ავტორი:

"კატასტროფა ხდება... მსხვილი ბიზნესი, გამოიღვიძეთ" - ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა: რა მდგომარეობაა ამ დროისთვის?

"კატასტროფა ხდება... მსხვილი ბიზნესი, გამოიღვიძეთ" - ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა: რა მდგომარეობაა ამ დროისთვის?

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და "თიბისის" აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის".

ამ თემაზე აქვეყნებს პოსტს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი რუხაძე და წერს:

"ლონდონის საფონდო ბირჟაზე კატასტროფა ხდება. ჯერ არ გათენებულა და საქართველოს ბანკის აქციები უკვე 10 პროცენტით დაეცა. ბოლო 2 კვირაში ბანკის კაპიტალიზაციიდან მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი აორთქლდა. წარმოგიდგენიათ სანქციების დაწესებისა და და ამერიკული და ევროპული დახმარების გაჩერების შემთხვევაში რა მოხდება? ჰოდა, მსხვილი ბიზნესი, გამოიღვიძეთ და ხმა ამოიღეთ" - წერს გიორგი რუხაძე.

რა მდგომარეობაა თბილისის დროით 13:30 საათისთვის?

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 12.18%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.138 მილიარდი სტერლინგია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება 9.32%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 26.75 გირვანქა სტერლინგი ღირს....წაიკითხეთ სრულად