საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იატაკზე მწოლიარე ქალს გამეტებით ურტყამს" - ვრცელდება შონ "დიდი" კომბსის მიერ შეყვარებულზე ძალადობის კადრები, რომლის დამალვისთვის რეპერმა 50,000 გადაიხადა
"იატაკზე მწოლიარე ქალს გამეტებით ურტყამს" - ვრცელდება შონ "დიდი" კომბსის მიერ შეყვარებულზე ძალადობის კადრები, რომლის დამალვისთვის რეპერმა 50,000 გადაიხადა

ცოტა ხნის წინ, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც გარ­კვე­ვით ჩანს თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რად შონ "დიდი" კომბსი თა­ვის ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს, კა­სან­დრა ვენ­ტუ­რას. შემ­თხვე­ვა 2016 წელს, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს დე­რე­ფან­ში მოხ­და. ვი­დე­ო­ზე ვხე­დავთ, რო­გორც ურტყამს კომბსი ია­ტაკ­ზე გა­უნ­ძრევ­ლად მწო­ლი­ა­რე ქალს. ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი CNN-მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომბსმა სას­ტუმ­როს კად­რე­ბის და­მალ­ვის­თვის $50,000 გა­და­უ­ხა­და. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომბსის წარ­მო­მად­გენ­ლებს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

შონ კომბსის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი 2024 წლის მარ­ტში გა­ი­ზარ­და, მას შემ­დე, რაც რე­პე­რი­სა და პრო­დი­უ­სე­რის სახ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­ჩხრი­კეს. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა სახ­ლი­დან ამო­ი­ღეს დო­კუ­მენ­ტე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს ინა­ხავ­და.

შემ­თხვე­ვამ­დე ოთხი თვით ადრე, იგი ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა სექ­სუ­ა­ლურ ტრე­ფი­კინ­გში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

  • კომბსის ბრალ­დე­ბე­ბის სრუ­ლი სია

მუ­სი­კო­სის წი­ნა­აღ­მდეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბე­ბის სე­რია ჯერ კი­დევ 1990-იან წლებ­ში და­ი­წყო.

2023 წლის 16 ნო­ემ­ბერს პრო­დი­უ­სერს კა­სან­დრა ვენ­ტუ­რამ უჩივ­ლა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ კომბსმა იგი 2018 წელს გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მას შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნო­ემ­ბერ­ში, ქალი, სა­ხე­ლად ჯოი დი­კერ­სონ-ნილი, სა­სა­მარ­თლო­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ კომბსმა ის ნარ­კო­ტი­კე­ბით გა­აბ­რუა, შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლად გა­და­ი­ღო. და­ნა­შა­უ­ლი 1991 წელს მოხ­და.

კი­დევ ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს 17 წლის იყო, კომბსი ჯგუ­ფურ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

კომბსის შე­სა­ხებ არა­ერთ ცნო­ბილ ადა­მი­ანს უსა­უბ­რია, მათ შო­რის არი­ან ჯას­ტინ ბი­ბე­რი და აშე­რი.

2012 წელს ოპრა უინფრის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, აშერ­მა აღი­ა­რა, რომ კომბსი მას ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­და და სექ­სუ­ა­ლურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ეპა­ტი­ჟე­ბო­და მა­შინ, როცა ის ჯერ კი­დევ მო­ზარ­დი იყო. აშერ­მა ასე­ვე აღი­ა­რა, რომ კომბსი არ იყო მის­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი და რომ სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის სა­პოვ­ნე­ლად მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა მო­უ­წია.

ჯას­ტინ ბი­ბე­რი კომბსს 15 წლის ასა­კა­ში შეხ­ვდა. 2023 წელს ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, სა­თა­უ­რით: „ჯას­ტინ ბი­ბე­რის დედა ლა­პა­რა­კობს", რო­მელ­შიც ქალი ამ­ტკი­ცებ­და, რომ კომბსი წვე­უ­ლე­ბებ­ზე ბი­ბერს კო­კა­ინს და მა­რი­ხუ­ა­ნას სთა­ვა­ზობ­და და შამ­პა­ნუ­რის და­ლე­ვას აი­ძუ­ლებ­და. წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"იატაკზე მწოლიარე ქალს გამეტებით ურტყამს" - ვრცელდება შონ "დიდი" კომბსის მიერ შეყვარებულზე ძალადობის კადრები, რომლის დამალვისთვის რეპერმა 50,000 გადაიხადა

"იატაკზე მწოლიარე ქალს გამეტებით ურტყამს" - ვრცელდება შონ "დიდი" კომბსის მიერ შეყვარებულზე ძალადობის კადრები, რომლის დამალვისთვის რეპერმა 50,000 გადაიხადა

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც გარკვევით ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად შონ "დიდი" კომბსი თავის ყოფილ შეყვარებულს, კასანდრა ვენტურას. შემთხვევა 2016 წელს, ერთ-ერთი სასტუმროს დერეფანში მოხდა. ვიდეოზე ვხედავთ, როგორც ურტყამს კომბსი იატაკზე გაუნძრევლად მწოლიარე ქალს. ძალადობის ამსახველი კადრები CNN-მა გაასაჯაროვა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომბსმა სასტუმროს კადრების დამალვისთვის $50,000 გადაუხადა. მომხდართან დაკავშირებით კომბსის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შონ კომბსის მიმართ საზოგადოების ინტერესი 2024 წლის მარტში გაიზარდა, მას შემდე, რაც რეპერისა და პროდიუსერის სახლი სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა სახლიდან ამოიღეს დოკუმენტები, ტელეფონები, კომპიუტერები - ყველაფერი, რაც დანაშაულის შესახებ მონაცემებს ინახავდა.

შემთხვევამდე ოთხი თვით ადრე, იგი ყოფილმა შეყვარებულმა სექსუალურ ტრეფიკინგში დაადანაშაულა.

  • კომბსის ბრალდებების სრული სია

მუსიკოსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებების სერია ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო.

2023 წლის 16 ნოემბერს პროდიუსერს კასანდრა ვენტურამ უჩივლა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომბსმა იგი 2018 წელს გააუპატიურა და მას შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი მხრიდან სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

მოგვიანებით, ნოემბერში, ქალი, სახელად ჯოი დიკერსონ-ნილი, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ კომბსმა ის ნარკოტიკებით გააბრუა, შემდეგ სექსუალურად იძალადა და ყველაფერი ფარულად გადაიღო. დანაშაული 1991 წელს მოხდა.

კიდევ ერთმა დაზარალებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს 17 წლის იყო, კომბსი ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

კომბსის შესახებ არაერთ ცნობილ ადამიანს უსაუბრია, მათ შორის არიან ჯასტინ ბიბერი და აშერი.

2012 წელს ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშერმა აღიარა, რომ კომბსი მას ნარკოტიკების მოხმარებას აიძულებდა და სექსუალურ წვეულებებზე ეპატიჟებოდა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო. აშერმა ასევე აღიარა, რომ კომბსი არ იყო მისთვის მისაბაძი მაგალითი და რომ საკუთარი იდენტობის საპოვნელად მისგან დისტანცირება მოუწია.

ჯასტინ ბიბერი კომბსს 15 წლის ასაკაში შეხვდა. 2023 წელს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სათაურით: „ჯასტინ ბიბერის დედა ლაპარაკობს", რომელშიც ქალი ამტკიცებდა, რომ კომბსი წვეულებებზე ბიბერს კოკაინს და მარიხუანას სთავაზობდა და შამპანურის დალევას აიძულებდა. წყარო