ავტორი:

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს - რობერტ ფიცო კლინიკაშია გადაყვანილი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს - რობერტ ფიცო კლინიკაშია გადაყვანილი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური და საერთაშორისო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

  • Euronews-ის ცნობით, ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და იგი მიწაზე დავარდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა.

წინასწარი ცნობებით, ამჟამად ფიცო საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ეჭვმიტანილი დაკავებულია.