პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს შეუძლიათ, სელფის გადაღების გამო გაწირონ საზოგადოება არეულობისთვის" - პაპუაშვილი მაიკლ როთზე
"ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს შეუძლიათ, სელფის გადაღების გამო გაწირონ საზოგადოება არეულობისთვის" - პაპუაშვილი მაიკლ როთზე

გერ­მა­ნი­ის 30-წლი­ან დახ­მა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, ერთი ხე­ლის მოს­მით წყალ­ში ყრი­ან ასე­თი ქა­რაფ­შუ­ტა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რო­დე­საც ჩა­მო­დი­ან, თავს ეს­ხმი­ან ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას და ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ რას აკე­თე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ბუნ­დეს­ტა­გის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, მა­იკლ რო­თის მიერ მე­დი­ას­თან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • გარ­და ამი­სა, პა­პუ­აშ­ვი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის რამ­დე­ნი­მე წევ­რი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის მიერ გუ­შინ, თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს სი­ტყვით გა­მოს­ვლა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი ლუსტრა­ცია იყო [სა­ქარ­თვე­ლო­ში] უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის“.

"რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის ვი­ზიტს, გუ­შინ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი ვი­ხი­ლეთ, რო­დე­საც უცხო ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მი­ტინგზე გა­მო­ვიდ­ნენ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს. სა­ერ­თო ჯამ­ში, გუ­შინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც თქვა, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი ლუსტრა­ცია იყო უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის - უცხო­ე­ლი აქ­ტო­რე­ბი მათ მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი „ენ­ჯე­ო­ე­ბის­გან" ორ­გა­ნი­ზე­ბულ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მი­ტინგზე სი­ტყვით გა­მო­დი­ოდ­ნენ.

მთე­ლი წრეა შეკ­რუ­ლი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის ცუდი მხა­რი­სა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე ბერ­ლინ­ში ჩა­ვი­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში აფი­ნან­სებ­დეს „ენ­ჯე­ოს“, მათ დე­მონ­სტრა­ცია მო­ა­წყონ და სამ­ხა­რა­ძე ბერ­ლინ­ში ჩა­ვი­დეს, დად­გეს მათ გვერ­დით და სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ას კოშ­მა­რი უძა­ხოს და ა.შ. რაც გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ა­კე­თა, ან რაც ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ა­კე­თა, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფოს ლა­მის კოშ­მა­რე­ბი ეძა­ხა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა პა­სუ­ხი ექ­ნე­ბო­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძეს, ის ვილ­ნი­უს­ში ან ბერ­ლინ­ში მი­ტინგზე, რომ გა­მო­ვი­დეს და იმ „ენ­ჯე­ოს“ ბედი რა იქ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც ასეთ მი­ტინგს მო­ა­წყობ­და და უცხო­ელ პო­ლი­ტი­კო­სებს ჩა­იყ­ვან­და (თა­ვის დამ­ფი­ნან­სებ­ლებს) და მთავ­რო­ბა­ზე ლა­მის თავ­დას­ხმის გა­მოს­ვლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებ­და ამას პო­ლი­ტი­კო­სი? ხომ აბ­სურ­დია? ეს რომ კი­თხოთ ჩვენ ევ­რო­პელ კო­ლე­გებს, ხომ აბ­სურ­დია ეს სქე­მა და ამ აბ­სურ­დს ევ­რო­პე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სჩა­დი­ან, გუ­შინ რაც ვი­ხი­ლეთ, რაც არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი.

გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­იკლ რო­თის­გან მო­ვის­მი­ნეთ, არის თავ­დას­ხმა ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ზე. ეს არის ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო. იცით ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი გერ­მა­ნულ დახ­მა­რე­ბას­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში. 30 -წლი­ა­ნი დახ­მა­რე­ბას გერ­მა­ნი­ი­სა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, ასე ერთი ხე­ლის მოს­მით წყალ­ში ყრი­ან ასე­თი ქა­რაფ­შუ­ტა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც ჩა­მო­დი­ან თავს ეს­ხმი­ან ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას და ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რას აკე­თე­ბენ ამით, ასე­ვე, რას უკე­თე­ბენ თა­ვის ქვე­ყა­ნას, გერ­მა­ნი­ას და მის სა­ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ასო­ცირ­დე­ბა ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ზე და ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმა­ზე. აი, ზუს­ტად ასე­თი ქა­რაფ­შუ­ტა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­საც სელ­ფის გა­და­ღე­ბის გამო შე­უძ­ლი­ათ გა­წი­რონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­პის­პი­რე­ბი­სა და არე­უ­ლო­ბის­თვის, აი, ასე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ჩვენ არ გვინ­და, რომ გა­ვა­ი­გი­ვოთ ევ­რო­პას­თან. ამი­ტომ სა­ერ­თო ჯამ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვეს, მათ შო­რის მათი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას არ ახ­სოვს, რომ „ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მი­ტინგზე ოპო­ზი­ცი­ას, რო­დის­მე ეკად­რა, რომ უცხო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გა­მო­ეყ­ვა­ნა და „ენ­ჯე­ოს“ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მი­ტინ­გი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და თან თა­ვი­სი დო­ნო­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­ტყვით გა­მო­ეყ­ვა­ნა“.

"რა თქმა უნდა, ოპო­ზი­ცია არის ამ ყვე­ლაფ­რის უკან დიდი ხა­ნია, უბ­რა­ლოდ იმა­ლე­ბი­ან, კად­რებ­ში არ ჩნდე­ბი­ან, თუმ­ცა ტრო­ტუ­ა­რებ­ზე, ბუჩ­ქებ­ში და ხე­ე­ბის უკან ყო­ველ­თვის ისი­ნი ტრი­ა­ლე­ბენ და ისი­ნი მარ­თა­ვენ ამას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს პრო­ცე­სი მთლი­ან ოპო­ზი­ცი­ის­გან არის მარ­თუ­ლი და ახლა, რა თქმა უნდა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად სცე­ნა­ზე გა­მო­ვიდ­ნენ და ბე­ნე­ფი­ტე­ბის მი­წე­რა და­ი­წყონ. ეს მათ გან­ზრახ­ვებს აჩ­ვე­ნებს“, - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს შეუძლიათ, სელფის გადაღების გამო გაწირონ საზოგადოება არეულობისთვის" - პაპუაშვილი მაიკლ როთზე

"ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს შეუძლიათ, სელფის გადაღების გამო გაწირონ საზოგადოება არეულობისთვის" - პაპუაშვილი მაიკლ როთზე

გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

  • გარდა ამისა, პაპუაშვილი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ გუშინ, თბილისში გამართული აქციის დროს სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო [საქართველოში] უცხოური გავლენების“.

"რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს, გუშინ სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს. საერთო ჯამში, გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა, ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო უცხოური გავლენების - უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან" ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდიოდნენ.

მთელი წრეა შეკრული უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს და საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოს“, მათ დემონსტრაცია მოაწყონ და სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს, დადგეს მათ გვერდით და სამთავრობო პარტიას კოშმარი უძახოს და ა.შ. რაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, ან რაც ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც სახელმწიფოს ლამის კოშმარები ეძახა. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს, ის ვილნიუსში ან ბერლინში მიტინგზე, რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა და უცხოელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა (თავის დამფინანსებლებს) და მთავრობაზე ლამის თავდასხმის გამოსვლისთვის გამოიყენებდა ამას პოლიტიკოსი? ხომ აბსურდია? ეს რომ კითხოთ ჩვენ ევროპელ კოლეგებს, ხომ აბსურდია ეს სქემა და ამ აბსურდს ევროპელები საქართველოში სჩადიან, გუშინ რაც ვიხილეთ, რაც არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი.

განცხადება, რომელიც მაიკლ როთისგან მოვისმინეთ, არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში. 30 -წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, ასევე, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას და მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. აი, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოება დაპისპირებისა და არეულობისთვის, აი, ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომ საერთო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის მათი პარტიების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, მას არ ახსოვს, რომ „ანტისამთავრობო მიტინგზე ოპოზიციას, როდისმე ეკადრა, რომ უცხოელი პოლიტიკოსები გამოეყვანა და „ენჯეოს“ ანტისამთავრობო მიტინგი ჩაეტარებინა და თან თავისი დონორი ქვეყნის წარმომადგენლები სიტყვით გამოეყვანა“.

"რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის ამ ყველაფრის უკან დიდი ხანია, უბრალოდ იმალებიან, კადრებში არ ჩნდებიან, თუმცა ტროტუარებზე, ბუჩქებში და ხეების უკან ყოველთვის ისინი ტრიალებენ და ისინი მართავენ ამას. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მთლიან ოპოზიციისგან არის მართული და ახლა, რა თქმა უნდა, რომ რაღაცნაირად სცენაზე გამოვიდნენ და ბენეფიტების მიწერა დაიწყონ. ეს მათ განზრახვებს აჩვენებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: