დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა: "გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, ამიტომ გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება - მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი ადამიანების შეკრება.“
მდგომარეობას ართულებს ის, რომ პოლიტიკური მედიატორი აღარ არსებობს. წინა წლების კრიზისებისას ასეთ როლს ასრულებდნენ ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები. თუმცა დღეს მათ მმართველი გუნდი ლამის რევოლუციური სცენარის თანაავტორებად ასახელებს. სამწუხაროდ, მხარეების რიტორიკა თანდათან მწვავდება და არ ჩანს იმის ნიშანწყალი, რომ ვინმე კომპრომისზე და შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვაზე ფიქრობს.
საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცდილობდა და ხშირ შემთხვევაში, ახერხებდა კიდეც, რომ თავისი პირადი ავტორიტეტით ერთმანეთზე გადაკიდებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის რაიმე შეეგონებინა და "დუღილის ტემპერატურა" სახიფათო ზღვრამდე არ მისულიყო. ასე ხდებოდა მაშინაც, როცა ქვეყანას გარედან ემუქრებოდა საფრთხე - ყველას გვახსოვს, რა გააკეთა უწმინდესმა აგვისტოს ომის დროს. დღეს, სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, პატრიარქი ასე აქტიურად ვეღარ ჩაერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: