პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამიდგეს "პლატინა"... დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი" - დავით ქაცარავას კომენტარი მის მდგომარეობაზე
"ჩამიდგეს "პლატინა"... დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი" - დავით ქაცარავას კომენტარი მის მდგომარეობაზე

ინ­გო­როყ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ "ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, და­ვით ქა­ცა­რა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა­ვენ, და­ვით ქა­ცა­რა­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კი­დევ 2 დღე დარ­ჩე­ბა.

"და­ვით ქა­ცა­რა­ვა კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. გუ­შინ ჩა­უ­ტარ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია. სტა­ცი­ო­ნარ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, 2 დღე კვლავ კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ ინ­გო­როყ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და გან­მარ­ტა­ვენ, რომ მეტ დე­ტალ­ზე ოჯა­ხის თხოვ­ნით ვერ ისა­უბ­რე­ბენ.

თა­ვად და­ვით ქა­ცა­რა­ვამ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ჰე­მა­ტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა თავ­ზე.

"რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ას, თვალ­ბუ­დის ძვა­ლია ჩამ­ტვრე­უ­ლი, ასე­ვე დამ­ტვრე­უ­ლია ზედა ყბა. სე­რი­ო­ზუ­ლი ჰე­მა­ტო­მე­ბი მაქვს თავ­ზე. ტვი­ნის შერ­ყე­ვა საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მის. ჩა­მიდ­გეს "პლა­ტი­ნა" ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად“, - აღ­ნიშ­ნა ქა­ცა­რა­ვამ „ტვ პირ­ველ­თან“.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მე­უღ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, და­ვით ქა­ცა­რა­ვას და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ჩამიდგეს "პლატინა"... დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი" - დავით ქაცარავას კომენტარი მის მდგომარეობაზე

"ჩამიდგეს "პლატინა"... დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი" - დავით ქაცარავას კომენტარი მის მდგომარეობაზე

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, რომ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, დავით ქაცარავა სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ 2 დღე დარჩება.

"დავით ქაცარავა კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გუშინ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. სტაციონარშია მოთავსებული, 2 დღე კვლავ კლინიკაში დარჩება“,- აღნიშნავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში და განმარტავენ, რომ მეტ დეტალზე ოჯახის თხოვნით ვერ ისაუბრებენ.

თავად დავით ქაცარავამ "ტვ პირველთან" საუბარში განაცხადა, რომ ჰემატომები აღენიშნება თავზე.

"რაც შეეხება ოპერაციას, თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა. სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე. ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩამიდგეს "პლატინა" ოპერაციის შედეგად“, - აღნიშნა ქაცარავამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკურად გაუსწორდნენ.