"ყველა იმ კომპანიას, რომლის აქციები ივაჭრება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე და ოპერირებს საქართველოში, "შავი ოთხშაბათი“ გაუთენდა“,- ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ "ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. საუბარია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ვარდნაზე, რომელიც დღეს დილიდან დაიწყო. კერძოდ, დღეს "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 16.74%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.30 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება კი 8.24%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.91 გირვანქა სტერლინგი გახდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება 14.41%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.25 გირვანქა სტერლინგი ღირს.
როგორც გიორგი რუხაძე ამბობს, ეს არის გუშინ დაანონსებული სანქციების შედეგი, რაც მეორე დღესვე აისახა საერთაშორისო ბირჟებზე. მისი თქმით, თუ სანქციები ამოქმედდა, დიდია საფრთხე, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს.
"ის რაც გუშინ საქართველოში მოხდა, რომ მესამე მოსმენით მიიღო "ქართულმა ოცნებამ“ "რუსული კანონი“ და სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დააანონსა სანქციები (თუკი საბოლოოდ მივიღებთ ამ კანონს), როგორც კი დღეს გაიხსნა ლონდონის საფონდო ბირჟა, მაშინვე აისახა ქართული კომპანიების საერთაშორისო კლიენტურაზეც. ეს მხოლოდ "საქართველოს ბანკს“ არ დაემართა, ასე მოხდა "თიბისი ბანკის“ შემთხვევაშიც, უფრო ნაკლები ვარდნით, "ჯორჯიან კაპიტალის“. იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებს საქართველოში და ვაჭრობს საერთაშორისო ბირჟებზე, "შავი ოთხშაბათი“ დაუდგათ დღეს. ბუნებრივია, უფრო მძიმე დარტყმა იქნება, თუ საქართველო მოყვება სანქციებში. ინდივიდები იქნებიან, პარლამენტარები, ივანიშვილი, თუ პრემიერ-მინისტრი, თუ დაასანქცირებენ, ხომ წარმოგიდგენიათ რა დონის რყევა იქნება?! გააგრძელეთ კითხვა