პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების" - მეუფე შიო
"დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების" - მეუფე შიო

დღეს, რო­დე­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვხე­დავთ დიდ შე­ტე­ვას ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და უფრო აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და მათი წარ­მო­ჩე­ნა, რო­გორც დიდი სიწ­მინ­დის, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე მე­უ­ფე შიო მუ­ჯირ­მა ქაშ­ვეთ­თან, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცე ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ შე­სა­ნიშ­ნავ დღეს, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დაც­ვის დღეს, რო­მე­ლიც უკვე 10 წე­ლი­წა­დია, რაც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის ლოც­ვა კურ­თხე­ვით აღი­ნიშ­ნე­ბა და გად­მოგ­ცემთ მის და­ლოც­ვა­სა და კურ­თხე­ვას. ოჯა­ხი ყო­ველ­თვის სიწ­მინ­დედ ით­ვლე­ბო­და ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ დღეს, რო­დე­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვხე­დავთ დიდ შე­ტე­ვას ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და უფრო აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და მათი წარ­მო­ჩე­ნა, რო­გორც დიდი სიწ­მინ­დის. ადა­მი­ა­ნი ღმერ­თმა და­სა­ბა­მი­დან­ვე შექ­მნა რო­გორც ოჯა­ხი. ამ­დე­ნად, ოჯა­ხი არის ყო­ფი­ე­რე­ბის ის ფორ­მა, რო­მე­ლიც თა­ვად ღვთის­გან მოგ­ვე­ცა. სწო­რედ ამი­ტომ ვუ­წო­დებთ ოჯახს სიწ­მინ­დეს.

ადა­მი­ა­ნი ღმერ­თმა შექ­მნა თა­ვის ხა­ტად და მსგავ­სად და წმინ­და მა­მე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ სწო­რედ ოჯა­ხი არის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ხა­ტე­ბის ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ადა­მი­ან­ში. რო­გორც ღმერ­თს აქვს ერთი ბუ­ნე­ბა და სამი ჰი­პოს­ტა­სი, ასე­ვე, ოჯახ­საც აქვს სამი ჰი­პოს­ტა­სი - მა­მა­კა­ცის, ქა­ლის და ბავ­შვის ჰი­პოს­ტა­სი. ადა­მი­ა­ნი მო­წო­დე­ბუ­ლია ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის მსგავ­სად იცხოვ­როს სიყ­ვა­რულ­ში. ოჯახ­ში ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა თა­ო­ბა. უფ­რო­სი თა­ო­ბის­გან გა­და­ე­ცე­მა უმ­ცროს თა­ო­ბას სუ­ლი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ამ­დე­ნად, ოჯა­ხი გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცე ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების" - მეუფე შიო

"დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების" - მეუფე შიო

დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, რომელიც უკვე 10 წელიწადია, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღინიშნება და გადმოგცემთ მის დალოცვასა და კურთხევას. ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა როგორც ოჯახი. ამდენად, ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს.

ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე, ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი - მამაკაცის, ქალის და ბავშვის ჰიპოსტასი. ადამიანი მოწოდებულია ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში ერთმანეთს უკავშირდება სხვადასხვა თაობა. უფროსი თაობისგან გადაეცემა უმცროს თაობას სულიერი და კულტურული გამოცდილება. ამდენად, ოჯახი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“,- განაცხადა მეუფე შიომ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"