მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ" - რას წერს კლინიკიდან დავით ქაცარავა, რომელსაც აქციაზე სასტიკად სცემეს
"საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ" - რას წერს კლინიკიდან დავით ქაცარავა, რომელსაც აქციაზე სასტიკად სცემეს

აქ­ცი­ა­ზე სას­ტი­კად ნა­ცე­მი და­ვით ქა­ცა­რა­ვა კლი­ნი­კი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემო მე­გობ­რე­ბო!

ვიცი, რომ უამ­რა­ვი მე­სი­ჯია ჩემს ინ­ბოქსში, სა­ტე­ლე­ფო­ნო მე­სი­ჯებ­ში, რომ­ლებ­საც ჩემს მო­პა­რულ ტე­ლე­ფონ­ში პა­რა­ლე­ლუ­რად კი­თხუ­ლო­ბენ "შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­ში", სა­დაც თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და მხარ­და­ჭე­რაა გა­მო­ხა­ტუ­ლი.

ბო­დიშს გიხ­დით, რომ ვერ გპა­სუ­ხობთ, მაგ­რამ რო­გორც კი გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე­ბი, ყვე­ლა მე­სიჯს სა­თი­თა­ოდ წა­ვი­კი­თხავ და ყვე­ლას უდი­დეს მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ჩემი გამ­ხნე­ვე­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის!

დღეს თუ ჯან­მრთე­ლო­ბით ცუ­დად ვარ, სა­მა­გი­ე­როდ, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით ვარ მხნედ და მტკი­ცედ!

ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და ერთი სული მაქვს, კვლავ დავ­დგე თქვენს რი­გებ­ში, რათა ვიბ­რძო­ლო თქვენს მხარ­დამ­ხარ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.ჩვე­ნი ბრძო­ლა გან­წი­რუ­ლია გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად ვიბ­რძვით!

რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა! სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი ვე­ღარ გა­ი­ხა­რე­ბენ! ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი! ძალა ერ­თო­ბა­შია! მე თქვენ მიყ­ვარ­ხართ!" - წერს ქა­ცა­რა­ვა.

  • ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ნა­ხეთ ასე­ვე:

"და­თოს და­სის­ხლი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნით იღებ­დნენ პრო­ცესს, თით­ქოს ან­გა­რი­შის ჩა­სა­ბა­რებ­ლად უნ­დო­დათ ეს კად­რე­ბი... წა­არ­თვეს სა­ფუ­ლე და მო­ბი­ლუ­რი" - ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლე უმ­ძი­მე­სი დე­ტა­ლე­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ" - რას წერს კლინიკიდან დავით ქაცარავა, რომელსაც აქციაზე სასტიკად სცემეს

"საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ" - რას წერს კლინიკიდან დავით ქაცარავა, რომელსაც აქციაზე სასტიკად სცემეს

აქციაზე სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა კლინიკიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემო მეგობრებო!

ვიცი, რომ უამრავი მესიჯია ჩემს ინბოქსში, სატელეფონო მესიჯებში, რომლებსაც ჩემს მოპარულ ტელეფონში პარალელურად კითხულობენ "შესაბამის სტრუქტურებში", სადაც თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა გამოხატული.

ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გპასუხობთ, მაგრამ როგორც კი გამოვჯანმრთელდები, ყველა მესიჯს სათითაოდ წავიკითხავ და ყველას უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ჩემი გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის!

დღეს თუ ჯანმრთელობით ცუდად ვარ, სამაგიეროდ, თქვენი მხარდაჭერით ვარ მხნედ და მტკიცედ!

ბრძოლა გრძელდება და ერთი სული მაქვს, კვლავ დავდგე თქვენს რიგებში, რათა ვიბრძოლო თქვენს მხარდამხარ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.ჩვენი ბრძოლა განწირულია გამარჯვებისთვის, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად ვიბრძვით!

რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება! საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ძალა ერთობაშია! მე თქვენ მიყვარხართ!" - წერს ქაცარავა.

  • ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ნახეთ ასევე:

"დათოს დასისხლიანების შემდეგ ტელეფონით იღებდნენ პროცესს, თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები... წაართვეს საფულე და მობილური" - ქაცარავას მეუღლე უმძიმესი დეტალებით