ავტორი:

"ხალხი გვერდით უდგას მას, ვის ქვეყანაშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს" - ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის ბრძოლა: უკრაინელი მებრძოლი ჩემპიონი გახდა

"ხალხი  გვერდით უდგას მას, ვის ქვეყანაშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს" - ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის ბრძოლა: უკრაინელი მებრძოლი ჩემპიონი გახდა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ერთმანეთს ბრიტანელი ტაისონ ფიური და უკრაინელი ოლექსადრ უსიკი დაუპირისპირდნენ.

საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება უკრაინელმა მებრძოლმა მოიპოვა.

ბრძოლის მიმართ უდიდესი ინტერესი იყო. დარბაზში არაერთი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, ანდრეი შევჩენკო, კრიშტიანუ რონალდუ, ნეომარი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ტაისონ ფიური არ ეთანხმება მსაჯების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მსაჯების გადაწყვეტილება მიკერძოებული იყო. მისი აზრით, ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ უკრაინაში ახლა ომია.

"მისი ქვეყანა ომშია, ხალხი კი გვერდით უდგას მას, ვის ქვეყანაშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მე მოვიგე", - თქვა ბრძოლის შემდეგ ტაისონ ფიურიმ.... ბრძოლის შესახებ წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო.

ნახეთ ასევე: