სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება" - რას წერს იურისტი საბა ბრაჭველი
"ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება" - რას წერს იურისტი საბა ბრაჭველი

იუ­რის­ტი საბა ბრაჭ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "უცხო­უ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის თა­ო­ბა­ზე პოსტს ავ­რცე­ლებს

"რუ­სულ კა­ნონ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უდი­დე­სი ტყუ­ი­ლი გე­მახ­სოვ­რე­ბათ - კა­ნო­ნი ფი­ზი­კურ პი­რებს არ შე­ე­ხე­ბაო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ნონ­ში ჩუ­მად უკვე ჩა­ა­მა­ტა ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც მისი მოქ­მე­დე­ბა და სან­ქცი­ე­ბი ფი­ზი­კურ პი­რებ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა. მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით:

  • იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მო­ი­თხო­ვოს არა მხო­ლოდ ყვე­ლა სა­ხის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი, არა­მედ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც;
  • იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ყვე­ლა პირი (ფი­ზი­კუ­რიც) 5000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მოს მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის (კი­დევ ერთხელ - მათ შო­რის, სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ი­საც) წა­რუდ­გენ­ლო­ბის­თვის;
  • ეს ახა­ლი სან­ქცია და­მა­ტე­ბი­თია და არ ანაც­ვლებს უკვე ჩა­წე­რილ 25, 10 და 20 ათას­ლა­რი­ან ჯა­რი­მებს;
  • ჯა­რი­მის ან კა­ნო­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბა არ შე­ა­ჩე­რებს ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ან ჯა­რი­მე­ბის კი­დევ, და­მა­ტე­ბით და­კის­რე­ბას.

ერთი სი­ტყვით, ამ კა­ნო­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, დო­ნო­რი, ადა­მი­ა­ნი და­ა­ჯა­რი­მოს იმ­დენ­ჯერ და იმ­დე­ნი ოდე­ნო­ბით, სა­ნამ მისი ან­გა­რი­შე­ბი სრუ­ლად არ და­ყა­დაღ­დე­ბა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა/ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი არ გახ­დე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ სი­ტყვას გა­ტეხ­და - ეს ვი­ცო­დით. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი რომ რუ­სულ თარ­გზე წა­ვი­დო­და და ფი­ზი­კურ პი­რებს აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­წე­სებ­და ჯა­რი­მებს - ამა­საც ვამ­ბობ­დით. მაგ­რამ ისე იჩ­ქა­რეს, რომ ჯერ არ­მი­ღე­ბულ კა­ნონ­ში ჩა­წე­რეს ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე სან­ქცი­ე­ბი. ეს უტიფ­რო­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი მწვერ­ვა­ლია. ცხა­დია, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი აქამ­დეც ეხე­ბო­დათ ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია რომ გვერ­დით გა­დავ­დოთ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და ყვე­ლა მო­ვიხ­მართ იმ სი­კე­თე­ებს, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბე­ბით მი­იღ­წე­ვა. მთავ­რო­ბა თუ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს ხუ­რავს, ცხა­დია, რომ ეს მხო­ლოდ ექი­მებს და ექთ­ნებს კი არა, ყვე­ლა პა­ცი­ენტს შე­ე­ხე­ბა.თუმ­ცა, თუ აქამ­დე ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ზე კა­ნო­ნის გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა არა­პირ­და­პი­რი და დრო­ში გა­წე­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ახლა უკვე პირ­და­პირ და დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ კი, ეს კა­ნო­ნი ყვე­ლას შე­გე­ხე­ბათ. ახლა უკვე ღიად, აშ­კა­რად წე­რია, რომ ული­მი­ტო და შე­უ­ზღუ­და­ვი და­ჯა­რი­მე­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, ინ­ფორ­მა­ცი­ის და სა­ი­დუმ­ლოს ული­მი­ტოდ და შე­უ­ზღუ­და­ვად გა­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზეც ვრცელ­დე­ბა.ქვე­მოთ დავ­დებ კა­ნო­ნის ლინკსაც და შე­გიძ­ლი­ათ თა­ვა­დაც გა­და­ი­კი­თხოთ. სა­ნამ ღა­ლატ­სა და ორ­გი­ებ­ში გა­მო­ჭე­რი­ლი ჩი­ნოს­ნე­ბი გა­რეთ ვი­თომ-მე­ო­ჯა­ხე­ო­ბა­ნას თა­მა­შო­ბენ, უნდა იცო­დეთ, კა­ნო­ნის სა­ხე­ლით, და­უ­ფა­რა­ვად, რამ­ხე­ლა ვე­რა­გო­ბას გიმ­ზა­დე­ბენ თქვენ, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს." - წერს საბა ბრაჭ­ვე­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება" - რას წერს იურისტი საბა ბრაჭველი

"ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება" - რას წერს იურისტი საბა ბრაჭველი

იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონის თაობაზე პოსტს ავრცელებს

"რუსულ კანონზე ხელისუფლების უდიდესი ტყუილი გემახსოვრებათ - კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებაო. სინამდვილეში, ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება. მესამე მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით:

  • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც;
  • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ - მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის;
  • ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს უკვე ჩაწერილ 25, 10 და 20 ათასლარიან ჯარიმებს;
  • ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას.

ერთი სიტყვით, ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება. ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა - ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს - ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია. ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. მთავრობა თუ საავადმყოფოებს ხურავს, ცხადია, რომ ეს მხოლოდ ექიმებს და ექთნებს კი არა, ყველა პაციენტს შეეხება.თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.ქვემოთ დავდებ კანონის ლინკსაც და შეგიძლიათ თავადაც გადაიკითხოთ. სანამ ღალატსა და ორგიებში გამოჭერილი ჩინოსნები გარეთ ვითომ-მეოჯახეობანას თამაშობენ, უნდა იცოდეთ, კანონის სახელით, დაუფარავად, რამხელა ვერაგობას გიმზადებენ თქვენ, თითოეულ მოქალაქეს." - წერს საბა ბრაჭველი.