სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში ვეტოს განხილვისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული - იურისტის რამდენიმე განმარტება: როგორია პროცედურა და რა შეუძლია პრეზიდენტს?
პარლამენტში ვეტოს განხილვისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული - იურისტის  რამდენიმე განმარტება: როგორია პროცედურა და რა შეუძლია პრეზიდენტს?

იუ­რის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონ­ზე პრე­ზი­დენ­ტის მო­სა­ლოდ­ნელ ვე­ტო­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა ვე­ტო­ზე, სწო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი რომ გვქონ­დეს.

მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნი მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღო, ყვე­ლა იმა­ზე ვფიქ­რობთ რას აპი­რებს პრე­ზი­დენ­ტი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მან თქვა:

“ვე­ტოს ნამ­დვი­ლად წარ­მო­ვად­გენ, მაგ­რამ არ­ცერთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში არ შე­ვალ.” ამ სი­ტყვებ­მა შე­იძ­ლე­ბა გვა­ფიქ­რე­ბი­ნოს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა კა­ნონს ვეტო შე­ნიშ­ვნე­ბის გა­რე­შე და­ა­დოს, მაგ­რამ არა, რად­გან კონ­სტი­ტუ­ცია ასეთ რა­მეს არ იც­ნობს. არა მგო­ნია პრე­ზი­დენტს ეს ეგუ­ლის­ხმა.

1. ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, რა­საც “ვე­ტოს” ვუ­წო­დებთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში “მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბია”. ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ იც­ნობს ტერ­მინს “ვეტო”;

2. პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი ეგ­ზავ­ნე­ბა პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც (ა) ხელს აწერს და აქ­ვეყ­ნებს მას, ან (ბ) “მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით” უკან აბ­რუ­ნებს პარ­ლა­მენ­ტში;

3. ამის­თვის პრე­ზი­დენტს 2 კვი­რა აქვს;

4. პრე­ზი­დენ­ტი მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით პარ­ლა­მენტს მი­უ­თი­თებს: (ა) კა­ნო­ნის კონ­კრე­ტულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და (ბ) სთა­ვა­ზობს ახალ რე­დაქ­ცი­ას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენტს კა­ნო­ნი­დან ზო­გი­ერ­თი ჩა­ნა­წე­რის სა­ერ­თოდ ამო­ღე­ბა შეს­თა­ვა­ზოს. ეს ნიშ­ნავს, რომ მან დე­ტა­ლუ­რად უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს კა­ნო­ნი და მო­ნიშ­ნოს ის დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლე­ბიც, მისი აზ­რით, პრობ­ლე­მას ქმნის და რომ­ლე­ბიც უნდა ჩა­ნაც­ვლდეს (შე­სა­ბა­მი­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვით), ან სა­ერ­თოდ წა­ი­შა­ლოს;

5. პრე­ზი­დენ­ტი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით მთლი­ა­ნად კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბას ვერ მო­ი­თხოვს, თუმ­ცა შე­უძ­ლია პარ­ლა­მენ­ტში კა­ნო­ნის არ­სე­ბი­თად გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი წა­რად­გი­ნოს;

6. შემ­დეგ, პრო­ცე­სი პარ­ლა­მენ­ტში ბრუნ­დე­ბა. სა­დაც უნდა გა­ნი­ხი­ლონ ვე­ტოს სა­კი­თხი, თუმ­ცა ამის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ვადა არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი;

7. პარ­ლა­მენ­ტი მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს კენ­ჭს ერ­თი­ა­ნად უყ­რის: ან ყვე­ლა­ფერს იზი­ა­რებს არ არა­ფერს. ისე ვერ იქ­ნე­ბა, ნა­წი­ლი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, ნა­წილ­ზე კი უარი თქვას;

8. ვერც პარ­ლა­მენ­ტი და ვერც პრე­ზი­დენ­ტი უკვე წარ­დგე­ნილ ვე­ტო­ში ვე­ღა­რა­ფერს შეც­ვლის. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო გან­ხილ­ვის დროს რომც მი­აღ­წი­ონ შე­თან­ხმე­ბას, ამ შე­თან­ხმე­ბას კენ­ჭს ვერ უყ­რი­ან;

9. შე­ნიშ­ვნე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად საკ­მა­რი­სია დამ­სწრე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის (თუმ­ცა არა­ნაკ­ლებს 50 დე­პუ­ტა­ტი­სა) მხარ­და­ჭე­რა;

10. თუ პარ­ლა­მენ­ტი არ ეთან­ხმე­ბა პრე­ზი­დენტს, მას შე­უძ­ლია ვეტო დაძ­ლი­ოს. ვე­ტოს და­საძ­ლე­ვად, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა 76 ხმა, ოც­ნე­ბა კი 84-ს აკონ­ტრო­ლებს;

11. ამის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი ისევ პრე­ზი­დენტს ეგ­ზავ­ნე­ბა. მას ვე­ტოს მე­ქა­ნიზ­მის ხე­ლახ­ლა გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს;

12. პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია არ მო­ა­წე­როს ხელი კა­ნონს. მაგ­რამ ეს სიმ­ბო­ლუ­რი აქ­ტია, სა­მარ­თლებ­რი­ვად არა­ფერს ცვლის. მის ნაც­ვლად კა­ნონს ხელს მო­ა­წერს და გა­მო­აქ­ვეყ­ნებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე;

13. ამის შემ­დეგ კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შე­დის, თა­ვად ამ კა­ნო­ნით­ვე გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში. რომ შე­ვა­ჯა­მო: (ა) პრე­ზი­დენ­ტი ვე­ტო­თი, უბ­რა­ლოდ, “კა­ნო­ნი არ ვარ­გა და გა­სა­უქ­მე­ბე­ლია” ვერ იტყვის. მან პარ­ლა­მენტს ალ­ტერ­ნა­ტი­ვად კონ­კრე­ტუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბე­ბი უნდა შეს­თა­ვა­ზოს; (ბ) ოც­ნე­ბას საკ­მა­რი­სი ხმე­ბი აქვს ვე­ტოს და­საძ­ლე­ვად.

აქვე მგო­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა “მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ში არ შეს­ვლის” ხსე­ნე­ბით უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან წი­ნას­წარ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე თქვა უარი (რაც არა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა).

იგუ­ლის­ხმა, რომ რა­საც დავ­წერ, იმის გან­ხილ­ვა მო­გი­წევთ, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს არ გავ­მარ­თა­ვო. მას, ალ­ბათ, არ უგუ­ლის­ხმია, რომ “ცა­რი­ელ” ვე­ტოს გა­აგ­ზავ­ნის პარ­ლა­მენ­ტში, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ერ­თოდ ეკარ­გე­ბა აზრი. ასე­ვე მო­მა­ვა­ლი კვი­რის და­სა­წყის­ში იქ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ისიც მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას ამ პრო­ცეს­ზე. თუ რამე კი­თხვე­ბი გაქვთ ამ თე­მა­ზე, მომ­წე­რეთ და სი­ა­მოვ­ნე­ბით გი­პა­სუ­ხებთ", - წერს მე­ნაბ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პარლამენტში ვეტოს განხილვისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული - იურისტის რამდენიმე განმარტება: როგორია პროცედურა და რა შეუძლია პრეზიდენტს?

პარლამენტში ვეტოს განხილვისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული - იურისტის  რამდენიმე განმარტება: როგორია პროცედურა და რა შეუძლია პრეზიდენტს?

იურისტი ვახუშტი მენაბდე ე.წ. აგენტების კანონზე პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

"რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა:

“ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ.” ამ სიტყვებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადოს, მაგრამ არა, რადგან კონსტიტუცია ასეთ რამეს არ იცნობს. არა მგონია პრეზიდენტს ეს ეგულისხმა.

1. ყოველდღიურობაში, რასაც “ვეტოს” ვუწოდებთ, სინამდვილეში “მოტივირებული შენიშვნებია”. ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს “ვეტო”;

2. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც (ა) ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ან (ბ) “მოტივირებული შენიშვნებით” უკან აბრუნებს პარლამენტში;

3. ამისთვის პრეზიდენტს 2 კვირა აქვს;

4. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში შესაბამისი არგუმენტაციით პარლამენტს მიუთითებს: (ა) კანონის კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც მისთვის მიუღებელია და (ბ) სთავაზობს ახალ რედაქციას. ეს შეიძლება იყოს ახალი ფორმულირებები, ასევე შესაძლებელია, პრეზიდენტმა პარლამენტს კანონიდან ზოგიერთი ჩანაწერის საერთოდ ამოღება შესთავაზოს. ეს ნიშნავს, რომ მან დეტალურად უნდა გააანალიზოს კანონი და მონიშნოს ის დებულებები, რომელებიც, მისი აზრით, პრობლემას ქმნის და რომლებიც უნდა ჩანაცვლდეს (შესაბამისი ალტერნატივით), ან საერთოდ წაიშალოს;

5. პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს;

6. შემდეგ, პროცესი პარლამენტში ბრუნდება. სადაც უნდა განიხილონ ვეტოს საკითხი, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული;

7. პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს ერთიანად უყრის: ან ყველაფერს იზიარებს არ არაფერს. ისე ვერ იქნება, ნაწილი გაითვალისწინოს, ნაწილზე კი უარი თქვას;

8. ვერც პარლამენტი და ვერც პრეზიდენტი უკვე წარდგენილ ვეტოში ვეღარაფერს შეცვლის. მოტივირებული შენიშვნების საპარლამენტო განხილვის დროს რომც მიაღწიონ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას კენჭს ვერ უყრიან;

9. შენიშვნების გასაზიარებლად საკმარისია დამსწრეთა უმრავლესობის (თუმცა არანაკლებს 50 დეპუტატისა) მხარდაჭერა;

10. თუ პარლამენტი არ ეთანხმება პრეზიდენტს, მას შეუძლია ვეტო დაძლიოს. ვეტოს დასაძლევად, ჩვენს შემთხვევაში, საჭიროა 76 ხმა, ოცნება კი 84-ს აკონტროლებს;

11. ამის შემდეგ მიღებული კანონი ისევ პრეზიდენტს ეგზავნება. მას ვეტოს მექანიზმის ხელახლა გამოყენების უფლება არ აქვს;

12. პრეზიდენტს შეუძლია არ მოაწეროს ხელი კანონს. მაგრამ ეს სიმბოლური აქტია, სამართლებრივად არაფერს ცვლის. მის ნაცვლად კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე;

13. ამის შემდეგ კანონი ძალაში შედის, თავად ამ კანონითვე განსაზღვრულ ვადებში. რომ შევაჯამო: (ა) პრეზიდენტი ვეტოთი, უბრალოდ, “კანონი არ ვარგა და გასაუქმებელია” ვერ იტყვის. მან პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს; (ბ) ოცნებას საკმარისი ხმები აქვს ვეტოს დასაძლევად.

აქვე მგონია, რომ პრეზიდენტმა “მანიპულაციებში არ შესვლის” ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი (რაც არა აუცილებელი, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა).

იგულისხმა, რომ რასაც დავწერ, იმის განხილვა მოგიწევთ, მოლაპარაკებებს არ გავმართავო. მას, ალბათ, არ უგულისხმია, რომ “ცარიელ” ვეტოს გააგზავნის პარლამენტში, რადგან ასეთ შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას საერთოდ ეკარგება აზრი. ასევე მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა და მოსალოდნელია, რომ ისიც მოახდენს გავლენას ამ პროცესზე. თუ რამე კითხვები გაქვთ ამ თემაზე, მომწერეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ", - წერს მენაბდე.