პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ" - პაპუაშვილი ჟურნალისტებს
"გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ" - პაპუაშვილი ჟურნალისტებს

ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რად რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ში ერე­ვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და მათი მე­დი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით - ასე რომ, გი­ლო­ცავთ, თქვენ რუ­სე­თის რბი­ლი ძალა ხართ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო უთან­ხმო­ე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა და პო­ლა­რი­ზა­ცია რუ­სეთს აწყობს და ამას აკე­თებს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და მისი კუთ­ვნი­ლი მე­დია.

კი­თხვა­ზე, ერე­ვა თუ არა რუ­სე­თი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში, პა­პუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, "რა თქმა უნდა და წლე­ბია ერე­ვა".

"ერე­ვა იმით, რომ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, ერე­ვა იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უწე­სებ­და სან­ქცი­ებს და ცდი­ლობ­და გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზე. სამ­წუ­ხა­როა, რომ ახლა ზო­გი­ერ­თი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ეთა­მა­შე­ბა ამ აზ­რებს, რომ სან­ქცი­ე­ბით მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა ქარ­თველ ხალ­ხზე. ეს არის რუ­სუ­ლი მე­თო­დი. ვნა­ხოთ, ვინ­მე თუ გა­და­წყვეტს რუ­სუ­ლი გზით ია­როს და ქარ­თველ ხალ­ხს კი არ ესა­უბ­როს, არა­მედ სან­ქცი­ე­ბით შე­ე­ცა­დოს ქარ­თველ ხალ­ხზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას და ერე­ვა, იმი­ტომ რომ, ჰიბ­რი­დუ­ლი, თუ რბი­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გის გა­ტა­რე­ბას.

მე თუ მკი­თხავთ, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რად რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ში ერე­ვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და მათი მე­დი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო უთან­ხმო­ე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და პო­ლა­რი­ზა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში აწყობს ზუს­ტად რუ­სეთს და ამას აკე­თებს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და მისი კუთ­ვნი­ლი მე­დია. ასე რომ გი­ლო­ცავთ, თქვენ რუ­სე­თის რბი­ლი ძალა ხართ!" - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

"გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ" - პაპუაშვილი ჟურნალისტებს

"გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ" - პაპუაშვილი ჟურნალისტებს

ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით - ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია რუსეთს აწყობს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია.

კითხვაზე, ერევა თუ არა რუსეთი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, პაპუაშვილი პასუხობს, "რა თქმა უნდა და წლებია ერევა".

"ერევა იმით, რომ აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, ერევა იმით, რომ საქართველოს უწესებდა სანქციებს და ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოზე. სამწუხაროა, რომ ახლა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეთამაშება ამ აზრებს, რომ სანქციებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული მეთოდი. ვნახოთ, ვინმე თუ გადაწყვეტს რუსული გზით იაროს და ქართველ ხალხს კი არ ესაუბროს, არამედ სანქციებით შეეცადოს ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას და ერევა, იმიტომ რომ, ჰიბრიდული, თუ რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას.

მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!" - განაცხადა პაპუაშვილმა.