ავტორი:

"ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგიყვანოს?!" - გია დვალი

"ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგიყვანოს?!" - გია დვალი

"სრული სოლიდარობა ადამიანების მიმართ, რომლებსაც აკავებენ, აპატიმრებენ, ასეთ საშინელ დღეში აგდებენ...ეს არ არის საქციელი, რომელზეც შეიძლება თქვა, გადაცდომა...ეს მიზანმიმართული ტერორია!..." - ამის შესახებ ფიზიკოსმა გია დვალმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა უფსკრულის პირას დგას, ხოლო საზოგადოება თვითგადარჩენის რეჟიმშია გადასული და პერმანენტული საპროტესტო აქციებით, საკუთარ ბუნებრივი პროტესტის გამოხატვას ცდილობს.

"IQ-ზე და რაღაცებზე რომ გველაპარაკებიან... ის რაც ჩვენ გვქმნის ადამიანებად, ეს IQ კი არ არის, ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, IQ ChatGPT-ის ისეთი ექნება, საერთოდ არავის რომ არ მოელანდება. ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია – ის, რომ ჩვენ გვაქვს ემპათია მეორე ადამიანის მიმართ და მისი ღირსების მიმართ და ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვცემთ პატივს, აი, ეს არის ადამიანობა. ასეთი საქციელი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, გადის ადამიანობის ჩარჩოებიდან. ეს რაღაც უბედურებაა!.. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგიყვანოს?!...ეს არის საქციელი ვიღაც ჯგუფის, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა გადაჩეხოს. აქ არ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე, საზოგადოება შინაგანი, თუ გნებავთ ზურგის ტვინით გრძნობს, რომ ქვეყნის გადაჩეხას ლამობენ. საზოგადოება, ჩვენ ვცდილობთ, რომ თავი გადავირჩინოთ. ეს არის ბუნებრივი პროტესტი. საზოგადოება არის კოლექტიური ტვინი, რომელიც თითოეულ ადამიანზე გაცილებით ჭკვიანია, ეს საზოგადოება ახლა თვითგადარჩენის რეჟიმშია. შესაბამისად, ბუნებრივი პროტესტი ყოველთვის არის ყველაზე ოპტიმალური. " - განაცხადა გია დვალმა.