ავტორი:

"ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ... ვერ ველაპარაკები, არ შემიძლია" - რას წერს ზურა ბერიკაშვილის დისშვილი?

"ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ... ვერ ველაპარაკები, არ შემიძლია" - რას წერს ზურა ბერიკაშვილის დისშვილი?

უკვე რამდენიმე თვეა, რაც საზოგადოება ზურა ბერიკაშვილის გამოჯანმრთელებას გულშემატკივრობს. ცნობილ მსახიობს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. თავდაპირველად ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.

გარკვეული პერიოდი ზურა გერმანიაში ჰყავდათ სამკურნალოდ, ამჟამად ის კურსს საქართველოში გადის.

ბიძის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს მსახიობის დისშვილი ანო მაისურაძე:

"ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში. გახელილ თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ. ვერ ველაპარაკები, არ შემიძლია. იქნებ, სულ ერთი წამით იმაზე დაფიქრებამ, რამხელა ბედნიერებაა მზერა ადამიანის თვალებში, თუნდაც ერთ-ერთი ჩვენგანის ცნობიერებაში შეცვალოს რამე. რაღაცნაირად იქნებ სასიკვდილოდ არ გავიმეტოთ ერთმანეთი, არც სიტყვით, არც მუშტით, არც გაზით, არც არაფრით.

ქოცებო, ნაცებო, ბაბლო, რობოკოპებო, რაინდებო, მღვდლებო, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, გულანთებულებო, გულნატკენებო - ადამიანებო,საკუთარ თავთან რომ ვრჩებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს და ბოლოს?ალავერდს თქვენთან ვარ" - წერს მაისურაძე.