მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნილოსის გაუჩინარებული შენაკადის აღმოჩენა ბევრ საიდუმლოს ხდის ფარდას" - როგორ შენდებოდა უზარმაზარი პირამიდები ეგვიპტეში?
"ნილოსის გაუჩინარებული შენაკადის აღმოჩენა ბევრ საიდუმლოს ხდის ფარდას" - როგორ შენდებოდა უზარმაზარი პირამიდები ეგვიპტეში?

ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დე­ბის კი­დევ ერთი სა­ი­დუმ­ლო ამოხ­სნეს. ბოლო დრომ­დე, ზუს­ტად არ იყო ცნო­ბი­ლი, თუ რო­გორ ახერ­ხებ­დნენ მშე­ნებ­ლე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უზარ­მა­ზა­რი ქვის ლო­დე­ბის გა­და­ტა­ნას, გი­ზის 31 პი­რა­მი­დის ასა­შე­ნებ­ლად.

  • ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ პი­რა­მი­დე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნი­ლო­სის ერთ-ერთ შე­ნა­კად­თან აშენ­და. ეს შე­ნა­კა­დი ახლა და­ფა­რუ­ლია სა­ჰა­რის ქვი­ში­თა და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წით.

ეგ­ვიპ­ტო­ლო­გებ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცოდ­ნენ, რომ ძველ ეგ­ვიპ­ტე­ლებს მძი­მე ქვე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, მდი­ნა­რე­ე­ბი­სა და არ­ხე­ბის გას­წვრივ გა­დაჰ­ქონ­დათ.

თუმ­ცა, აქამ­დე არა­ვინ იცო­და თუ ზუს­ტად სად იყო ეს მთა­ვა­რი წყალ­გამ­ტა­რი გზა, რა ფორ­მა ჰქონ­და მას და რამ­დე­ნად ახ­ლოს იყო პი­რა­მი­დებ­თან, - ამ­ბობს კვლე­ვის ერთ-ერთი ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ემან გო­ნე­ი­მი.

იმის გა­სა­გე­ბად, თუ სად მდე­ბა­რე­ობ­და უძ­ვე­ლე­სი მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვით­მა ჯგუფ­მა შე­ის­წავ­ლა ტე­რი­ტო­რი­ის სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი რუ­კე­ბი, გე­ო­ფი­ზი­კუ­რი აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი და ნი­ა­და­გის ნი­მუ­შე­ბი.

მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ნი­ლო­სის ეს შე­ნა­კა­დი რამ­დე­ნი­მე ათა­სი წლის წინ ამო­ივ­სო ქვი­შის ქა­რიშ­ხლი­სა და გვალ­ვის შე­დე­გად.

აშშ-ს კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს NASA-ს რა­და­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, მკვლევ­რებ­მა შეძ­ლეს "შე­ეღ­წი­ათ ქვი­ში­ან ზე­და­პირ­ზე და მი­ე­ღოთ და­ფა­რუ­ლი რე­ლი­ე­ფის ფო­ტო­ე­ბი", - წე­რენ მეც­ნი­ე­რე­ბი ჟურ­ნალ Nature-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში.

  • რო­გორც პრო­ფე­სო­რი გო­ნე­ი­მი გან­მარ­ტავს, რე­ლი­ე­ფის ნა­წილ­ში იყო „და­მარ­ხუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბი და უძ­ვე­ლე­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი“, რომ­ლე­ბიც მდე­ბა­რე­ობ­და იმ მხა­რე­ში, სა­დაც ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბაა აშე­ნე­ბუ­ლი.

კვლე­ვის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა სუ­ზან ონ­სტინ­მა BBC-თან გა­ნა­ცხა­და: "ჩვენ ახლა ვი­ცით ამ შე­ნა­კა­დის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ არ­სე­ბობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, რო­მე­ლიც შე­სა­ფე­რი­სი იყო მძი­მე ქვე­ბის, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის და სხვა ყვე­ლაფ­რის გა­და­სა­ზი­დად. ამით ზუს­ტად ავ­ხსე­ნით, რო­გორ აშენ­და პი­რა­მი­დე­ბი“.

მეც­ნი­ერ­თა დას­კვნე­ბით, ნი­ლო­სის ამ შე­ნა­კა­დის სიგ­რძე, რო­მელ­საც აჰ­რა­მატს უწო­დე­ბენ სიგ­რძით და­ახ­ლო­ე­ბით 64 კი­ლო­მეტ­რი იყო, ხოლო სი­გა­ნით 200-დან 700 მეტ­რამ­დე და გი­ზას პი­რა­მი­დებ­თან მდე­ბა­რე­ობ­და.

მეც­ნი­ერ­თა მიერ ნი­ლო­სის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი შე­ნა­კა­დის აღ­მო­ჩე­ნა ხსნის იმ ფაქტს, რომ პი­რა­მი­დე­ბი გი­ზი­სა და სო­ფელ ლიშტს შო­რის აშენ­და, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის შუა სა­მე­ფოს სა­მარ­ხი. ახლა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უდაბ­ნოა.

ვი­ნა­ი­დან და­კარ­გუ­ლი მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი გი­ზის კომ­პლექ­სის მიმ­დე­ბა­რედ არის, შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ „ის არ­სე­ბობ­და პი­რა­მი­დე­ბის აგე­ბის დროს“, ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

რო­გორც ონ­სტი­ნი გან­მარ­ტავს, ძველ ეგ­ვიპ­ტე­ლებ­მა შეძ­ლეს მდი­ნა­რის ძალა მძი­მე ქვე­ბის გა­და­სა­ტა­ნად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ და არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის შრო­მა­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­გორც აქამ­დე ვა­რა­უ­დობ­დნენ.

ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა დიდ­წი­ლად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე ნი­ლოს­ზე - და იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას თა­ნა­მედ­რო­ვე ეგ­ვიპ­ტე­ზე.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ნილოსის გაუჩინარებული შენაკადის აღმოჩენა ბევრ საიდუმლოს ხდის ფარდას" - როგორ შენდებოდა უზარმაზარი პირამიდები ეგვიპტეში?

"ნილოსის გაუჩინარებული შენაკადის აღმოჩენა ბევრ საიდუმლოს ხდის ფარდას" - როგორ შენდებოდა უზარმაზარი პირამიდები ეგვიპტეში?

ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ ეგვიპტის პირამიდების კიდევ ერთი საიდუმლო ამოხსნეს. ბოლო დრომდე, ზუსტად არ იყო ცნობილი, თუ როგორ ახერხებდნენ მშენებლები დიდი რაოდენობით უზარმაზარი ქვის ლოდების გადატანას, გიზის 31 პირამიდის ასაშენებლად.

  • ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ პირამიდები, სავარაუდოდ, ნილოსის ერთ-ერთ შენაკადთან აშენდა. ეს შენაკადი ახლა დაფარულია საჰარის ქვიშითა და სასოფლო-სამეურნეო მიწით.

ეგვიპტოლოგებმა წლების განმავლობაში იცოდნენ, რომ ძველ ეგვიპტელებს მძიმე ქვები სავარაუდოდ, მდინარეებისა და არხების გასწვრივ გადაჰქონდათ.

თუმცა, აქამდე არავინ იცოდა თუ ზუსტად სად იყო ეს მთავარი წყალგამტარი გზა, რა ფორმა ჰქონდა მას და რამდენად ახლოს იყო პირამიდებთან, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ემან გონეიმი.

იმის გასაგებად, თუ სად მდებარეობდა უძველესი მდინარის კალაპოტი, საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა ტერიტორიის სატელიტური სურათები, ისტორიული რუკები, გეოფიზიკური აღწერილობები და ნიადაგის ნიმუშები.

მეცნიერთა აზრით, ნილოსის ეს შენაკადი რამდენიმე ათასი წლის წინ ამოივსო ქვიშის ქარიშხლისა და გვალვის შედეგად.

აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს NASA-ს რადარის გამოყენებით, მკვლევრებმა შეძლეს "შეეღწიათ ქვიშიან ზედაპირზე და მიეღოთ დაფარული რელიეფის ფოტოები", - წერენ მეცნიერები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

  • როგორც პროფესორი გონეიმი განმარტავს, რელიეფის ნაწილში იყო „დამარხული მდინარეები და უძველესი ნაგებობები“, რომლებიც მდებარეობდა იმ მხარეში, სადაც ეგვიპტის პირამიდების აბსოლუტური უმრავლესობაა აშენებული.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა სუზან ონსტინმა BBC-თან განაცხადა: "ჩვენ ახლა ვიცით ამ შენაკადის ადგილმდებარეობის შესახებ და გვაქვს მტკიცებულება, რომ არსებობდა სპეციალური წყალგაყვანილობა, რომელიც შესაფერისი იყო მძიმე ქვების, სამშენებლო მასალების, ადამიანების და სხვა ყველაფრის გადასაზიდად. ამით ზუსტად ავხსენით, როგორ აშენდა პირამიდები“.

მეცნიერთა დასკვნებით, ნილოსის ამ შენაკადის სიგრძე, რომელსაც აჰრამატს უწოდებენ სიგრძით დაახლოებით 64 კილომეტრი იყო, ხოლო სიგანით 200-დან 700 მეტრამდე და გიზას პირამიდებთან მდებარეობდა.

მეცნიერთა მიერ ნილოსის გაუჩინარებული შენაკადის აღმოჩენა ხსნის იმ ფაქტს, რომ პირამიდები გიზისა და სოფელ ლიშტს შორის აშენდა, სადაც მდებარეობს ძველი ეგვიპტის შუა სამეფოს სამარხი. ახლა ამ ტერიტორიაზე უდაბნოა.

ვინაიდან დაკარგული მდინარის კალაპოტი გიზის კომპლექსის მიმდებარედ არის, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ის არსებობდა პირამიდების აგების დროს“, ნათქვამია კვლევაში.

როგორც ონსტინი განმარტავს, ძველ ეგვიპტელებმა შეძლეს მდინარის ძალა მძიმე ქვების გადასატანად გამოეყენებინათ და არა მხოლოდ ადამიანის შრომაზე დაყრდნობით, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ.

ძველი ეგვიპტელების ცხოვრება დიდწილად იყო დამოკიდებული მდინარე ნილოსზე - და იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე ეგვიპტეზე.

წყარო