ავტორი:

"როცა წაქცეულ ადამიანს რამდენიმე სპეცრაზმელი ურტყამს, ამაზე დიდი სულმდაბლობა და ამაზრზენი ქცევა, ცოტა რამ შეიძლება იყოს" - პროკურორი დავით ნეფარიძე

"როცა წაქცეულ ადამიანს რამდენიმე სპეცრაზმელი ურტყამს, ამაზე დიდი სულმდაბლობა და ამაზრზენი ქცევა, ცოტა რამ შეიძლება იყოს" - პროკურორი დავით ნეფარიძე

პროკურორი დავით ნეფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს და აკრიტიკებს სპეცრაზმელებს. მისი თქმით, ამორალური საქციელია, როდესაც წაქცეულ ადამიანს ურტყამ.

"როდესაც წაქცეულ ადამიანს რამდენიმე სპეცრაზმელი ურტყამს, როდესაც დაკავებულ ადამიანს სცემენ, ამაზე დიდი სულმდაბლობა, ამორალური და ამაზრზენი ქცევა, ცოტა რამ შეიძლება იყოს. არა ყველაფერს, რაც გვყოფს!" - წერს დავით ნეფარიძე.

დავით ნეფარიძე რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორია, მათ შორის არის მაგდა პაპიძის საქმე, ასევე 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმეები და სხვა.

ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 13 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არის დავით ქაცარავა, რომელიც სასტიკად არის ნაწამები, ასევე ლაზარე გრგორიადისი. ადვოკატის ინფორმაციით, ისიც ნაცემია.

წაიკითხეთ ასევე: