მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება - ჩემი პასუხი არის "აბი, გლუკოზა!“ - დათო მაღრაძე
"ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება - ჩემი პასუხი არის "აბი, გლუკოზა!“ - დათო მაღრაძე

"ვი­ვა­მედ­ში“ წე­სით არ უნდა გა­უ­ჭირ­დეთ ჩემი პა­სუ­ხის აღ­სრუ­ლე­ბა. ჩემი პა­სუ­ხი კი არის "აბი, გლუ­კო­ზა!“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის ტექ­სტის ავ­ტო­რი, პო­ე­ტი და­ვით მაღ­რა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ჰიმ­ნის ტექ­სტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, უც­ნა­უ­რია, როცა მის და­წე­რილ ტექ­სტზე ამ­ბო­ბენ, რომ მისი და­წე­რი­ლი არაა.

"უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ რაც ჩემი და­წე­რი­ლი არ არის - ლექ­სი, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს; ლექ­სი, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა ჯაბა იო­სე­ლი­ანს; იმა­ზე და­ჟი­ნე­ბით მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩემი და­წე­რი­ლია. ხოლო რაც ჩემი და­წე­რი­ლია, იმა­ზე მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩემი და­წე­რი­ლი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ბოლო გან­ცხა­დე­ბას "ვი­ვა­მედ­ში“ წე­სით არ უნდა გა­უ­ჭირ­დეთ ჩემი პა­სუ­ხის აღ­სრუ­ლე­ბა. ჩემი პა­სუ­ხი კი არის "აბი, გლუ­კო­ზა!“

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნში თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი სი­ტყვე­ბი მისი და­წე­რი­ლია.

"მინ­და იცო­დეთ, თუ სა­ი­დან წა­მო­ვი­და ჩვე­ნი ჰიმ­ნის იდეა. ასე 5 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­და­ჩემს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რით მივ­ყავ­დი ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე და ამ დროს შე­ვეს­წა­რით ოპე­რის თე­ატ­რი­დან ცნო­ბი­ლი ტე­ნო­რის, და­ვით გამ­რე­კე­ლის გა­მოს­ვე­ნე­ბას.

მთელ რუს­თა­ველ­ზე დი­ნა­მი­კებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო არია ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის და­ი­სი­დან "ოდა თა­ვი­სუფ­ლე­ბას", და­ვით გამ­რე­კე­ლის შეს­რუ­ლე­ბით. გულ­ში ჩა­მი­ვარ­და ამ არი­ის სი­ტყვე­ბი "თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს ჩვე­ნი". “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” შემ­დეგ, რო­დე­საც ჰიმ­ნის შეც­ვლის სა­კი­თხი დად­გა, მე კო­მი­სი­ას ეს მე­ლო­დია შევ­თა­ვა­ზე. მალე ტექ­სტის პრო­ექ­ტიც მო­მი­ტა­ნეს, რო­მელ­შიც ვერ ვი­პო­ვე მთა­ვა­რი სი­ტყვე­ბი "თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს ჩვე­ნი", ამი­ტომ ჩემი ხე­ლით ჩავ­წე­რე:

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს ჩვე­ნი,

მო­მა­ვალს უმ­ღერს დი­დე­ბას;

დი­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას,

თა­ვი­სუფ­ლე­ბას დი­დე­ბა".

ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რო­დე­საც ეს სი­ტყვე­ბი მრა­ვალ­გზის გა­მე­ო­რე­ბუ­ლი მეს­მის მო­ედ­ნებ­ზე და ქუ­ჩებ­ში. არას­დროს და­მი­წე­რია ეს, მაგ­რამ ახლა მინ­და, რომ იცო­დეთ. ვი­ნა­ი­დან ჩემი ღრმა რწმე­ნით, სწო­რედ სი­ტყვე­ბი "თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს ჩვე­ნი" ყვე­ლა­ზე ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს ჩვენს გე­ნე­ტი­კურ კოდს“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება - ჩემი პასუხი არის "აბი, გლუკოზა!“ - დათო მაღრაძე

"ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება - ჩემი პასუხი არის "აბი, გლუკოზა!“ - დათო მაღრაძე

"ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის "აბი, გლუკოზა!“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი დავით მაღრაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰიმნის ტექსტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უცნაურია, როცა მის დაწერილ ტექსტზე ამბობენ, რომ მისი დაწერილი არაა.

"უცნაურია, მაგრამ რაც ჩემი დაწერილი არ არის - ლექსი, რომელიც ეძღვნება ბიძინა ივანიშვილს; ლექსი, რომელიც ეძღვნება ჯაბა იოსელიანს; იმაზე დაჟინებით მეუბნებოდნენ, რომ ჩემი დაწერილია. ხოლო რაც ჩემი დაწერილია, იმაზე მეუბნებიან, რომ ჩემი დაწერილი არ არის. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ბოლო განცხადებას "ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის "აბი, გლუკოზა!“

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნში თავისუფლების შესახებ მთავარი სიტყვები მისი დაწერილია.

"მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ოპერის თეატრიდან ცნობილი ტენორის, დავით გამრეკელის გამოსვენებას.

მთელ რუსთაველზე დინამიკებში ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან "ოდა თავისუფლებას", დავით გამრეკელის შესრულებით. გულში ჩამივარდა ამ არიის სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი". “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც ჰიმნის შეცვლის საკითხი დადგა, მე კომისიას ეს მელოდია შევთავაზე. მალე ტექსტის პროექტიც მომიტანეს, რომელშიც ვერ ვიპოვე მთავარი სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი", ამიტომ ჩემი ხელით ჩავწერე:

"თავისუფლება დღეს ჩვენი,

მომავალს უმღერს დიდებას;

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება".

ძალიან ვამაყობ, როდესაც ეს სიტყვები მრავალგზის გამეორებული მესმის მოედნებზე და ქუჩებში. არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ახლა მინდა, რომ იცოდეთ. ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი" ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ: