ავტორი:

"ჯერ აკანონებენ და შემდეგ იცავენ უკანონობას" - რას ამბობს ზურა ბალანჩივაძე "იმედიდან" წამოსვლის შემდეგ? ტელეწამყვანი ავტოკრატიის შესახებ საუბრობს

"ჯერ აკანონებენ და შემდეგ იცავენ უკანონობას" - რას ამბობს ზურა ბალანჩივაძე "იმედიდან" წამოსვლის შემდეგ? ტელეწამყვანი ავტოკრატიის შესახებ საუბრობს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ტელეკომპანია "იმედი" რამდენიმე ტელეწამყვანმა დატოვა. "მედიაჩეკერის" ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედი" დატოვეს ზურა ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკა ამირეჯიბმა.

  • ზურა ბალანჩივაძემ "იმედის" დატოვების შემდეგ, "ტიკტოკზე", თავის არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ავტოკრატიის შესახებ და ავტორიტარიზმის ნიშნებზე საუბრობს. ის გამოყოფს ავტორიტარიზმის მახასიათებლებს და აღნიშნულ კონტექსტში ამბობს, რომ "ავტორიტარული რეჟიმის დროს ჯერ აკანონებენ და შემდეგ იცავენ უკანონობას".

"ავტოკრატია ყოველთვის ცდილობს ჰგავდეს დემოკრატიას - ანუ იქ ფუნქციონირებს ყველა ის ორგანო, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი: სასამართლო, პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციები და ა.შ.

  • ავტოკრატიის კიდევ ერთი ადა მთავარი მანიშნებელი არის ის, რომ მმართველი ელიტა იქნება, თუ ლიდერი იწყებს პოლიტიკის გატარებას - "ჩვენ გვებრძვიან გარედან, ჩვენს ღირსებას ურტყამენ, ეს ნარატივი მეორდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით. დღეს მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ცხადად ამბობს ვიქტორ ორბანი, რომ უნგრეთს ებრძვიან და ა.შ.

აქვე, ყველაზე მნიშვნელოვანია კიდევ წარსულის რომანტიზება და წარსულზე გამოტირება, რომ აი, ოდესღაც ძალიან მაგრები ვიყავით, შემდეგ ისტორია უსამართლოდ მოგვექცა და ის ქვეყნები რომლებიც უსამართლოდ მოგვექცნენ, ვერ იქნებიან ჩვენი მეგობრები, დაახლოებით მსგავსი დამოკიდებულება.

დასავლური ქვეყნებიდან კიდევ ერთ-ერთი საინტერესო ინსტრუმენტი არის ხოლმე რელიგიაზე აპელირება, რომ ყველა ებრძვის მათ რელიგიას და მათ რელიგიურ გრძნობებს. ძირითადად იგულისხმება ხოლმე მხოლოდ ერთი რელიგია და არა ყველა რელიგია, რომელიც იმ ქვეყანაში არის თავმოყრილი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობენ სახელმწიფო სამსახურები, რამდენად შეუძლიათ მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, ეს ძალიან ხშირად მეტყველებს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც მთავარია, ავტორიტარულ რეჟიმებს სხვადასხვა ქვეყანაში უყვართ კანონების პატივისცემა, ოღონდ იმ კანონებისა, რომლებსაც თვითონ იღებენ და შემდეგ ამ კანონებით მანიპულირებენ, რომ ისინი არაფერს ცუდს არ აკეთებენ, უბრალოდ იცავენ კანონს, მაგრამ რამდენად კანონიერია თვითონ ეს კანონი, ეგ არის სწორედ აქ პრობლემა', - ამბობს ზურა ბალანჩივაძე

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@zurriuss/video/7369116859817413908" data-video-id="7369116859817413908" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@zurriuss" href="https://www.tiktok.com/@zurriuss?refer=embed">@zurriuss</a> <p>როგორ ამოვიცნოთ ავტოკრატია</p> <a target="_blank" title="♬ original sound - Z U R R I U S S" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7369117047252421377?refer=embed">♬ original sound - Z U R R I U S S</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

ნახეთ ასევე: