ავტორი:

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 13:00-ზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება.

მცირე პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს, მსვლელობის დასასრულს კი, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.

ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში.

ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.