკების სერვისს ააქტიურებს.

  • ირანის წითელი ნახევარმთვარის ჰუმანიტარულმა მოძრაობამ უარყო სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაცია ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პოვნის შესახებ.

მანამდე, "გარდიანმა" ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა, სამძებრო ჯგუფებმა იპოვეს.

მედია აღნიშნავდა, რომ ჯერ არ არის ბორტზე მყოფთა მდგომარეობის შესახებ ცნობები.

პარალელურად თურქეთი აგზავნის სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობას ირანის დასახმარებლად. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი, 32 პერსონალი და ექვსი მანქანაა გაგზავნილი. საჭიროების შემთხვევაში კიდევ 15 ჯგუფი მზადყოფნაშია მოყვანილი.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა მას შემდეგ, რაც პრობლემები შეექმნა, ქვეყნის ჩრდილოეთით ძლიერ ნისლში "უხეში დაშვება" განახორხიელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ.