მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე აშშ-ის მოქალაქე დერილ შოლცი არ დაუკავებიათ და ის არც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყოლიათ
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე აშშ-ის მოქალაქე დერილ შოლცი არ დაუკავებიათ და ის არც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყოლიათ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე, დე­რილ შოლ­ცი არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ და ის არც დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ჰყო­ლი­ათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და გან­მარ­ტავს, რომ დე­რილ შოლ­ცი აქ­ცი­ე­ბის არც ერთი ლო­კა­ცი­ი­დან, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ გა­და­უყ­ვა­ნია.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც დე­რილ შოლ­ცი ამ­ბობს, რომ აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნის დროს, მას სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

გან­ვმარ­ტავთ, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რებ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სა­ხე­ლით, ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი "112"- ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით არ შე­მო­სუ­ლა. დე­რილ შოლ­ცი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ და არც დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში არ იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში დე­რილ შოლ­ცის­გან სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა ბოლო პე­რი­ოდ­ში არ შე­სუ­ლა.

გარ­და ამი­სა, აქ­ცი­ე­ბის არც ერთი ლო­კა­ცი­ი­დან, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ გა­და­უყ­ვა­ნია.

ამას­თა­ნა­ვე, არც ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი, მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, მო­თავ­სე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

და­მა­ტე­ბით გან­ვმარ­ტავთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩომ, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა, რად­გან, მათ­თვი­საც უც­ნო­ბი იყო მსგავ­სი სა­ხის ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე აშშ-ის მოქალაქე დერილ შოლცი არ დაუკავებიათ და ის არც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყოლიათ

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე აშშ-ის მოქალაქე დერილ შოლცი არ დაუკავებიათ და ის არც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყოლიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, დერილ შოლცი არ დაუკავებიათ და ის არც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყოლიათ გადაყვანილი.

აღნიშნული განცხადებით, უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ დერილ შოლცი აქციების არც ერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედია საშუალებებში გასულ სიუჟეტს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, სადაც დერილ შოლცი ამბობს, რომ აქციაზე ყოფნის დროს, მას სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

განვმარტავთ, რომ სატელევიზიო ეთერებში გაჟღერებული პიროვნებების სახელით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"- ში შეტყობინება დახმარების გაწევის მიზნით არ შემოსულა. დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დერილ შოლცისგან სამედიცინო დახმარების შესახებ მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ შესულა.

გარდა ამისა, აქციების არც ერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აღნიშნული პირი სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია.

ამასთანავე, არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი, მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა.

დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან, მათთვისაც უცნობი იყო მსგავსი სახის ინციდენტის შესახებ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.