ავტორი:

რა ღირს სათვალე, რომლითაც ანუკი არეშიძე ოჯახის სიწმინდის დღის ღონისძიებაზე გამოჩნდა და რატომ გახდა ის განხილვის საგანი სოცქსელში?

რა ღირს სათვალე, რომლითაც ანუკი არეშიძე ოჯახის სიწმინდის დღის ღონისძიებაზე გამოჩნდა და რატომ გახდა ის განხილვის საგანი სოცქსელში?

17 მაისს, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა.

თბილისში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც დიდი ხნის შემდეგ, საზოგადოებაში ოჯახით გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე, მერის მეუღლემ ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში აქტიურობა შეწყვიტა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კალაძის მეუღლე შვილებთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფებოდა.

ანუკი არეშიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე ოთხ შვილთან ერთად შეუერთდა მეუღლეს. დიზაინერს ვარდისფერი პიჯაკი და შავი ქვედაბოლო ეცვა. თავზე მოხვეული თავსაბურავის გარდა, საზოგადოების ყურადღება ტომ ფორდის ფირმის სათვალემ მიიქცია, რომლის ღირებულებაც 299 დოლარია.

ორი წლის წინ ტომმა ამერიკის დიზაინერთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და გაყიდა საკუთარი ბრენდი - TOM FORD.

2021 წლის სექტემბერში მისი მეუღლე, რიჩარდ ბაქლი, რომელთანაც ფორდმა 36 წელი გაატარა, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ბაქლის გარდაცვალების შემდეგ, ვრცელდებოდა ხმები, რომ ტომს მოდაში დარჩენის სურვილი აღარ ჰქონდა.

ტომ ფორდი და რიჩარდ ბაქლს საერთო შვილი, ალექსანდრე დარჩათ.

"ტომ ფორდის სათვალით იცავს ოჯახის სიწმინდეს" - ასე გამოეხმაურნენ დიზაინერის არჩევანს სოციალურ ქსელში.

"პრინციპში, ტომ ფორდსა და რიჩარდს კი ჰქონდათ სამაგალითო ოჯახი/ურთიერთობა“

"ახლა თქვენ გულწრფელად გჯერა იმის, რომ მანდ მყოფებმა ტომ ფორდის არსებობა იციან?“ - წერენ კომენტარებში.