პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

11

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 15:51-ზე, მთვარე ლომშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო.

ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"დღეს და­ვა­დე ვეტო რუ­სულ კა­ნონს. ეს კა­ნო­ნი არის თა­ვი­სი არ­სით, თა­ვი­სი სუ­ლის­კვე­თე­ბით რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ყვე­ლა ევ­რო­პულ სტან­დარტს და წარ­მო­ად­გენს შე­ფერ­ხე­ბას ევ­რო­პულ გზა­ზე. ვეტო სრუ­ლი­ად გა­მარ­თუ­ლია იუ­რი­დი­უ­ლად და დღეს­ვე გა­და­ე­ცე­მა პარ­ლა­მენტს. პა­ნო­ნი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა არა­ვი­თარ ცვლი­ლე­ბას, არა­ვი­თარ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ეს კა­ნო­ნი უნდა გა­უქ­მდეს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით 84 ხმით მი­ი­ღო, წი­ნა­აღ­მდეგ ხმა 30 დე­პუ­ტატ­მა მის­ცა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი "გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით", უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა - კერ­ძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა, ვინც "უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად" მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს.

რე­გის­ტრა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ასახ­ვა. ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რად შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად“ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს ნე­ბის­მი­ერ დროს კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს და სა­კი­თხის შეს­წავ­ლა-მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით წარ­დგე­ნილ ვა­რი­ან­ტში ეწე­რა, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის წარ­დგე­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც "უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­თა­ნა­დო მი­ნიშ­ნე­ბას შე­ი­ცავს". გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში ტერ­მი­ნი "სა­თა­ნა­დო მი­ნიშ­ნე­ბა" შე­იც­ვა­ლა და მის ნაც­ვლად "სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია" ჩა­ი­წე­რა.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ სუ­ბი­ექ­ტი უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ მან უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრა­ცი­ას თავი აა­რი­და, სა­ა­გენ­ტო, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს "შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე", მას უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად და­ა­რე­გის­ტრი­რებს, რაც აღ­ნიშ­ნულ სუ­ბი­ექტს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს. უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ან დეკ­ლა­რა­ცი­ის არ­შევ­სე­ბა გა­მო­იწ­ვევს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ჯა­რი­მე­ბას 25 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით.

პრო­ექ­ტით ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის ჯა­რი­მე­ბი: - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე დაშ­ვე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ შე­ავ­სებს გა­ნა­ცხა­დის ფორ­მას - 10 ათა­სი ლარი; დო­კუ­მენ­ტებ­ში ხარ­ვე­ზე­ბის გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში არ­გა­მოს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 10 ათა­სი ლარი; კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ერთი თვის შემ­დეგ ჩა­დე­ნა - 20 ათა­სი ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ აპირებს "ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

პრეზიდენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.