ავტორი:

"ყველა ასეთ მომენტში გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ნამდვილი slay queen" - ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტზე

"ყველა ასეთ მომენტში გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ნამდვილი slay queen" - ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტზე

"ყველა ასეთ მომენტში გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ნამდვილი slay queen" - ასე მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტს. ამ პოსტით ტელეწამყვანი ვეტოსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.