ავტორი:

"შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი

"შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული, რომ 9 აპრილის ღამეს თან ვყავდი რუსთაველზე, რომ მასწავლა რწმენა, გადმომდო სიკეთის კეთების სიხარულის განცდა, რომ მასწავლა ნამდვილის გარჩევა სიყალბისგან, რომ მასწავლა უფროსების და უმცროსების პატივისცემა (ჩემს კლასელებსაც კი თქვენობით მიმართავდა), რომ მასწავლა სხვისი შრომის და ნიჭის დაფასება, რომ დამიტოვა სწორი ღირებულებებისაკენ სწრაფვის უნარი…მისი დამსახურებაა, რომ დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოსალოც შეტყობინებებში მადლობას მიხდის იმ პოზიციონირებისთვის, რაც დღევანდელ რთულ ვითარებაში მაქვს და გამოვთქვამ…დიდი მადლობა მას, რომ ახლაც მიცავს და მაძლიერებს! დიდი მადლობა თქვენ, რომ გიყვარვართ, მგულშემატკივრობთ და გიხარიათ ჩემი კარგი სიახლეები. მეც შევეცდები შემდგომ წლებში კიდევ უფრო მეტი მოვასწრო მუსიკისა და სამშობლოს სამსახურში. " - წერს ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქში".