ავტორი:

"ამ თამაშში განსაკუთრებული როლი აქვს თურქეთს. მთავარი კითხვაა - თურქეთი ამ სტრატეგიაში რუსეთის პარტნიორია, თუ მოწინააღმდეგე?" - რას წერს გია ხუხაშვილი

"ამ თამაშში განსაკუთრებული როლი აქვს თურქეთს. მთავარი კითხვაა - თურქეთი ამ სტრატეგიაში რუსეთის პარტნიორია, თუ მოწინააღმდეგე?" - რას წერს გია ხუხაშვილი

"რუსეთმა თუ მოახერხა ჩვენი “ჩაკეტვა”, ამით ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება სამხრეთის მიმართულებით საბჭოთა კავშირის აღდგენის პრობლემა, თავისი ენერგეტიკული განზომილებით", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • ხუხაშვილის აზრით, საქართველოში მიმდინარე პროცესებში "ფსონები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა".

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესში ფსონები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა, ან თუნდაც საკუთრივ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების ბედი.

საკმარისია დავხედოთ რუკას და ცხადი გახდება, რომ დღეს წყდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ბედი.

რუსეთმა თუ მოახერხა ჩვენი “ჩაკეტვა”, ამით ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება სამხრეთის მიმართულებით საბჭოთა კავშირის აღდგენის პრობლემა, თავისი ენერგეტიკული განზომილებით.

  • ამ თამაშში განსაკუთრებული როლი აქვს თურქეთს. მთავარი კითხვაა - თურქეთი ამ სტრატეგიაში რუსეთის პარტნიორია, თუ მოწინააღმდეგე?

თუ “3+3” სტრატეგია კიდევ აქტუალურია, უნდა ჩავთვალოთ, რომ რუსეთი და თურქეთი ერთად არიან. თუ არა, მაშინ ეს ქვეყანა უფრო ჩვენი დასავლური განვითარების სიტუაციური მოკავშირეა, ვიდრე მოწინააღმდეგე.

ამიტომ არის საქართველოში მიმდინარე პროცესი გლობალური მნიშვნელობის მოვლენა და სწორედ ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ დასავლეთთან ერთად, რათა არ შევიდეთ საბოლოოდ ისტორიულ ჩიხში, ხოლო ცივილიზებული სამყარო არ დადგეს სრულიად ახალი, უპერსპექტივო გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე", - წერს გია ხუხაშვილი.