პარტნიორები:
    ავტორი:

    "ამ წამისთვის მაინც ღირდა ჩემი სიცოცხლე“ - რას ამბობს მერაბ სეფაშვილი სიმღერაზე, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა

    "ამ წამისთვის მაინც ღირდა ჩემი სიცოცხლე“ - რას ამბობს მერაბ სეფაშვილი სიმღერაზე, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა

    "ამ წამისთვის მაინც ღირდა ჩემი სიცოცხლე“, - მერაბ სეფაშვილი საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს

    "26 მარტს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ალბათ იყო ის, რომ მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა, მღეროდა ამ სიმღერას ("ზღაპრის ბოლო კეთილია“). მე, ჩემი შვილები, 15 წლის შვილიშვილი, მოვდივართ რესპუბლიკის მოედანზე.... ციდან ისმოდა, ისეთი ხმამაღალი იყო ეს სიმღერა, და მე მაგ დროს დავფიქრდი და ვფიქრობ, რომ აი ამ წამისთვის მაინც ღირდა სიცოცხლე, რომ შენი შვილიშვილი ამას განიცდის და ამაყია შენით“, - ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა TST სპორტთან ინტერვიუში ისაუბრა

    "26 მარტს ყველა ვიყავით დამუხტული იმით, რომ გვჭირდებოდა გამარჯვება, ეს არ იყო უბრალო გამარჯვება, ეს არ იყო უბრალოდ თამაში, ეს იყო დიდი ბრძოლა, რაღაც სხვა ამბისთვის, რომელიც ძალიან გვჭირდება მთელ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს და ეს გამართლდა. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა იმ ბიჭებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც დიდი მონაწილეობა მიიღო ამ გამარჯვებაში. და ასევე აუცილებლად დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ის ემოციები დღემდე არ გამქრალა ჩემში.

    1981 წელის 13 მაისსაც და 2024 წლის 26 მარტსაც თანაბრად გაგვიხარდა გამარჯვება. ეს არის ჩვენი ეროვნული გამარჯვება", - ამბობს მერაბ სეფაშვილი.

    <iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/B_L8dfC2Mtc?si=c4aOr1JAprspBm5-" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>