მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ და რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე?
როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ და რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე?

F.D. Roosevelt-ის სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, მი­რი­ამ ლა­პუ­ნი­კო­ვას ცნო­ბით, სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ რო­ბერტ ფი­ცოს მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა ჯერ მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლია.

"ამ ეტაპ­ზე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ მისი სი­ცო­ცხლე ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ საფრ­თხის ქვეშ რჩე­ბა. მისი და­ტო­ვე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გვი­წევს",- ამ­ბობს მი­რი­ა­მი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ რო­ბერტ ფი­ცოს გუ­შინ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს ჭრი­ლო­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელ­მა ხუთ­ჯერ ის­რო­ლა და ფი­ცოს რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა უფიქ­სირ­დე­ბა.

პრე­მი­ე­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში ღრმა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამ­ბავს სლო­ვა­კე­თის შსს მი­ნის­ტრი მა­ტუშ ეშ­ტო­კი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმა პო­ლი­ტი­კუ­რად იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის­ვე ცნო­ბით, გუ­შინ პრე­მი­ე­რის გა­და­სარ­ჩე­ნად ქი­რურ­გე­ბის ორი გუნ­დი მუ­შა­ობ­და, რა დრო­საც მას ხუთ­სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

59 წლის რო­ბერტ ფი­ცოს თავ­დამ­სხმელ­მა ქა­ლაქ ჰან­დლო­ვა­ში ვი­ზი­ტის დროს ეს­რო­ლა. სლო­ვა­კე­თის მე­დი­ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი 71 წლის მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად მუ­შა­ობ­და, მას­ვე აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი პო­ე­ზი­ის სამი კო­ლექ­ტი­უ­რი ნაშ­რო­მი და ამავდრო­უ­ლად, სლო­ვა­კე­თის მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი­ცაა.

ფი­ცოს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "აშშ გმობს სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ ფი­ცო­ზე თავ­დას­ხმას. ფიქ­რე­ბით მის ოჯახ­სა და სლო­ვაკ ხალ­ხთან ვართ, მას კი სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ", - წერს ის სო­ცი­ა­ლურ მე­დია X-ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო:reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ და რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე?

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ და რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე?

F.D. Roosevelt-ის საავადმყოფოს დირექტორის, მირიამ ლაპუნიკოვას ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ მაინც სერიოზულია.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მისი სიცოცხლე ჯერჯერობით კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება. მისი დატოვება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვიწევს",- ამბობს მირიამი.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ხუთჯერ ისროლა და ფიცოს რამდენიმე ჭრილობა უფიქსირდება.

პრემიერის მკვლელობის მცდელობამ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური განხეთქილება გამოიწვია. ამბავს სლოვაკეთის შსს მინისტრი მატუშ ეშტოკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდასხმა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

საავადმყოფოს დირექტორისვე ცნობით, გუშინ პრემიერის გადასარჩენად ქირურგების ორი გუნდი მუშაობდა, რა დროსაც მას ხუთსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

59 წლის რობერტ ფიცოს თავდამსხმელმა ქალაქ ჰანდლოვაში ვიზიტის დროს ესროლა. სლოვაკეთის მედიის ცნობით, თავდამსხმელი 71 წლის მამაკაცია, რომელიც წარსულში სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, მასვე აქვს გამოცემული პოეზიის სამი კოლექტიური ნაშრომი და ამავდროულად, სლოვაკეთის მწერალთა კავშირის წევრიცაა.

ფიცოს მკვლელობის მცდელობას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა: "აშშ გმობს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრ ფიცოზე თავდასხმას. ფიქრებით მის ოჯახსა და სლოვაკ ხალხთან ვართ, მას კი სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს ის სოციალურ მედია X-ზე.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The United States condemns the shooting of Slovak Prime Minister Fico. Our thoughts are with him, his family, and the Slovak people, and we wish him a full recovery.</p>&mdash; Secretary Antony Blinken (@SecBlinken) <a href="https://twitter.com/SecBlinken/status/1790814191747539310?ref_src=twsrc%5Etfw">May 15, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

იხილეთ ასევე:

წყარო:reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა