"რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი , - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვეტოც დაძლია, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ლარის კურსის გაუფასურება.
"ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება, ევროკავშირზე რუსული კანონით უარის თქმა - უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება. მე მინდა საზოგადოება წინასწარ გავაფრთხილო, რუსული კანონის შედეგის სახეზეა, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით, უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი იმ ფონზე, როცა დასავლეთს, ევროკავშირს, სანქციებს არაფრად აგდებს ივანიშვილის ხელისუფლება, საქართველოს ეკონომიკის 80 პროცენტი ფაქტობრივად დასავლურ ეკონომიკაზე დგას, ამიტომ რუსული კანონი, რომელიც უკვე ფაქტობრივად ამოქმედებულია რეპრესიების სახით, ადამიანების ცემით, დაკავებით, შანტაჟით, მუქარით, დევნით, ადამიანებზე აისახება ფინანსურად და მე მინდა საქართველოს მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლებას პრობლემა ექნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი. უნდა იცოდეთ, რომ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ მუშაობთ, გაქვთ კონკრეტული ანაზღაურება, ცხოვრობთ კონკრეტულ შემოსავალზე, რუსული კანონის პირობებში, ევროკავშირთან დაპირისპირების პირობებში, დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცევა ჩვენი ქვეყანა და ცხადია ეს ძალიან მძიმედ აისახება ფასებზე და აბსოლუტურად ყველაფერზე.
ამიტომ, გარდა საზოგადოების გაფრთხილებისა, რომელსაც მოვუწოდებ აქტიურობისკენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე რეალობა დადგება მათ შორის ეკონომიკურად საქართველოში, მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს, ნაწილმა გამოიჩინა გმირობა და ღიად არიან რუსული კანონის წინააღმდეგ, მათ მოვუწოდებ, რომ განუმარტონ საზოგადოებას იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში ელოდება ქართველ ხალხს რუსული კანონის პირობებში. ასევე, უნდა გესმოდეს, რომ თუ რუსულმა ხელისუფლებამ ვეტოც დაძლია, შედეგები იქნება კიდევ უფრო მძიმე და ამ დროისთვის საქართველოს ეს უკვე დაუჯდა 60 მილიონი დოლარი ლარის კურსის შედარებით შენარჩუნება და ყოველდღე ეს პრობლემა კიდევ უფრო და უფრო გაიზრდება. რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს საქართველოს მოქალაქეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშვიდობიანად ყველამ ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.