Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის... კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს" - 11 ამერიკელი სენატორის განცხადება
"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის... კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს" - 11 ამერიკელი სენატორის განცხადება

შავი დღეა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბას 11 ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ავ­რცე­ლებს.

სე­ნა­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ღრმად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ინარ­ჩუ­ნე­ბენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რწმე­ნას, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვი­ან,”

“შავი დღეა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. ღრმად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ რუ­სუ­ლი სტი­ლის უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბით. ეს კენ­ჭისყრა გა­ი­მარ­თა ასო­ბით ათა­სი ქარ­თვე­ლის სურ­ვი­ლე­ბის დარ­ღვე­ვით, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ მშვი­დო­ბი­ან პრო­ტესტს კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის­თვის იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის წინსვლას შე­ა­ფერ­ხებს. ეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს, რომ ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­მე­ლიც თა­ვი­ან­თი ბი­უ­ჯე­ტის 20%-ზე მეტს სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იღებს, უცხო­ურ აგენ­ტე­ბად და­რე­გის­ტრირ­დნენ, ჩა­ახ­შობს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მუ­შა­ო­ბას ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბაა. ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რად შეც­ვლის სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბებს და ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის მის­წრა­ფე­ბებს და­ა­ზი­ა­ნებს.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძი­სად­მი წე­რილ­ში გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ვავ­რცე­ლეთ, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა სა­ჭი­როს გახ­დის კონ­გრე­სის მიერ აშშ-ის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვის გან­ხილ­ვას, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტი ასა­ხოს. რო­გორც წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ვავ­რცე­ლეთ, ეს ზო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს სან­ქცი­ებს მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ზე, ვი­ზის აკ­რძალ­ვებ­სა და ამე­რი­კუ­ლი პირ­და­პი­რი დახ­მა­რე­ბის გა­და­ხედ­ვას. რო­გორც კონ­გრე­სის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ღრმა სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს და რომ­ლე­ბიც ვიბ­რძო­დით ძლი­ე­რი ორ­პარ­ტი­უ­ლი და ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბის­თვის, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა­სა მათი ხმის ამაღ­ლე­ბას - რო­მელ­თა­გან 79% თან­მიმ­დევ­რუ­ლად უჭერს მხარს ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს შავი დღეა, ჩვენ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რწმე­ნას, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვი­ან,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ორ­პარ­ტი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წე­რებს შო­რის არი­ან სე­ნა­ტო­რე­ბი: ჯ იმ რიში (რეს­პუბ­ლი­კე­ლი), ჯინ შა­ჰი­ნი (დე­მოკ­რა­ტი), ბენ კარ­დი­ნი (დე­მოკ­რა­ტი), კრის კუნ­სი (დე­მოკ­რა­ტი), დიკ დურ­ბი­ნი (დე­მოკ­რა­ტი), რო­ჯერ უი­კე­რი (რეს­პუბ­ლი­კე­ლი), ტიმ კე­ი­ნი (დე­მოკ­რა­ტი), რი­ჩარდ ბლუ­მენ­თა­ლი (დე­მოკ­რა­ტი), პიტ რი­კეთ­სი (რეს­პუბ­ლი­კე­ლი), ლინდსი გრე­მი (რეს­პუბ­ლი­კე­ლი) და ტომ ტი­ლი­სი (რეს­პუბ­ლი­კე­ლი).

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის... კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს" - 11 ამერიკელი სენატორის განცხადება

"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის... კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს" - 11 ამერიკელი სენატორის განცხადება

შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ საერთო განცხადებას 11 ამერიკელი სენატორი ავრცელებს.

სენატორები აღნიშნავენ, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან, თუმცა ინარჩუნებენ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან,”

“შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის. ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა გაიმართა ასობით ათასი ქართველის სურვილების დარღვევით, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იქნება გამოყენებული, არამედ საქართველოში დემოკრატიის წინსვლას შეაფერხებს. ეს კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ ყველა ორგანიზაციამ, რომელიც თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს, უცხოურ აგენტებად დარეგისტრირდნენ, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც მწირი დაფინანსებაა. ამ კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს დააზიანებს.

როგორც პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი წერილში გაფრთხილება გავავრცელეთ, ამ კანონპროექტის მიღება საჭიროს გახდის კონგრესის მიერ აშშ-ის საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვის განხილვას, რათა საქართველოში ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ასახოს. როგორც წინასწარ გაფრთხილება გავავრცელეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, ვიზის აკრძალვებსა და ამერიკული პირდაპირი დახმარების გადახედვას. როგორც კონგრესის წევრები, რომლებსაც ქართველი ხალხის ღრმა სიყვარული გვაქვს და რომლებიც ვიბრძოდით ძლიერი ორპარტიული და ორმხრივი კავშირებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერასა მათი ხმის ამაღლებას - რომელთაგან 79% თანმიმდევრულად უჭერს მხარს ევროკავშირში წევრობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი დღეა, ჩვენ ვინარჩუნებთ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან,” - ნათქვამია განცხადებაში.

ორპარტიული განცხადების ხელმომწერებს შორის არიან სენატორები: ჯ იმ რიში (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინი (დემოკრატი), ბენ კარდინი (დემოკრატი), კრის კუნსი (დემოკრატი), დიკ დურბინი (დემოკრატი), როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი), ტიმ კეინი (დემოკრატი), რიჩარდ ბლუმენთალი (დემოკრატი), პიტ რიკეთსი (რესპუბლიკელი), ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი) და ტომ ტილისი (რესპუბლიკელი).

წაიკითხეთ ასევე: