მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან - მას პატიმრობა შეეფარდა: რა ხდებოდა პროცესზე?
გიორგი ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან - მას პატიმრობა შეეფარდა: რა ხდებოდა პროცესზე?

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ელ­ზე, ალექ­სან­დრე ოხა­ნაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბი­ან, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ასე­ვე ნარ­კო­ტი­კებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი არ­სე­ბობს. მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი კა­ნონ­თან კონ­ფლიქ­ტში 2022 წელ­საც იყო, მის­თვის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა პირ­ვე­ლი არ არის და ეს მის პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­ზე მე­ტყვე­ლებს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ოკ­მე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და. ამას­თან, ად­ვო­კა­ტი, პა­ტიმ­რო­ბის სა­ნაც­ვლოდ სა­სა­მარ­თლოს და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ სხვა შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, თუნ­დაც, ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მო­ყე­ნე­ბას სთა­ვა­ზობ­და.

  • ად­ვო­კატ ჯუმ­ბერ ქა­თა­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ელს თავს არ დას­ხმია და ეს იყო სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სხვა პი­რე­ბის დაც­ვის მცდე­ლო­ბა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, არ­სე­ბობს ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ადას­ტუ­რებს, რომ ოკ­მე­ლაშ­ვილს მიზ­ნად ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმა არ ჰქო­ნია და ის ცდი­ლობ­და ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რო­მელ­თაც პო­ლი­ცი­ე­ლის აღმნიშ­ვნე­ლი არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი არ ჰქონ­დათ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ეც­ვა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ვი­და და­ზა­რა­ლე­ბულ პო­ლი­ცი­ელ­თან და სა­ხის არე­ში და­არ­ტყა, რის შემ­დე­გაც ის წა­იქ­ცა. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც არ­სე­ბობს.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ოკ­მე­ლაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს, რის გა­მოც, მის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს ალექ­სან­დრე ოხა­ნაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, კერ­ძოდ, იდაყ­ვის დარ­ტყმით პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

ოკ­მე­ლაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7- წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ლი­მო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

ავტორი:

გიორგი ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან - მას პატიმრობა შეეფარდა: რა ხდებოდა პროცესზე?

გიორგი ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან - მას პატიმრობა შეეფარდა: რა ხდებოდა პროცესზე?

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, საქმეში ვიდეომასალა, ასევე ნარკოტიკებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. მისივე თქმით, ბრალდებული კანონთან კონფლიქტში 2022 წელსაც იყო, მისთვის ძალადობრივი ქმედება პირველი არ არის და ეს მის პიროვნულ მახასიათებელზე მეტყველებს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ოკმელაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ამასთან, ადვოკატი, პატიმრობის სანაცვლოდ სასამართლოს დაკავებულის მიმართ სხვა შემზღუდავი ღონისძიებების, თუნდაც, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებას სთავაზობდა.

  • ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და ეს იყო საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა.

ადვოკატის თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ოკმელაშვილს მიზნად ვინმეზე თავდასხმა არ ჰქონია და ის ცდილობდა ნიღბიანი ადამიანებისგან, რომელთაც პოლიციელის აღმნიშვნელი არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, მოქალაქეები დაეცვა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებული მოულოდნელად მივიდა დაზარალებულ პოლიციელთან და სახის არეში დაარტყა, რის შემდეგაც ის წაიქცა. სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომასალაც და ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.

პროკურორის თქმით, ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა.

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.