პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის განცხადებაში?
რა წერია საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის განცხადებაში?

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯო­ზეფ ბო­რე­ლი და ევ­რო­კო­მი­სია „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

  • რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ევ­რო­კავ­ში­რი გვერ­დში უდ­გას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და მხარს უჭერს მის არ­ჩე­ვანს დე­მოკ­რა­ტი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ.

"სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ასე­ვე მათი ოჯა­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ში­ნე­ბა, მუ­ქა­რა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი გა­მო­ი­ძი­ოს.

ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ა­ნი­ჭა, რომ ქვე­ყა­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ 2023 წლის 8 ნო­ემ­ბერს რე­კო­მენ­დე­ბულ 9 ნა­ბიჯს. ეს ნა­ბი­ჯე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც მე­დი­ის­თვის თა­ვი­სუფ­ლად მუ­შა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მო­ი­თხოვს. ისი­ნი ასე­ვე დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას შე­ე­ხე­ბა.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცალ­სა­ხა მო­წო­დე­ბე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ პარ­ლა­მენ­ტში მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღო კა­ნო­ნი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“. ევ­რო­კავ­შირ­მა ნათ­ლად და არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნო­ნის სუ­ლის­კვე­თე­ბა და ში­ნა­არ­სი ევ­რო­კავ­ში­რის ძი­რი­თად ნორ­მებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს კა­ნო­ნი ძირს გა­მო­უ­თხრის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის მუ­შა­ო­ბას, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბია და სწო­რედ მათ ეფუძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ფარ­გლებ­ში აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. არ­ჩე­ვა­ნი თუ რა გზით გაგ­რძელ­დე­ბა სვლა, სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შია. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­იწ­ვი­ოს კა­ნო­ნი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ევ­რო­კავ­ში­რის გზის ერ­თგუ­ლე­ბა და 9 ნა­ბი­ჯში ასა­ხუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ევ­რო­კავ­ში­რი მზად არის გა­აგ­რძე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ მის­წრა­ფე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

რა წერია საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის განცხადებაში?

რა წერია საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის განცხადებაში?

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

  • როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.

"სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების და ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ეს დოკუმენტირებული ქმედებები გამოიძიოს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით მიანიჭა, რომ ქვეყანა განახორციელებდა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს რეკომენდებულ 9 ნაბიჯს. ეს ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მედიისთვის თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ისინი ასევე დეპოლარიზაციას და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას შეეხება.

თუმცა, მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. ეს კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და სწორედ მათ ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებები.

ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება. არჩევანი თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება და 9 ნაბიჯში ასახული აუცილებელი რეფორმები განახორციელოს.

ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს ევროპული მომავლისკენ მისწრაფების მქონე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში.