საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და შალვა ოცი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, მიწერ-მოწერის პრობლემა არ გვაქვს... ერთ-ერთი თემის გაგრძელება იყო მისი მესიჯი "ლაივში" - იაგო ხვიჩია
"მე და შალვა ოცი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, მიწერ-მოწერის პრობლემა არ გვაქვს... ერთ-ერთი თემის გაგრძელება იყო მისი მესიჯი "ლაივში" - იაგო ხვიჩია

დღეს დი­ლას, პარ­ტია "გირ­ჩის" ტრა­დი­ცი­უ­ლი "ლა­ი­ვის" დროს იაგო ხვი­ჩი­ა­სა და ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის პირ­და­პირ ეთერ­ში ყოფ­ნი­სას, ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდა მე­სი­ჯი, სა­დაც ჩანს, რომ ია­გოს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი წერს და აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "სქ­რი­ნის" გამო, სა­დაც რა­მიშ­ვი­ლის მე­სი­ჯი ჩანს, იაგო ხვი­ჩი­ას რა­მიშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტი­კო­სი ამ­ბობს, რომ რა­მიშ­ვილ­თან ოცწ­ლი­ა­ნი ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებს და მი­მო­წე­რა­ში სკან­და­ლუ­რი არა­ფე­რია...

იაგო ხვი­ჩა:

- თქვენ იცით, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე დღის წინ საკ­მა­ოდ უხე­შად მივ­მარ­თე, იმა­ვე სა­ღა­მოს ჩემი ვი­დეო შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა „პოსტვს“ ეთერ­ში გა­უშ­ვა. ზო­გა­დად ამით და­ი­წყო გა­და­ცე­მა და ამ თე­მის გაგ­რძე­ლე­ბა იყო მისი მო­წე­რი­ლი მე­სი­ჯიც, რო­მე­ლიც ჩვენს "ლა­ივ­ში" მოხ­ვდა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე 11 სა­ათ­ზე გა­დის ხოლ­მე. მე­სი­ჯში, ის წე­რია, რაც სქ­რინ­ზე ჩანს. არ ვიცი, ეს რა­ტომ გახ­და სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვი, იმი­ტომ რომ შალ­ვაც სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ისე­თად მი­იჩ­ნევს, რაც და­წე­რა და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში არც მე არ და­მიკ­ლია ანა­ლო­გი­უ­რი ეპი­თე­ტე­ბით შემ­კო­ბა და დღეს რა­ტომ გახ­და ეს სკან­და­ლუ­რი არ ვიცი.

მე და შალ­ვა ოცი წე­ლია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და მი­წერ-მო­წე­რის პრობ­ლე­მა არ გვაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა პო­ზი­ცი­ა­ზე ვდგა­ვართ. ისე­ვე რო­გორც "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" და სხვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. კარ­გია, რომ ამას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, კი­დევ მეტი იხ­მა­უ­რონ ამ თე­მა­ზე.

- ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვია თქვე­ნი შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან სი­ახ­ლო­ვემ...

- რას მე­ლა­პა­რა­კე­ბით, არ არ­სე­ბობს ისე­თი ტე­ლე­ვი­ზია, სა­დაც ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ინც არ არის ვის­თა­ნაც არ ვმე­გობ­რობ. სკან­და­ლუ­რი ჩემი და ბა­ტო­ნი შალ­ვას კო­მუ­ნი­კა­ცია რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. რო­გორც გი­თხა­რით, ოცი წე­ლია ვიც­ნობ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი არ ვართ. თქვენ არ გი­ნა­ხავთ, რომ მე შალ­ვას პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფას ვა­ყე­ნებ­დე, შალ­ვას კი ერთი ორ­ჯერ წა­უც­და, მაგ­რამ მა­ინც მო­ზო­მი­ლია მო­გეხ­სნე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მე და შალვა ოცი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, მიწერ-მოწერის პრობლემა არ გვაქვს... ერთ-ერთი თემის გაგრძელება იყო მისი მესიჯი "ლაივში" - იაგო ხვიჩია

"მე და შალვა ოცი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, მიწერ-მოწერის პრობლემა არ გვაქვს... ერთ-ერთი თემის გაგრძელება იყო მისი მესიჯი "ლაივში" - იაგო ხვიჩია

დღეს დილას, პარტია "გირჩის" ტრადიციული "ლაივის" დროს იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის პირდაპირ ეთერში ყოფნისას, ეკრანზე გამოჩნდა მესიჯი, სადაც ჩანს, რომ იაგოს პირად შეტყობინებებში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი წერს და აქციის ორგანიზატორებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული "სქრინის" გამო, სადაც რამიშვილის მესიჯი ჩანს, იაგო ხვიჩიას რამიშვილთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.

Ambebi.ge-სთან საუბარში პოლიტიკოსი ამბობს, რომ რამიშვილთან ოცწლიანი ნაცნობობა აკავშირებს და მიმოწერაში სკანდალური არაფერია...

იაგო ხვიჩა:

- თქვენ იცით, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე დღის წინ საკმაოდ უხეშად მივმართე, იმავე საღამოს ჩემი ვიდეო შალვა რამიშვილმა „პოსტვს“ ეთერში გაუშვა. ზოგადად ამით დაიწყო გადაცემა და ამ თემის გაგრძელება იყო მისი მოწერილი მესიჯიც, რომელიც ჩვენს "ლაივში" მოხვდა, რომელიც ყოველდღე 11 საათზე გადის ხოლმე. მესიჯში, ის წერია, რაც სქრინზე ჩანს. არ ვიცი, ეს რატომ გახდა სკანდალური ამბავი, იმიტომ რომ შალვაც საჯარო სივრცეში აქციის ორგანიზატორებს ისეთად მიიჩნევს, რაც დაწერა და საჯარო სივრცეში არც მე არ დამიკლია ანალოგიური ეპითეტებით შემკობა და დღეს რატომ გახდა ეს სკანდალური არ ვიცი.

მე და შალვა ოცი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, კომუნიკაციის და მიწერ-მოწერის პრობლემა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე ვდგავართ. ისევე როგორც "ნაცმოძრაობის" და სხვა პარტიების წარმომადგენლებთან. კარგია, რომ ამას ხმაური მოჰყვა, კიდევ მეტი იხმაურონ ამ თემაზე.

- ხალხის აღშფოთება შესაძლოა გამოიწვია თქვენი შალვა რამიშვილთან სიახლოვემ...

- რას მელაპარაკებით, არ არსებობს ისეთი ტელევიზია, სადაც ერთი ჟურნალისტი მაინც არ არის ვისთანაც არ ვმეგობრობ. სკანდალური ჩემი და ბატონი შალვას კომუნიკაცია რანაირად შეიძლება იყოს, ვერ წარმომიდგენია. როგორც გითხარით, ოცი წელია ვიცნობ მიუხედავად იმისა, რომ თანამოაზრეები არ ვართ. თქვენ არ გინახავთ, რომ მე შალვას პირად შეურაცხყოფას ვაყენებდე, შალვას კი ერთი ორჯერ წაუცდა, მაგრამ მაინც მოზომილია მოგეხსნებათ.