პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანოკ იაი - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი:  გოგონა, რომელიც ბიოქიმიას სწავლობდა და ექიმობაზე ოცნებობდა
ანოკ იაი - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი:  გოგონა, რომელიც ბიოქიმიას სწავლობდა და ექიმობაზე ოცნებობდა

1997 წელს ნა­ო­მი კემ­პბელ­მა Prada-ს ჩვე­ნე­ბა გახ­სნა. ანოკ იაი კი გახ­და მე­ო­რე ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მო­დე­ლი, რო­მელ­მაც იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა და 2018 წელს სწო­რედ Prada-ს გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე პირ­ვე­ლი წარ­დგა. მო­დე­ლი არა­ერთ ცნო­ბილ ბრენდთან და მო­დის სახ­ლთან თა­ნამ­შრომ­ლობს. მათ შო­რი­საა: Louis Vuitton, Mugler, Chanel, Saint Laurent, Estée Lauder და სხვა. ანოკ იაიმ ცოტა ხნის წინ Met Gala-ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და მსოფ­ლიო სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზი­თა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით კი­დევ ერთხელ გა­ა­ო­ცა.

ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ანოკ იაის ის­ტო­რია კონ­კი­ას ამ­ბავს ჰგავს. გო­გო­ნა 1997 წელს, ეგ­ვიპ­ტე­ში და­ი­ბა­და. 2 წლის ასაკ­ში ოჯახ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პლი­მუ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც ბი­ო­ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და და სურ­და, ექი­მი გამ­ხდა­რი­ყო.

"რო­დე­საც ჩემი მშობ­ლე­ბი ამე­რი­კა­ში ჩა­ვიდ­ნენ, დღე­ში 16 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ, რომ ჩვენ­ზე ეზ­რუ­ნათ. ვი­ცო­დი, რომ მეც იგი­ვე უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ღა­რი­ბე­ბი ვი­ყა­ვით, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ კი ჩვე­ნი სახ­ლიც ვი­ყი­დეთ." - იხ­სე­ნებს მო­დე­ლი.

გო­გო­ნა ექი­მო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, ბევ­რს სწავ­ლობ­და და სურ­და, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი შე­ექ­მნა და მშობ­ლებს დახ­მა­რე­ბო­და.

2017 წელს ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა. ვა­შინგტონ­ში ერთ-ერ­თმა ფო­ტოგ­რაფ­მა გა­და­ი­ღო და მის­მა ფო­ტო­ებ­მა იმ­დე­ნად დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რომ გო­გო­ნას მა­ლე­ვე Next Model Management-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. 6 თვე­ში Prada-სთან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა და რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მო­დე­ლი გახ­და, ვინც მო­დის სახ­ლის ჩვე­ნე­ბა გახ­სნა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ანოკ იაი - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი:  გოგონა, რომელიც ბიოქიმიას სწავლობდა და ექიმობაზე ოცნებობდა

ანოკ იაი - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი:  გოგონა, რომელიც ბიოქიმიას სწავლობდა და ექიმობაზე ოცნებობდა

1997 წელს ნაომი კემპბელმა Prada-ს ჩვენება გახსნა. ანოკ იაი კი გახდა მეორე ფერადკანიანი მოდელი, რომელმაც იგივე გაიმეორა და 2018 წელს სწორედ Prada-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე პირველი წარდგა. მოდელი არაერთ ცნობილ ბრენდთან და მოდის სახლთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: Louis Vuitton, Mugler, Chanel, Saint Laurent, Estée Lauder და სხვა. ანოკ იაიმ ცოტა ხნის წინ Met Gala-ზე უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და მსოფლიო საკუთარი სილამაზითა და ინდივიდუალიზმით კიდევ ერთხელ გააოცა.

ხშირად ამბობენ, რომ ანოკ იაის ისტორია კონკიას ამბავს ჰგავს. გოგონა 1997 წელს, ეგვიპტეში დაიბადა. 2 წლის ასაკში ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პლიმუტის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ბიოქიმიის მიმართულებით სწავლობდა და სურდა, ექიმი გამხდარიყო.

"როდესაც ჩემი მშობლები ამერიკაში ჩავიდნენ, დღეში 16 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ჩვენზე ეზრუნათ. ვიცოდი, რომ მეც იგივე უნდა გამეკეთებინა. ღარიბები ვიყავით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, შემდეგ კი ჩვენი სახლიც ვიყიდეთ." - იხსენებს მოდელი.

გოგონა ექიმობისთვის ემზადებოდა, ბევრს სწავლობდა და სურდა, რომ განსხვავებული მომავალი შეექმნა და მშობლებს დახმარებოდა.

2017 წელს ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა. ვაშინგტონში ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა გადაიღო და მისმა ფოტოებმა იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ გოგონას მალევე Next Model Management-თან თანამშრომლობა შესთავაზეს. 6 თვეში Prada-სთან კონტრაქტი გააფორმა და როგორც აღვნიშნეთ, ისტორიაში მეორე ფერადკანიანი მოდელი გახდა, ვინც მოდის სახლის ჩვენება გახსნა. გააგრძელეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები